შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია

უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

  1. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად და ადგენს შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის (შემდგომში – სკოლა) სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებს;
  2. უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის წესის მიზანია:

ა. ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

ბ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

გ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;

დ. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;

ე. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.

მუხლი 2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმები

  1. სკოლა, ვალდებულია შექმნას მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
  2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის სკოლა ვალდებულია:
    1. განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები;
    1. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისას  უზრუნველყოს  შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  3. სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს სამივე საფეხურზე: დაწყებითი, საბაზო, საშუალო;
  4. სკოლის შენობის დაცვას უზრუნველყოფენ  დარაჯები (შემდგომში უფლებამოსილი პირი)
  5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი  წესრიგისა და დისციპლინის  დაცვაზე პასუხისმგებელი პირები არიან სკოლის დირექცია და დარაჯები(შემდგომში უფლებამოსილი პირი)
  6. უსაფრთხოებისა   და   საზოგადოებრივი   წესრიგის   დაცვის   უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში განთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო   ინვენტარი   და ევაკუაციის გეგმა ყველა სართულზე;

თავი II. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები

მუხლი 3. ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

  1. ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა ვალდებულია სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს:

ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი – 112 (შემდგომში – 112);

ბ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნომერი – 2 200 220;

გ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე სკოლის დირექტორ(ებ)ის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის – დარაჯის მობილური ტელეფონის ნომერი -557 158 421;

დ. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი – 598 08 30 06 (1481).

  • სასწავლო წლის დასაწყისში მშობელთა კრებებზე დირექცია მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მიაწოდებს  ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე ანონიმური ყუთისა და მისი დანიშნულების შესახებ.

მუხლი 4. მოსწავლეთა უფლებბისა და წესების გაცნობა

1.   უფლებამოსილი   პირი/სკოლის   დირექციის  წარმომადგენელნი   სასწავლო   წლის განმავლობაში მოსწავლეებს აცნობენ სკოლის საგანგებო სიტუაცებზე რეაგირების გეგმას, უფლებებსა და წესებს;

2.  მოსწავლეებისათვის  მოსწავლის  უფლებებისა  და  წესების  გაცნობა  შესაძლებელია განხორციელდეს მისი ვიზუალიზაციით,  სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით და სხვა ღონისძიების ორგანიზების სახით.

მუხლი 5. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასება

1. სკოლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები

2. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების კითხვარი (შემდგომში – შეფასების კითხვარი) უნდა იძლეოდეს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მისი შემვსები პირის მიერ პრობლემის გადაწყვეტის გზების შეთავაზებისშესაძლებლობას.

3. შეფასების კითხვარს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

4. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასება ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ და უნდა დასრულდეს ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

5. მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ შეფასების კითხვარის შევსებას უზრუნველყოფენ კლასის დამრიგებლები, ხოლო მასწავლებლების მიერ შეფასების კითხვარის შევსებას უზრუნველყოფს სკოლის დირექცია.

6. შეფასების კითხვარის წერილობითი ფორმით შევსების შემთხვევაში, თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ შევსებულ შეფასებისკითხვარებში ასახული ინფორმაციის განზოგადებას სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა

და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იდენტიფიცირებული პრობლემების მიხედვით, მათ დაჯგუფებას შემვსები პირების სტატუსის გათვალისწინებით (მოსწავლეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები) და განზოგადებული ინფორმაციის მიწოდებას სკოლის დირექციისათვის ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 23 კალენდარული დღით ადრე.

7. შეფასების კითხვარის წერილობითი ფორმით შევსების შემთხვევაში, სკოლის დირექცია უზრუნველყოფს მასწავლებლების მიერ შევსებული შეფასების კითხვარების განზოგადებას სკოლის ტერიტორიაზე სასკოლოდროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იდენტიფიცირებული პრობლემების

მიხედვით, ასევე სხვადასხვა კლასის დამრიგებლების მიერ მიწოდებული განზოგადებული ინფორმაციის დაჯგუფებას შემვსები პირების სტატუსის და სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იდენტიფიცირებული პრობლემების მიხედვით ზაფხულის

არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული განზოგადებისას დაუშვებელია სკოლის ადმინისტრაციის მიერ რომელიმე პრობლემის უგულებელყოფა.

