სასკოლო სასწავლო გეგმის სარჩევი

მუხლი 1. სკოლის მისია3 გვ.
მუხლი2. სწავლისა და სწავლების ძირითადი პრინციპები და მეთოდური ორიენტირები3 გვ.
2.1 სწავლება/სწავლის ძირითადი პრინციპები და მიდგომები3 გვ.
2.2 სწავლება/წავლის ძირითადი ორიენტირები3 გვ.
2.3 სკოლის მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით4 გვ.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება8 გვ.
3.1 სასწავლო კალენდარი, დღის რეჟიმი და მოსწავლეთა რაოდენობა8 გვ.
3.2 საათობრივი ბადე10 გვ.
3.3 მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა კლასების მიხედვით12 გვ.
3.4 კლასის კურატორების გადანაწილება კლასების მიხედვით15 გვ.
მუხლი 4. საგნობრივი კათედრები16 გვ.
მუხლი 5. კლასის კურატორის საქმიანობის მიზნები და ამოცანები17 გვ.
მუხლი 6. სასწავლო მასალები და გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით19 გვ.
მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება27 გვ.
მუხლი 8. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესი31 გვ.
8.1 მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები31 გვ.
8.2 შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა და  აღდგენის პროცედურები35 გვ.
8.3  საგნის სემესტრული, წლიური და  საფეხურის  ნიშნის გამოყვა         36 გვ.
8.4. კლასისდა საფეხურის დაძლევა36 გვ.
8.5. გამოცდის ტიპები37 გვ.
8.6 მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება38 გვ.
8.7 გაცდენები38 გვ.
8.8 შეფასების გამჭვირვალობა39 გვ.
მუხლი 9. ინკუზიური განათლება39 გვ.
მუხლი 10. სასკოლო სასწავლო გეგმის მონიტორინგისა და განვითარების აღწერა.41 გვ.

მუხლი1.  სკოლის მისია

შპს  თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.

მუხლი 2.   სწავლისა და სწავლების ძირითადი პრინციპები და  მეთოდური ორიენტირები

2.1 სწავლება/სწავლის ძირითადი პრინციპები და მიდგომები

  • საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი
  • გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები
  • შედეგზე ორიენტირება გულისხმობს  მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არამხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას
  • ფუნდამენტალური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.
  • მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი უსაფრთხო გარემოს ორგანიზება

2.2 სწავლება-სწავლის ძირითადი ორიენტირები

სასწავლო პროცესში გამოიყენება “კითხვა და წერა კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის” პროგრამა. პროგრამები აგებულია კონტრუქტივისტული მიდგომისა და თანამშრომლობითი სწავლების მიდგომებზე  რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში აზროვნების, ფიქრის, განსჯის, მეტყველების კულტურის და  ორატორული უნარების განვითარებას. საგაკვეთილო სტრუქტურა დამყარებულია სამფაზიანი გაკვეთილის მოდელზე: 

ეტაპიმოტივაცია, ხდება შესასწავლი თემის გაცნობა და პიროვნული ცოდნის  გააქტიურება.   შეგროვება;

II ეტაპიშინაარსისრეალიზება, ახალი ინფორმაციის მიწოდება,

III ეტაპი _ რეფლექსია, ახალი მასალის გააზრება და სიღრმისეული გაგება, გაანალიზება.

სკოლაში ყველა მასწავლებელი ფლობს გააზრებულად კითხვის სტრატეგიებსა და ეფექტურ მეთოდებს, კრიტიკული აზროვნების განვითარების პროგრამას, კარგად იცნობენ  მრავალმხრივი ინტელექტების თეორიას და შეუძლიათ მათი გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად.  მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სწავლება-სწავლის პროცესში, კითხულობენ ტექსტებს, გამოთქვამენ განსხვავებულ შეხედულებებს, მსჯელობენ, მართავენ დისკუსიებს, გამოაქვთ დასკვნები. ისინი ჩართულნი არიან ინდივიდუალურ, წყვილურ, ჯგუფურ საქმიანობებში. მოსწავლეები ეხმარებიან ერთმანეთს სწავლასთან არსებული პრობლემების მოგვარებაში, ისინი იზიარებენ და პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს. საუბრის დროს იცავენ ეთიკურ ნორმებს. მასწავლებლები ხელს უწყობენ მოსწავლეებს თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები, წაახალისებენ მათში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

მასწავლებლები ეფექტურად იყენებენ საკლასო სივრცეს დისკუსიების, ლიტერატურული წრეების, დებატების და სხვა საქმიანობების მოსაწყობად. საკლასო ოთახში და დერეფნებში ეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები.

თითოეული ეტაპისათვის განკუთვნილია შესაბამისი სავარჯიშოების კომპლექტი სწავლების მეთოდები _ თამაშები, აქტიური სავარჯიშოები (კეთებით სწავლება), ურთიერთსწავლება.

სკოლაში  დიდი ყურადღება ექცევა საგანთა ინტეგრირებას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ  სხვადასხვა საგნში მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანა და გამოყენება განსხვავებულ სიტუაციაში. ამისათვის, სკოლაში შემუშავებული და დანერგილია ისეთი სასწავლო პროგრამები და პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ საგანთა ინტეგრირებას.

2.3 სკოლის მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით   

სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს თორმეტწლიან სწავლებას. 

სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

ა) დაწყებითი – I-VI კლასები;

ბ) საბაზო – VII-IX  კლასები;

გ) საშუალო – X-XII კლასები.

დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.“

დაწყებითი საფეხურის ძირითადი მიზნები  და ამოცანები:

დაწყებითმა განათლებამ მოზარდს უნდა განუვითაროს წიგნიერების (კითხვის, წერის, მეტყველების, მოსმენის უნარ-ჩვევები) და რაოდენობრივ წიგნიერება (მათემატიკური აზროვნება, არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი).

მოსწავლეს შეუძლია:

კითხვა – კითხვის ძირითადი სტრატეგიების გამოყენება, ტექსტების შერჩევის უნარი, სასურველი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ინფორმაციის დახარისხება, ტექსტში არსებული ლოგიკური კავშირების დადგენა, ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და წაკითხულის შესახებ ვარაუდების გამოთქმა.

წერა – საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვა, საკუთარი მოსაზრებების ლოგიკურად და არგუმენტირებულად წერილობით გადმოცემა.

მოსმენა და მეტყველება – სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოსმენა და გადმოცემა,  აზრის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადმოცემა, საკუთარი მოსაზრებების, ვაურაუდების გამოთქმა, საუბრისას ეთიკური ნორმების დაცვა, შესაბამისი ტერმინოლოგიის სათანადო კონტექსტში გამოყენება.

რიცხვის არსის გააზრება, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვა, რიცხვებს შორის მიმართებების გაგება, რაოდენობათა შედარება. არითმეტიკული ოპერაციების შესრულება

 დამოკიდებულებები:

  • საკუთარი უფლებებისა     და მოვალეობების გაცნობიერება,  ოჯახური ტრადიციებისადმი ერთგულება;
  • ეროვნული/ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების (მეგობრობა, ერთგულება, ქალისადმი პატივისცემა, ვაჟკაცობა და ა. შ.) გაცნობა და გააზრება. ამ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარება;
  • სხვისი აზრის პატივისცემა, მეგობრების დახმარება და თანადგომა;
  • საკუთარი მოსაზრებების/დამოკიდებულებების თავისუფლად დაფიქსირება;
  • მიკრო ბუნებრივ გარემოზე (სკოლა, სახლი, ეზო, საკლასო ოთახი და სხვა) ზრუნვა და მისი დაცვა;
  • სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • საკლასო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა;
  • სასკოლო წესების პატივისცემა და დაცვა;

ამ მიზნების მისაღწევად სკოლა უზრუნველყოფს:

შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;  

ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   საბაზო საფეხურზე  დასჭირდება.

საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნები და  ამოცანებია:

ამ საფეხურის ძირითადი დანიშნულებააკრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირება;

მოსწავლეს შეუძლია:

  • წესების, ფორმულების, თეორიებისა და კონცებციების ახალ სიტუაციაში გამოყენება;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენება;
  • კრიტიკული ანალიზი – ფაქტებსა და შედეგებს შორის პარალელების გავლება, ფაქტებისა და არგუმენტების დაკავშირება და დასკვნების გამოტანა;
  • არსში წვდომა – კვლევის ზოგიერთი მეთოდის, სამეცნიერო და სხვა სახის ტექსტების დამუშავება, მონაცემთა შეგროვება და კატეგორიზება და მათი წარდგენა გრაფიკების დიაგრამებისა და პლაკატების სახით;
  • დისკუსიისა და კამათის დროს სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდების  მიზნის შესაბამისად გამოყენება;
  • პეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
  • პრობლემის გამოვლენა,  მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მის მოსაგვარებლად ეფექტური გადაწყვეტილების მიღება

დამოკიდებულებები:

  • საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისადმი ერთგულება და პასუხისმგებლობა;
  • საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება;
  • ქვეყნის ეროვნული/ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გაცნობა და გააზრება. ამ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარება;
  • კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა;
  • სხვისი აზრის პატივისცემა და თანამშრომლობა ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
  • ინტერესი მეცნიერული კვლევებისა და სიახლეების მიმართ;
  • საკუთარი მოსაზრებების/დამოკიდებულებების თავისუფლად დაფიქსირება;  
  • ქვეყნის ბუნებრივი გარემო პირობების(სკოლა, სახლი, ეზო, საკლასო ოთახი და სხვა) ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა და დაცვა.
  • საკუთარი ქმედებების თვითშეფასება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება;

ამ მიზნების მისაღწევად სკოლა უზრუნველყოფს:

დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; 

შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ამ საფეხურზე, მოსწავლეებს უვითარდებათ საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანი გამოყენების უნარი.  რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური თვითრეალიზება და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.

მოსწავლეს შეუძლია:

  • დამოუკიდებლად აზრის ფორმულირება, პრობლემის გამოვლენა და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გამოყენება;
  • სხვადასხვა ტიპის (კვლევითი, ლიტერატურული, მეცნიერული და სხვა) ნაშრომების შექმნა;
  • სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის საფუძველზე ინტერესების შესაბამისი  ინტეგრირებული პროექტების შემუშავება და განხორციელება;
  • სხვადასხვა სახის ტექსტების დამუშავება (ანალიზი, სინთეზის, შეფასება, ჰიპოთეზების გამოთქმა და დასკვნების გამოტანა), ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაყრდნობით საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და არგუმენტირებული მსჯელობა;
  • მონაცემთა შეგროვება, კატეგორიზება და მათი წარდგენა (გრაფიკების, დიაგრამებისა და პლაკატების დამუშავება, მონაცემთა ბაზის შექმნა) საინფორმაციო ტექნოლიგიების გამოყენებით;

დამოკიდებულებები:

  • საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
  • გარემოს დაცვა და შენარჩუნება;
  • შემწყნარებლობა, კანონმორჩილება და სამართლიაობა;
  • საკუთარი და სხვათა კულტურის პატივისცემა;
  • საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების ობიექტური შეფასება.

ამ მიზნების მისაღწევად სკოლა უზრუნველყოფს:

შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

აღნიშნული შინაარსი, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გაწერილია საგნობრივ  და სააღმზრდელო პროგრამებში

Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp