მათემატიკის კათედრა - შეფასების რუბრიკები
ქულა
შეფასების სქემა
1
საერთოდ ვერ იყენებს ცნებებს,ვერ იგებს დასმულ ამოცანას, გამოთვლები არაადეკვატურია.
2
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს აღნიშვნებს, ვერ პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას.
3
არასრულყოფილად წარმოადგენს მონაცემებს, ამოიცნობს ორი ოდნავ განსხვავებული ფორმიტ წარმოდგენილ, იდენტურ მათემატიკურ ობიექტს.
4
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ აღნიშვნას, პოულობს ამოცანის ამოხსნის რომელიმე გზას, მაგრამ გამოთვლები არასწორია.
5
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებას და აღნიშვნას, იწყებს ამოცანის ამოხსნას, მაგრამ ვერ ასრულებს მას.
6
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებების და აღნიშვნების უმეტესობას, პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას ,მაგრამ ხარვეზებით.
7
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებების უმეტესობას, პოულობს ამოცანის ამოხსნის გზებს, მიყვება მას, თუმცა ხარვეზებით.
8
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თითქმის ყველა ცნებას, პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, გამოთვლები ძირითადად სწორია,აღწერს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებს შორის.
9
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, აღნიშვნას, პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ პროცედურებს შორის.
10
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, დებულებას და აღნიშვნას, ირჩევს მონაცემთა ორგანიზებისა და წარმოდგენის ოპტიმალურ ფორმას. პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, აღწერს და იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებს შორის .გამოთვლები სწორია. არის შემოქმედებითი ადამიანი.