ქულაშეფასების სქემა
1
მოსწავლე ესწრება გაკვეთილებს, მაგრამ არასდროს მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.
2ნაწილობრივ ერთვება სასწავლო პროცესში, მაგრამ არ აქვს სასწავლო ნივთები.
3ინდიფერენტულია, უინიციატივო. ფრაგმენტულად ერთვება სასწავლო პროცესში.
4აქვს სუსტი თეორიული ცოდნა, არ ასრულებს დავალებებს.
5სუსტი თეორიული ცოდნა, ასრულებს საშინაო და საკლასო დავალებებს.
6აქვს თეორიული ცოდნა, აქვს ხარვეზები საშინაო და საკლასო დავალებებში, არ აქვს არგუმენტირების უნარი.
7აქვს თეორიული ცოდნა, მსჯელობს არგუმენტირებულად, ასრულებს საშინაო და საკლასო დავალებებს, მაგრამ არასისტემატიურად.
8აქვს თეორიული ცოდნა, სისტემატიურად ასრულებს საშინაო და საკლასო დავალებებს, მსჯელობს არგუმენტირებულად, შეუძლია ინფორმაციის მოძიება, მაგრამ სუსტია განვლილი მასალის ანალიზში.
9აქვს თეორიული ცოდნა, ასრულებს სისტემატიურად საშინაო და საკლასო დავალებებს, აქვს არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი, ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენებსა და ფაქტებს შორის. აქტიურად მონაწილეობს საკლასო დისკუსიებში და პროექტებში. აქვს ხარვეზები ორგანიზებულობის მხრივ.
10აქვს თეორიული ცოდნა, ასრულებს სისტემატიურად საშინაო და საკლასო დავალებებს, აქვს არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი, ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენებსა და ფაქტებს შორის, აქტიურად მონაწილეობს დისკუსიებში და პროექტებში, აქვს ურთიერთთანამშრომლობის უნარი, მონაწილეობს სასკოლო ოლიმპიადებსა და პროექტებში. არ აქვს ხარვეზები ორგანიზებულობის მხრივ.
Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp