სამოქმედო გეგმა

უცხოური ენის კათედრის ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მისი წევრი ხელმძღვანელობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით. 2011 – 2012 სასწავლო წლის დასაწყისში დიდი ყურადღება დაეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების განხილვას და ზოგადად სასწავლო გეგმის უკეთ შესწავლას კათედრის წევრების მიერ. ამ საკითხს დაეთმობა კათედრის წევრთა რამდენიმე შეხვედრა.

  • • პირველივე სხდომებზე მოხდება კათედრის გამგის არჩევა და სახელმძღვანელოების არჩევა – დამტკიცება
  • • 2011 – 2012 წ.წ. სამოქმედო გეგმის განხილვა – დამტკიცება
  • • მოხდება შეფასების კრიტერიუმების შერჩევა და მათი ქულობრივი განაწილება
  • • კათედრა შეადგენს სემესტრულ სასკოლო წერების განრიგს და უზრუნველყოფს მათ დროულ მომზადებასა და ჩატარებას
  • • მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გარკვევა და მათზე დახმარების გაწევა
  • • ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კათედრის მუშაობაში წარმოადგენს გამოცდილების ურთიერთგაზიარება. წლის განმავლობაში მოხდება კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება გაკვეთილების შემდგომი ანალიზით
  • • კათედრის წევრები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას სასკოლო, საქალაქო, თუ რესპუბლიკური მასშტაბის კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში
  • • დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პროფესიული განვითარების საკითხს. კათედრის წევრები დაესწრებიან ტრეინინგებს, რომელთა შესახებაც გვექნება ინფორმაცია
  • • კათედრის გამგე აწარმოებს გეგმიური საკონტროლო წერების მონიტორინგს
  • • კათედრის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას კალენდარული გეგმების (სილაბუსების) შედგენაში კლასების მიხედვით
  • • სკოლის მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში
  • • კათედრის მიერ შემოქმედებითი საღამოს მოწყობა
  • • საატესტაციო გამოცდებისათვის მზადება
  • • კათედრის ყველა წევრი აწარმოებს დოკუმენტაციას, საკუთარ პორტფოლიოში შეაქვს ინფორმაცია იმ კლასების შესახებ, სადაც ასწავლის (კლასის დონე, პრობლემები, მნიშვნელოვანი მიღწევები)
  • • კათედრა შეეცდება დაამყაროს კონტაქტები სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, საერთო ღონისძიებების მოსაწყობად
  • • კათედრის სხდომები ჩატარდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – ორჯერ.
Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp