სკოლის მისია, ხედვა და სტრატეგია

მისია

შპს ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.

ხედვა

სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს  ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ,  სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად.  ჩვენ  დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული.

 სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს  სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით …

მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული.

სკოლა მიმართულია  თითოეული მოსწავლის  შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.

ჩვენ ვცვლით საქმიანობას ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით!

სკოლის ძირითადი ღირებულებებია:

სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა).

სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • სკოლსი ინსტიტუციური განვითარება;
  • მართივისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია;
  • სკოლის ყველა წარმომადგენლის წარმატება;
  • პროფესიული ზრდა;
  • მუდმივი განვითარება და კარიერული ზრდა;
  • შესაძლებლობების თვითრეალიზება;
  • უსაფრთხო და მოწესრიგებული  გარემო;
  • სასწავლო გარემო;
  • სამუშაო გარემო;
  • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება;
  • შიდა სასკოლო პარტნიორობა;
  • გარე პარტნიორული ურთიერთობები;

სკოლის სტრატეგია

მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია:

სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცებაემსახურება  სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით.

სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით  განხორციელებას.

საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას.

ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება:  ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი  პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას.  ეს უზრუნველყოფს  ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების  განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას.

სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და  თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სატელევიზიო სარეკლამო რგოლები, სარეკლამო ბანერები და სხვა.

მატერიალურტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების  რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი  უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, სილაბუსები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში.  სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ  ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია.

სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება:

მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობარომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები.

სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება  სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა.

მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი პროგრამებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესებაყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ პროგრამებს.

 მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და დამატებითი განათლების უზრუნველყოფასკოლა ზრუნავს მოსწავლეთა არა მარტო აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე, არამედ ხელს უწყობს მოზარდების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას. ამისათვის სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი სპორტული, შემოქმედებითი, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას, სკოლის გარეთ დაგეგმილ საქალაქო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების გარემოში ადაპტაციას და შესაძლებლობების თვითრეალიზებას.

მოსწავლეთადა სკოლის კურსდამთავრებულთა მიღწევების კვლევა და მათი მონაცემთაბაზის შექმნისუზრუნველყოფასასწავლო წლის განმავლობში სკოლის ადმინისტრაციას, საგნის მასწავლებლებს, კლასის დამრიგებელს შეაქვს ინფორმაცია სკოლის  მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, დისციპლინის და სხვა აქტივობების შესახებ კომპიუტერში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სასწავლო წლის ბოლოს ტარდება მოსწავლეთა და სკოლის კურსდამთავრებულთა მიღწევების კვლევა, მზადდება ანგარიში და რეკომენდაციები სასწავლო პროგრამებისა და სასკოლო სასწავლო გეგმის სრულყოფისათვის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მიღწევების გაუმჯობესებას. 

სკოლის კულტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა:

შიდასასკოლო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაძირითადად მიმართულია სკოლის წარმომადგენელთა უფლება-მოვალეობების გააზრებისა და გაცნობიერებისაკენ;  რათა დაუახლოვდეს ერთმანეთს ფორმალური (იურიდიულად დადგენილი წესები) და არაფორმალური (ტრადიციები, ანგარიშვალდებულების სისტემა, მოვალეობები და სხვა) კულტურა, რაც ხელს შეუწყობს სკოლის წარმომადგენლებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომობის ატმოსფეროს გააუმჯობესებას.

გარეპარტნიორული ურთიერთობების განვითარებამიმართულია  სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთერთობების გაძლიერებისკენ. ამ ორგანიზაციებში დაგროვილი წარმატებული გამოცდილების სკოლის სივრცეში დანერგვა/აპრობაცია ხელს შეუწყობს, როგორც სკოლის  დადებითი იმიჯის შექმნასა და ამაღლებას, ასევე სკოლის წარმომადგენელთა მიღწევების გაუმჯობესებას.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა:მისიძირითადი ორიენტირია ფიზიკური და ფსიქო-სოციალური გარემოს სრულყოფა, უსაფრთხოების ნორების  დაცვა (მასწავლებელთა მორიგეობის, ვიდეოკონტროლის, სამედიცინო დახმარების გაწევის, საგანგებო სიტუაციების,   და ხვა .) რაც ხელს შეუწყობს  სკოლაში  დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას და თვითრეალიზებას.

პედაგოგთა შეფასებისა და წახალისების „რეიტინგულ  – დაგროვებითი“ სისტემა

მიზანია:

მასწავლებლის შეფასება, მათი პროფესიული კომპეტენციის ამაღლება,  უწყვეტი პროფესიული განვითარება  და  დაწესებულებაში  შ.პ.ს. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა–აკადემიის  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობის მიზნით ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შექმნა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის ხელშეწყობა.

მასწავლებელთა შეფასების რეიტინგლ დაგროვებითი სისტების ძირითადი პრინციპებია:

}  შეფასების ობიექტურობა,მონიტორინგისამართლიანობა და გამჭვირვალობა;

}  პროფესიულ საჭიროებათა სანდოდ განსაზღვრის აუცილებლობა.

}  შესაძლებლობების მიხედვით შეფასების დიფერენცირებულობა  და არჩევანის თავისუფლება.

}  ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა და მხარდაჭერა.

}  ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება და თავისებურებების მრავალმხრივად შეფასება;