9. შეფასების კითხვარის ელექტრონული ფორმით შევსების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული განზოგადება ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

10. სკოლის დირექცია ამ მუხლის მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მასწავლებლების, მოსწავლეების, კანონიერი წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და მათ მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ ერთიანი ანგარიშის მომზადებასა და მის წარდგენას სკოლის დამფუნებელთა საბჭოსთვის ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე.

მუხლი 6. ძალადობის რისკების შეფასება სკოლაში

1. ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის განმეორების საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ განახორციელოს ძალადობის რისკების შეფასება მოსწავლეებში და მასწავლებლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ანონიმურობა.

3. მოსწავლეებში ძალადობის რისკების შეფასება არის სკოლის მიერ ძალადობის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი.

მუხლი 7. ფსიქოლოგიური დახმარების მიღება

1.  მოსწავლეებს,  მათ  კანონიერ  წარმომადგენლებს,  აგრეთვე  სკოლის  დირექციის  წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ სკოლის ფსიქოლოგთან;

2.  ფსიქოლოგიური  დახმარების  ფარგლებში  ფსიქოლოგი  მოსწავლეს,   სკოლის  დირექციის  წარმომადგენელსა  და  მასწავლებელს  უწევს  კონსულტაციას პრობლემების  შესაძლო  გადაჭრის  გზებთან  დაკავშირებით,  ამასთან  იმ  შემთხვევაში,  თუ  აუცილებელია პრობლემის     გადაჭრის     მიზნით     ფსიქოლოგიური     მომსახურების     მიღება,     უწევს     კონსულტაციას ფსიქოლოგიური    მომსახურების    მიღების    გზებთან   დაკავშირებით   და   უხსნის   აღნიშნული   სერვისის მნიშვნელობას.

მუხლი 8. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები

  1. სკოლა  ვალდებულია  სასწავლო  წლის  განმავლობაში  სულ  მცირე  ერთხელ  აწარმოოს  მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია:

ა. ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;

ბ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

გ. ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;

დ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

  • მოსწავლეებისათვის  საგანმანათლებლო-საინფორმაციო  კამპანია სკოლამ  შეიძლება  აწარმოოს  ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე:

ა. დისკუსიების/დებატების მოწყობით;

ბ. საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვით;

გ. საკლასო/სასკოლო ნახატების კონკურსის გამართვით;

დ. სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით;

ე. საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენების გამართვით;

ვ. ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებით;

ზ. როლური თამაშების გამართვით;

თ. სხვადასხვა ხასიათის კვირეულების მოწყობით (მაგ: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული);

ი. მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;

კ. უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური    მუშაობის მიმართულების   ბაკალავრიატის    დამამთავრებელი   კურსის   სტუდენტების   ან/და   მაგისტრანტებისა   და მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;

ლ. შესაბამის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით და სხვა;

  • სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ აწარმოოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო     ხასიათის     ღონისძიებები    ისეთ    საკითხებზე, როგორიცაა:

ა. მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში;

ბ. შვილთან ეფექტური კომუნიკაცია;

გ. ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

დ. ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

ე. ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

ვ. ჯანსაღი ცხოვრების წესი;

ზ. სხვა   საკითხები,   რომლებიც   უზრუნველყოფს   კანონიერი   წარმომადგენლის   ჩართულობის  ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.

მუხლი 9. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებები და ვალბებულებები

  1. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს და უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში უფლებამოსილი პირის/პირების და სკოლის სტრუქტურული ერთეულების,  კოორდინირებულ მუშაობას;
  2. სკოლის დირექტორი:

ა.  განიხილავს  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  უსაფრთხოებისა  და  საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეაგირებისათვის;

ბ. უფლებამოსილია მოისმინოს და შეიმუშაოს  ინიციატივები სკოლის ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  უსაფრთხოებისა  და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან     დაკავშირებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

გ. დაგეგმოს შეხვედრები მოსწავლეთა/კანონიერ წარმომადგენელთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მოთხოვნით ამ „წესიდან“ გამომდინარე.

თავი III. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები

მუხლი 10. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა

  1. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს:

ა) საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.);

ბ)  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობისათვის  რისკის  შემცველი  (ფართო  გავრცელების  პოტენციალის  მქონე) გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში (შემდგომში – გადამდები დაავადების შემთხვევა).

გ) სუიციდური აზრი, სუიციდის მცდელობა, სუიციდი;

დ) თვითდაზიანება;

ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა ან სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება;

ვ) მოსწავლის მიერ   საქართველოს  კანონმდებლობით  აკრძალული  ნივთის,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  იარაღის ქონა, ასევე იმ  საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის   ჩადენის კვალი  ატყვია,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის   ქონა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/ სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად;

ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი    ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანა,  რეალიზაცია,  მოხმარება  სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

თ)  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და დაგვიანება  საპატიო  მიზეზის  გარეშე,  იმ შემთხვევაში,     როდესაც     აღნიშნულის     შესახებ     მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენელი    არ    არის ინფორმირებული, ასევე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე;

ი) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;

კ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი   საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსითა   და საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსით    გათვალისწინებული    ნებისმიერი სამართალდარღვევა;

ლ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;

მ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

ნ) მოსწავლის დესტრუქციული ქცევა;

ო) მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღება, ფულის შეგროვება,   ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერ ფორმით გამორთმევა;

პ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა;

ჟ) სხვა გარემოება ან/და ქმედება, რომელმაც შეიძლება  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და    ჯანმრთელობას ან/და    ქონებას, სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

მუხლი 11.  საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

  1. საგანგებო   სიტუაციების   დროს   უფლებამოსილი   პირი   ან/და   სკოლის   დირექციის წარმომადგენელი რეკავს განგაშის ზარს და საფრთხის შესახებ ატყობინებს შენობაში მყოფ ყველა პირს.
  2.  განგაშის ზარის დარეკვისთანავე სავალდებულოა სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
  3. უფლებამოსილმა პირმა/სკოლის  დირექციის წარმომადგენელმა უნდა  უზრუნველყოს სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკის აღკვეთა.
  4. უფლებამოსილი   პირი/სკოლის   დირექციის   წარმომადგენელი   უკავშირდება   „112“-ს, აცნობებს  საგანგებო სიტუაციის  თავისებურებებს,  საგანგებო  სიტუაციის  წარმოქმნის  მიზეზს,  სავარაუდო მასშტაბებს, არსებულ ვითარებას.
  5. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი უზრუნველყოფენ სკოლის შენობაში მყოფი პირების განთავსებას უსაფრთხო ადგილას.
  6.  კლასის დამრიგებელი აღრიცხავს თავისი კლასის მოსწავლეებს, ადგენს და აღრიცხავს დაკარგული ადამიანების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის პირებს, ასევე, უზრუნველყოფს მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   ინფორმირებას;
  7. სკოლის დირექტორი   ვალდებულია საგანგებო სიტუაციების   შესახებ   დაუყოვნებლივ შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოებს.
  8. საგანგებო სიტუაციის დროს, სიტუაციის გათვალისწინებით, რეკომენდებულია:
    1. გაზის, ელექტროხელსაწყოების, წყალსადენი ქსელის გათიშვა;
    1. შენობაში არსებული დოკუმენტაციის, კომპიუტერული ტექნიკის,  ლაბორატორიული მოწყობილობების, ნივთების და ინვენტარის შეძლებისდაგვარად განთავსება შენობის უსაფრთხო ნაწილში.
  9. გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრირაციული სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
  10. მითითებული დარღვევების არსებობისას საჭიროებისამებრ საქმეში ჩაერთოს ფსიქოლოგი.

მუხლი    12.    უსაფრთხოებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის    დაცვის    მიზნით    განსახორციელებელი ღონისძიებები     საზოგადოებრივი     ჯანმრთელობისათვის     რისკის     შემცველი    გადამდები     დაავადების შემთხვევის დროს

  1. სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ექიმი/ექთანი/უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  2.  ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული   შეტყობინების   შემდგომ,   სკოლაში   გადამდები დაავადებების  შემთხვევის  გამომვლენი  სკოლის  ექიმი/ექთანი/უფლებამოსილი  პირი  დაუყოვნებლივ აცნობებენ სკოლის დირექციას.
  3. სკოლის      ექიმი/ექთანი/სკოლის      დირექტორ(ებ)ი/სკოლის      დირექციის      წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებაზე საეჭვო ყველა პირის (ბავშვი/თანამშრომელი) იზოლირებას სხვა პირებისგან.
  4. სკოლის დირექტორ(ებ)ი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი     უზრუნველყოფს დაავადებულთან   კონტაქტირებული   პირების   იდენტიფიცირებას   და  მათ  იზოლირებას  ამ  მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა და სხვა პირებისაგან.
  5. სკოლის ექიმი/ექთანი/უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირებზე დაკვირვებას/მეთვალყურეობას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
  6. სკოლის ექიმი/ექთანი/უფლებამოსილი პირი  უზრუნველყოფს სასწრაფო     დახმარების     ბრიგადის     ინფორმირებას შემთხვევასთან    დაკავშირებული   ყველა   ნიუანსის   ხაზგასმით   (მაგ,   ნიშნები,   ზუსტი   დრო,   ადგილი, გატარებული ღონისძიებები და ა.შ.) და, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს მათ მითითებებს.
  7. სკოლის  დირექცია მომხდარის  შესახებ  ატყობინებს  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს/დაავადებულის  ოჯახს და აწვდის  მოსწავლის/პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
  8. სკოლის დირექტორ(ებ)ი აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს.
  9.  სკოლის  ექიმი/ექთანი ვალდებულია  უზრუნველყოს ინფორმაციის    მიწოდება   საზოგადოებრივი   ჯანდაცვის   მუნიციპალური   სამსახურისთვის   „სამედიცინო სტატისტიკური    ინფორმაციის    წარმოებისა    და    მიწოდების    წესის    შესახებ“    საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის № 01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.
  10.  სკოლის ექიმი/ექთანი უზრუნველყოფს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების  გატარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე.
  11. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით   იღებს მინისტრი, სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
  12. მითითებული დარღვევის არსებობისას საჭიროებისამებრ საქმეში ჩაერთოს სკოლის ფსიქოლოგი.

მუხლი 13. სუიციდური აზრი

1.  ნებისმიერი პირი,  რომელსაც  აქვს  ინფორმაცია  მოსწავლის  სუიციდური  აზრის  შესახებ, ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას/კლასის დამრიგებელს.

2.    ინფორმაციის    მიღებისთანავე,   სკოლის    დირექცია/კლასის დამრიგებელი  ესაუბრება მოსწავლეს.

3.   მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   ან   ფსიქოლოგის   სკოლაში   გამოცხადებამდე   დაუშვებელია მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ.

4.   მოსწავლის   სუიციდური   აზრის   შესახებ   ინფორმაცია  არის  კონფიდენციალური  და  მისი  გამჟღავნება დასაშვებია   მხოლოდ   სკოლის   დირექციის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.

5. სკოლის  დირექცია  ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

6. მითითებული დარღვევის არსებობისას საჭიროებისამებრ საქმეში ჩაერთოს სკოლის ფსიქოლოგი.

მუხლი 14. სუიციდის მცდელობა

1. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე ყველა პირი ვალდებულია შეეცადოს, შეაჩეროს სუიციდის მცდელობა.

2. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე   პირი/უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ  უკავშირდება  „112“-ს,  ხოლო  შემდგომ  ვალდებულია  აღნიშნულის  შესახებ აცნობოს უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას/დამრიგებელს.

3.  დაუშვებელია  სუიციდის  მცდელობის  შემსწრე  პირის  მიერ  სუიციდის  მცდელობის  მქონე  მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ უფლებამოსილი პირის/სკოლის დირექციის წარმომადგენლის მოსვლამდე.

4. ექიმი/ექთანი/ფსიქოლოგი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადნენ    შემთხვევის ადგილას და უზრუნველყონ მოსწავლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

5.  უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია     უზრუნველყოფს     თვითმხილვევლი მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას,  დამშვიდებასა  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.

6. დაუშვებელია სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის უმეთვალყურეოდ   დატოვება,   კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის მოსვლამდე.

7. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/დამრიგებელი მომხდარის შესახებ  უზრუნველყოფს ინფორმაციის  მიწოდებას სუიციდის  მცდელობის მქონე მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენლისთვის.

8.  უფლებამოსილი  პირი/სკოლის  დირექცია  უფლებამოსილია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა,   რომელიც   ცალ-ცალკე   ესაუბრება   სუიციდის მცდელობის    მქონე    მოსწავლეს,    კანონიერ     წარმომადგენელს    და    თვითმხილველ    მოსწავლეებს    და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

9. დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე დაღუპული მოსწავლის მუდმივი გასახსენებელი ადგილის მოწყობა და რაიმე სახის სამგლოვიარო რიტუალის ჩატარება (პანაშვიდი, გასვენება და ა.შ.).

მუხლი 15. სუიციდი

1.  სკოლაში  სუიციდის  შემთხვევაში,  სუიციდის  ფაქტის  შემსწრე  პირი  ვალდებულია  აღნიშნულის  შესახებ დაუყოვნებლივ     შეატყობინოს    „112“-ს,    ხოლო     შემდგომ    უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას.

2. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/დარიგებელი უზრუნველყოფს     თვითმხილვევლი მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას,  დამშვიდებასა  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.

3. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილის დაცვას, გადაკეტვას.

4. უფლებამოსილი      პირი/სკოლის      დირექცია      სუიციდის      შესახებ      ატყობინებს გარდაცვლილის   ოჯახის   წევრებს/კანონიერ   წარმომადგენლს   მხოლოდ   პოლიციის  მიერ  გარდაცვლილის იდენტიფიცირების შემდეგ.

5.  უფლებამოსილი  პირი/სკოლის  დირექცია  ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება გარდაცვლილის ოჯახის    წევრებს,    სუიციდის    თვითმხილველ    მოსწავლეებსა    და    მათ    კანონიერ    წარმომადგენლებს, მასწავლებლებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

მუხლი 16. თვითდაზიანება

1.   ნებისმიერი   პირი,   რომელსაც   აქვს   ინფორმაცია  მოსწავლის   თვითდაზიანების   შესახებ,   ვალდებულია აღნიშნულის       შესახებ       დაუყოვნებლივ       შეატყობინოს       უფლებამოსილ       პირს/სკოლის დირექციას/დამრიგებელს;

2.    ინფორმაციის    მიღებისთანავე,    უფლებამოსილი    პირი/სკოლის    დირექცია/   კლასის დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეს და იკვლევს თვითდაზიანების მიზეზს.

3.    უფლებამოსილი    პირი/სკოლის    დირექცია/კლასის    დამრიგებელი  უზრუნველყოფს მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას.

4.  საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი  პირი/სკოლის  დირექცია  უფლებამოსილია,  თვითდაზიანების  ხარისხის გათვალისწინებით,  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის/ჩართვას, რომელიც ცალ-ცალკე   ესაუბრება    თვითდაზიანების    განმახორციელებელ    მოსწავლესა    და    კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

5.   მოსწავლის   თვითდაზიანების   შესახებ   ინფორმაცია   არის   კონფიდენციალური   და   მისი   გამჟღავნება დასაშვებია   მხოლოდ   უფლებამოსილი   პირის/სკოლის   დირექციის/მოსწავლის   კლასის დამრიგებლის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.

მუხლი 17. ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა

  1. ფეთქებადი     ნივთიერებების     სკოლაში     აღმოჩენისას     უფლებამოსილი პირები/სკოლის დირექცია ვალდებული არიან უზრუნველყონ:
    1. მოსწავლეების, მასწავლებლების  და  სკოლის  შენობაში  მყოფი  სხვა  პირების  დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება;
    1. „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება, ასევე რესურსცენტრის ინფორმირება;
  2.  თითოეული კლასის დამრიგებელი  უზრუნველყოფს:
    1. იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
    1. მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლების   ინფორმირებას,   რა   დროსაც კანონიერ  წარმომადგენელს აწვდის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციას.
  3. დირექტორისა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უფლებამოსილი პირი   აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს   ევაკუირებული მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით.
  4. სკოლაში ფეთქებადი ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ საქმეში ჩაერთოს  ფსიქოლოგი, მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობის დადგენის მიზნით.

მუხლი 18. სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება

  1. ფეთქებადი   ნივთიერებების   არსებობის   შესახებ   ანონიმური   ზარების   მიმღებმა   პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ეცადოს  გაახანგრძლივოს   საუბრის   დრო, რათა მიიღოს ინფორმაცია სრულად.
  2. იმ  შემთხვევაში, თუ  ანონიმური  ზარის  მიმღებს  აქვს  შესაძლებლობა,  რეკომენდებულია ტელეფონის ხმამაღალ რეჟიმზე ჩართვა და საუბრის მიმდინარეობისას „112“-თან დაკავშირება.
  3. სკოლაში ფეთქებადი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინებისას, საჭიროების შემთხვევაში, სკოლამ შესაძლოა ჩართოს ფსიქოლოგი;
  4.  უფლებამოსილი   პირი/სკოლის   დირექცია   ვალდებული   არიან   ანონიმური   ზარის დასრულებისთანავე უზრუნველყონ:
    1. „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება;
    1. მოსწავლეების, მასწავლებლების  და  სკოლის  შენობაში  მყოფი  სხვა პირების დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება.
  5. თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს:
    1. იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
    1. მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლების   ინფორმირებას,   რა   დროსაც   რეკომენდებულია   კლასის დამრიგებელს  საუბრისას  ჰქონდეს  მაქსიმალურად  მშვიდი  ტონი  და  კანონიერ  წარმომადგენელს  მიაწოდოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
  6. უფლებამოსილი პირი აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს   ევაკუირებული მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით და საჭიროებისამებრ საქმეში ჩაერთოს სკოლის ფსიქოლოგი, მან ინდივიდუალური გასაუბრების გზით შეაფასოს მოსწავლის მდგომარეობა.

მუხლი    19.     მოსწავლის    მიერ    საქართველოს    კანონმდებლობით    აკრძალული    ნივთის,    სავარაუდო დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონა, ასევე იმ საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური    გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით  მოპოვებული   ნივთისა   და   ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის ქონა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო    დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად

1.  ნებისმიერი  პირი  ვალდებულია  დაუყოვნებლივ  შეატყობინოს  სკოლის დირექციას   მოსწავლის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობით   აკრძალული   ნივთის,   სავარაუდო დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  იარაღის  ქონის  შესახებ,  ასევე იმ საგნის ქონის შესახებ,  რომელსაც  სავარაუდო  დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  კვალი ატყვია, სავარაუდო    დისციპლინური    გადაცდომის/სამართალდარღვევის    ჩადენით    მოპოვებული    ნივთისა    და ფასეულობის,   აგრეთვე   იმ   საგნისა   და   დოკუმენტის   ქონის   შესახებ,   რომლებიც   საჭიროა   სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

2.   სკოლაში   უსაფრთხოებისა   და   საზოგადოებრივი   წესრიგის   დაცვის   მიზნით   დასაშვებია   უკონტაქტო ზედაპირული  დათვალიერება მეტალოდეტექტორით, სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლის  მიზანია  საქართველოს კანონმდებლობით   აკრძალული ნივთის,   სავარაუდო   დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო      დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია,         სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით მოპოვებული    ნივთის    და   ფასეულობის,   აგრეთვე    იმ   საგნის   და დოკუმენტის  აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

3.  უკონტაქტო  ზედაპირული  დათვალიერება  დასაშვებია  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს     მოსწავლის      მიერ     სკოლის     შინაგანაწესის      შესაძლო      დარღვევაზე     ან/და     შესაძლო სამართალდარღვევაზე  და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების   შედეგად   გამოვლინდება   სკოლის   შინაგანაწესით   გათვალისწინებული   დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

4. დაუშვებელია მოსწავლის მიერ ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის გადამალვა ან/და რაიმე  ფორმით განადგურება.

