ქულაშეფასების სქემა
1უჭირს წერა-კითხვა, ვერ ფლობს ენობრივ ელემენტებს.
2გაკვეთილში ჩართულობის დონე დაბალია ,ინერტულია და არამოტივირებულია , ვერ ფლობს მარტივ სამეტყველო ლექსიკას,ელემენტარულ დონეზე ვერ აკმაყოფილებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების მოთხოვნებს.
3მასალის ნაწილი ათვისებულია ელემენტარულ დონეზე უჭირს გაგება,შეუძლია ტექსტის გადაწერა,შეცდომით ასრულებს დავალებათა ნაწილს.
4სუსტად იყენებს წერა -კითხვისა და მოსმენის სტრატეგიებს, წერს და კითხულობს შეცდომით.
5უჭირს თარგმნა ,უჭირს გრამატიკული მასალის ათვისება ,ასრულებს საშუალო სირთულის დავალებათა ნაწილს ,სწავლის სტრატეგიებს იყენებს არაეფექტურად ,არ ჰყოფნის ლექსიკური მარაგი.
6დამაკმაყოფილებლად პასუხობს დავალებების მოთხოვნათა ნაწილს ,ასრულებს მარტივ დავალებებს,უჭირს მეტყველება, კითხულობს ტექსტს და შეუძლია აზრის გამოტანა ,უჭირს მოყოლა.
7ასრულებს საშინაო დავალებებს ,შეუძლია დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა , მეტყველებს მარტივი კონსტრუქციების გამოყენებით,იგებს ტექსტში დასმული ინფორმაციის ზოდა ნაწილს ,ერკვევა გრამატიკულ კონსტრუქციებში, მაგრამ უჭირს პრაქტიკულად გამოყენება.
8სისტემატიურად ასრულებს დავალებებს,თარგმნის საშუალო სირთულის ტექსტს,მონაწილეობს ინტერაქციაში ,ავლენს მსჯელობის უნარს.
9სისტემატიურად და სათანადოდ ასრულებს დავალებას , მონაწილეობს სასკოლო პროექტებში ,მეტყველებისას აქვს მცირეოდენი შეცდომები, აქტუალურად მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში ,აქვს ლოგიკური მსჯელობის უნარი.
10სისტემატიურად და მაღალ დონეზე ასრულებს დავალებას , მეტყველებს გამართულად ,წერის სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ,აქვს გაკვეთილში ჩართულობის უნარი,მონაწილეობს პროექტებში , წერა-კითხვა, მოსმენა-ლაპარაკის სტრატეგიებს კარგად იყენებს, არის ორგანიზებული,აქვს პასუხისმგებლობის უნარი.
Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp