მოსწავლეთა თვითმმართველობის-სასკოლო პარლამენტის დებულება

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა -აკადემიის თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არაპოლიტიკური გაერთიანება. მასში საკლასო და სასკოლო დონეზე არჩეული არიან მოსწავლეები V-XII კლასების ჩათვლით.
სკოლის თვითმმართველობის მიზანია: თითოეული მოსწავლის ჩართვა კლასისა და სკოლის მართვაში, თითოეულ მოსწავლეში აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ინტერესებისა და შემოქმედების გააქტიურება, სასკოლო ცხოვრებაში სამართლიანობისა და დემოკრატიული ცხოვრების წესის დამკვიდრება.
მოსწავლეთა თვითმმართველობა :

  • ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შეახებ ;
  • ბ) უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ;
  • გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინარულ კომიტეტში ;
  • დ) წევრთა 1/5 ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს .

საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტის და დასრულებისთანავე.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოდგენილია მოსწავლეთა სასკოლო პარლამენტის სახით. პარლამენტის წევრები აირჩევა V-XII კლასების მიერ წარმოდგენილი თითო დელეგატებიდან სკოლის თვითმმართველობის ყრილობაზე. ყრილობა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის სპიკერს ,რომლებიც ყრილობიდან ყრილობამდე წარმართავენ საპარლამენტო მუშაობას. ყრილობა ირჩევს ასევე სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს.
პარლამენტი წელიწადში ორჯერ დეკემბერში და ივნისის თვესი იხილავს სკოლის თვითმმართველობის მიერ გაწეულ მუშაობას და აძლევს შეფასებას ჩატარებულ საქმიანობას. ყრილობას შეუძლია დროზე ადრე გადააყენოს მის მიერ არჩეული ცალკეული პასუხისმგებელი პირები .

ყრილობა

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოდგენილია მოსწავლეთა სასკოლო პარლამენტის სახით. პარლამენტის წევრები აირჩევა V-XII კლასებიდან წარმოდგენილი დელეგატებიდან სკოლის თვითმმართველობის ყრილობაზე. ყრილობა ირჩევს პარლამენტის თავჯდომარეს, თანათავჯდომარეს, რომელებიც ყრილობიდან ყრილობამდე წარმართავენ საპარლამენტო მუშაობას. ყრილობა ირჩევს აგრეთვე კანონშემოქმედებით კომისიას 11 კაცის შემადგენლობით. სკოლის თვითმმართველობის პრეზიდნტს და ვიცე პრეზიდენტს.
კანონშემოქმედებითი კომისია მთელი წლის მანძილზე მუშაობს მოსწავლეთა კანონების შექმნაზე და მოსწავლეთა კანონებში ცვლილებების შეტანაზე. ცვლილებები კანონებში შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ყრილობაზე. ყრილობა ირჩევს ასევე სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს და ვიცეპრეზიდენტს. პარლამენტი წელიწადში ორჯერ დეკემბერში და ივნისის თვეში იხილავს სკოლის თვითმმართველობის მიერ გაწეულ მუშაობას და აძლევს შეფასებას ჩატარებულ საქმიანობას.ყრილობას შეუძლია დროზე ადრე გადააყენოს მის მიერ არჩეული ცალკეული პასუხისმგებელი პირები.

პრეზიდენტი

სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ქმნის თვითმმართველობის ორგანოს -სათათბიროს . სათათბიროში შედის კლასის საბჭოს მიერ არჩეული მეთაურები და მეთაურის მოადგილეები . სათათბიროს გადაწყვეტილება სავალდებულოა სკოლის თვითმმართველობისადმი დაქვემდებარებული ორგანოებისადმი (კლასის საბჭოებისადმი). სათათბირო თავის მუშაობას წარმართავს წინასწარ შემუშავებული გეგმების მიხედვით.

კლასის საბჭო

კლასის მართვას ახორციელებს კლასის საბჭო, რომლის შემადგელობაში შედის კლასის მეთაური, მეთაურის მოადგილე, არჩეული კლუბების თავჯდომარეები. კლასს კონსულტაციას უწევს კლასის კურატორი და მშობელთა კომიტეტის თავჯდომარე.
კლასებში არჩეულნი უნდა იქნან:

  • 1. მოსწავლეთა სასწავლო და შემოქმედებითი კლუბის თავჯდომარე.
  • 2. მოსწავლეთა უფლებებისა და მოვალეობის დაცვის კლუბის თავჯდომარე.
  • 3. ლაშქრობისა და ტურიზმის კლუბის თავჯდომარე.
  • 4. კლასის წიგნის მოყვარულთა კლუბის თავჯდომარე.
  • 5. დებატების კლუბის თავჯდომარე.
  • 6. სარედაქციო კოლეგია.

კლასის საბჭო მუშაობს წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის მიხედვით. საკლასო კლუბების მუშაობას კურირებს სასკოლო პარლამენტთან არსებული შესაბამისი კლუბები.

Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp