1.მზრუნველთა საბჭო

სკოლაში ფუნქციონირებს მშობელთა თვითმმართველობის ორგანო – მზრუნველთა საბჭო.

  • 1.1. მზრუნველთა საბჭო არის მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის პროცესის სრულყოფისა და მისთვის მატერიალური ბაზის გაუმჯობესებით დაინტერესებულ მშობელთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ნებაყოფლობითი ორგანიზაცია ,რომელიც მოქმედებს თვითმმართველობისა და სამეურნეო ანგარიშის პრინციპით.
  • 1.2. მზრუნველთა საბჭო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და მუშაობას წარმართავს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
  • 1.3. მზრუნველთა საბჭო ახორციელებს სამეურნეო და საქველმოქმედო საქმიანობას, რისთვისაც ამყარებს ურთიერთობებს სხვადასხვა ფირმებთან, დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან ,რომლებიც მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევენ სკოლას.

მზრუნველთა საბჭოს ამოცანები და მუშაობის ფორმები

  • 2.1.მზრუნველთა საბჭოს ამოცანები:იზრუნოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის პროცესის სრულყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის.
  • 2.2.მატერიალურად დაეხმაროს ობლებს ,ხელმოკლე ოჯახების შვილებსა და ლტოლვილებს .
  • 2.3.დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს თავისუფალი დროის გონივრულად და მიზანმიმართულად ორგანიზებაში .

მზრუნველთა საბჭო თავის საქმიანობას აგებს შემდეგ ძირითად პრინციპებზე :

  • 3.1. ფინანსური რესურსების შევსების მიზნით აწყობს მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი კოლექტივების ფასიან საქველმოქმედო კონცერტებს,სპექტაკლებს,გამოფენებს,ხელმარჯვეთა წრეებსა და სახელოსნოებში დამზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვას.
  • 3.2.მშობელთა შორის ეწევა ახსნა-განმარტებით მუშაობას მათი პროფესიული ცოდნისა და შესაძლებლობების სკოლის სასარგებლოდ გამოსაყენებლად .
  • 3.3. წარჩინებული სწავლის ,სამაგალითო ყოფაქცევისა და საზოგადოებრივ მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის აწესებს ჯილდოებს მოსწავლეთათვის .

მზრუნველთა საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი

  • 4.1.სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წლის დასაწყისში (სექტემბერი) მშობელთა აქტივისა და საზოგადოების წარმომადგენელისათვის ღია კენჭისყრით ირჩევს მზრუნველთა საბჭოს ერთი წლის ვადით.
  • 4.2. მზრუნველთა საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს. საბჭოს თავმჯდომარე შედის სკოლის პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში .
  • 4.3.მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანების მიღება-გახარჯვა.სასწავლო დაწესებულებაში ხორციელდება მზრუნველთა საბჭოს მეშვეობით,მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp