ჩვენს შესახებ

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა აკადემიის

მოკლე ისტორია

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია დაფუძნდა 1993 წლის 1 სექტემბერს. სკოლა პირველ წელს ფუნქციონირებდა თბილისის 174-ე საჯარო სკოლის შენობაში, შემდეგ გადავიდა 151-ე ბაგა-ბაღის შენობაში,
სადაც დაჰყო 1998 წლამდე, 1999 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლა უკვე ფუნქციონირებს საკუთარ კეთილმოწყობილ შენობაში.

სკოლის დამფუძნებელია გამოცდილი დირექტორი, რომან ტიკაძე. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის დირექტორად წლების მანძილზე მუშაობდა ქალბატონი გულნარა თოიძე, ამჟამად სკოლის დირექტორია სკოლის დამფუძნებელი ბატონი რომან ტიკაძე.

სკოლას გააჩნია ძლიერი მატერიალური ბაზა: ბიბლიოთეკა, ინფორმატიკის კაბინეტი, თვალსაჩინო მასალებისა და სასწავლო რესურსების ცენტრი, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი,სასადილო, სამედიცინო კაბინეტი და სხვა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების დონეზეა რეაბილიტირებული.

სკოლა მუშაობს ახალი სტანდარტების შესაბამისად. სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში. სკოლაში ინახება მასწავლებელთა და მოსწავლეთა წარმატების უამრავი დიპლომი,სიგელი და მადლობის წერილი. სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა მაინც ადამიანური რესურსების სწორი განლაგებაა. სკოლას ჰყავს კვალიფიციური მასწავლებლები,რომლებიც გუნდური წესით მუშაობენ და მოსწავლეთა დიდ წარმატებებს განაპირობებენ. სკოლის ოცწლიანი მუშაობის შედეგები ორიოდ წინადადებაში ჩამოყალიბდეს: ოცწლიანი მუშაობის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულთა თითქმის 100-ვე პროცენტი ჩაირიცხა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია მოწოდებულია იმისთვის, რომ გარს შემოიკრიბოს და აღზარდოს ნიჭიერი და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, ვაცნობიერებთ იმასაც ,რომ ნიჭიერ მოსწავლეებს ორჯერ უფრო მეტად ნიჭიერი მასწავლებლები სჭირდებათ, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ,ტოლერანტული თვისებების აღზრდას და სკოლა ეძებს ამ კატეგორიის მასწავლებლებსაც, არ იშურებს ამისათვის მაღალ ხელფასებს, პრემიებს და მატერიალური წახალისების სხვა საშუალებებს.