ღონისძიებები

news

საგაზაფხულო ზეიმი

2019.7.მარტი

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის საგაზაფხულო ზეიმი I-1,I-2,II-1, II-2,III-1,III-2,IV-1,IV-2 კლასებში.

news

ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება - „სიყვარულით სათქმელი“

2019.5.მარტი

2019 წლის 5 მარტს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება - „სიყვარულით სათქმელი“ (სცენარის ავტორი და ხელმძღვანელი პედაგოგი - ლორიტა შონია) VII-XII კლასის მოსწავლეებმა სკოლას გაზაფხულის შემობრძანება მოულოცეს და მოხიბლეს მაყურებელი მხატვრული კითხვის, კლასიკოს მწერალთა უკვდავი ნაწარმოებებიდან ეპიზოდების გაცოცხლებით.

news

შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებთან

2019.29.იანვარი

ა/წლის 29 იანვარს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკდემიაში მოეწყო საზეიმო შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებთან, კერძოდ პედაგოგთა კავშირის თავჯდომარესთან ბატონ გარი ჩაფიძესთან და ამავე კავშირის იურიდიული სამსახურის უფროსთან ბატონ ზ. ქსოვრელთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები. შეხვედრა გაიმართა საზეიმო ვითარებაში. მოსწავლეებმა სტუმრებს ჩაუტარეს კონცერტი.

news

საახალწლო ღონისძიება

2018.28.დეკემბერი

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის საახალწლო ზეიმი V-1,V-2,VI,VII,VIII,IX,X,XI კლასებში.

news

2018-2019 სასწ.წლის საახალწლო ზეიმი

2018.26.დეკემბერი

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის საახალწლო ზეიმი I-1,I-2,II-1, II-2,III-1,III-2,IV-1,IV-2 კლასებში.

news

მხიარული სტარტები - მოსწავლე და მასწავლებელი

2018.21.დეკემბერი

ა/წლის 21 დეკემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის VII კლასში ჩატარდა მხიარული სტარტები - მოსწავლე და მასწავლებელი. სპორტულ აქტივობაში გამარჯვებული მოსწავლეები პასუხს სცემდნენ საგნის მასწავლებელთა მიერ წინასწარ მომზადებულ კითხვებს განვლილი მასალიდან. მხიარულმა სტარტებმა ჩაიარა ხალისიანად. მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო სპორტული მზაობა.

news

შეხვედრა თორნიკე ნაროზაულთან

2018.18.დეკემბერი

2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიას, ახალგაზრდა შემოქმედი თორრნიკე ნაროზაული სტუმრობდა. ეს დღე, როგორც თავად პოეტმა აღნიშნა, ნამდვილად ჰგავდა სულის ზეიმს. მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო წარმოადგინეს თეატრალური და მუსიკალური ელემენტებით გაფორმებული. ამ შეხვედრამ ყველა დაგვარწმუნა, რომ გაჰყვება საუკუნეებს თორრნიკეს პოეზია, როგორც ანკარა და გემოწმინდა წყარო.

news

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის 25 წლის იუბილე

2018.26.ნოემბერი

ა/წლის 22 ნოემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 25 წლის იუბილე. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მოსწავლეები, სკოლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები,სკოლის დირექტორები და იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის თავჯდომარე ბატონი გარი ჩაფიძე. საღამომ ჩაიარა თბილ და საქმიან გარემოში..

news

2018-2019 სასწ.წლის შემოდგომის ზეიმი

2018.23.ნოემბერი

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის შემოდგომის ზეიმი I-1,I-2,II-1, II-2,III-1,III-2,IV-1,IV-2 კლასებში.

news

საქველმოქმედო ღონისძიება

2018.6.ივნისი

2018 წლის 6 ივნისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებლებთან შეხვედრა.ფონდის თავჯდომარე ქალბატონი თინათინ ჩხვიმიანი მოუყვა ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქველმოქმედო საქმიანობის,მათი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.სკოლის დირექტორმა რ.ტიკაძემ ფონდის თავჯდომარეს გადასცა მოსწავლეთა მიერ საქველმოქმედო მიზნით შეგროვებული თანხა 1105 ლარისა და სკოლის მიერ ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული 500 ლარის ქვითრები.

news

მოდელირებული ღონისძიება- განგაში „მიწისძვრაა"

2018.16.მაისი

ა/წლის 16 მაისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა სამოქალაქო თავდაცვის მოდელირებული ღონისძიება- განგაში „მიწისძვრაა“ . განგაში გამოცხადდა 12 სთ-ზე. 1 წუთსა და 30 წამში დაცლილი იქნა სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია.

ელექტრონული ჟურნალი


jurnali






გამოკითხვა

gamokitxva

როგორ შეაფასებდით სწავლების ინკლუზიურ განათლების მეთოდებს, რომლებიც ჩვენს სკოლაში არის დანერგილი?











ხმის მიცემა შედეგები