5.  უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების უფლებამოსილება აქვს იმავე სქესის პირს, რომელიც განისაზღვრება სკოლის დირექტორ(ებ)ის ბრძანებით.

6. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს მოსწავლის    გაფრთხილება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ და მოწოდება,   რომ ნებაყოფლობით, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ამ   მუხლის პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული ნივთები გადასცეს პირს, რომელმაც უნდა ჩაატაროს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.

7. თუ მოსწავლის მიერ წარმოდგენილია ან აღმოჩენილია იმგვარი სავარაუდო  კანონსაწინააღმდეგო  ნივთები,  რომლის  მოსწავლის  მიერ  ფლობაზე  რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით     სამართალდამცავი     ორგანოს      კომპეტენციაა,      პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოს.

8. აღმოჩენილი ნივთები დარაჯების მიერ გადაეცემა მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

9.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან:

9.1. იმოქმედონ  მოსწავლის  საუკეთესო  ინტერესების  გათვალისწინებით  და  მოსწავლის  ღირსების  სრული დაცვით;

9.2. მოსწავლეს არ შეუზღუდონ იმ ნივთებით სარგებლობა, რომელიც არ აფერხებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების მიმდინარეობას, ასევე, არ ჩამოართვან ის ნივთები, რომელიც არ წარმოადგენდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების მიზანს;

9.3. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება არ ჩაატარონ ჯგუფურად.

10.  მოსწავლისათვის  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის აღმოჩენის  შემთხვევაში, სკოლის დირექცია ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება სკოლის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით;

11. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის  აღმოჩენა  სხვაგვარად  შეუძლებელია  ან  მოსწავლე  უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით    გათვალისწინებული    ნივთის    დარაჯებისათვის    გადაცემაზე, დარაჯები ვალდებული არიან დაიწყონ მოსწავლის განცალკევების პროცედურა.

12. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას დასრულებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს მოაწერენ დამსწრე პირები.

13. უფლებამოსილი პირი აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს    მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით/გასაუბრებით და საჭიროებისამებრ საქმეში რთავს სკოლის ფსიქოლოგს.

მუხლი 20.  მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის  სხვა  თანამშრომლის  მიერ ალკოჰოლის  ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანა,  რეალიზაცია,  მოხმარება  სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

  1. ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც ცნობილია მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის   ან/და   ნარკოტიკული   საშუალების,   მისი   ანალოგის,   პრეკურსორის,   ახალი  ფსიქოაქტიური ნივთიერების,  ფსიქოტროპული  ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანის, რეალიზაციის,   მოხმარების   სკოლის   ტერიტორიაზე   ან/და   მათი    ზემოქმედების   ქვეშ   ყოფნის   ფაქტი, ვალდებულია   აღნიშნულის   შესახებ   დაუყოვნებლივ   აცნობოს  სკოლის დირექციას/უფლებამოსილ პირს/ექიმს/ექთანს.
  2.  იმ  შემთხვევაში,  თუ  არსებობს  საკმარისი  საფუძველი  ვარაუდისთვის,  რომ  მოსწავლეს  აქვს  ალკოჰოლი ან/და    ნარკოტიკული    საშუალება,    მისი    ანალოგი,    პრეკურსორი,    ახალი    ფსიქოაქტიური   ნივთიერება, ფსიქოტროპული  ნივთიერება,  მისი  ანალოგი  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერება  უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
  3. იმ  შემთხვევაში,  თუ  არსებობს  საკმარისი  საფუძველი  ვარაუდისთვის,  რომ  მასწავლებელს/სკოლის  სხვა თანამშრომელს  (გარდა ექიმი/ექთანის დანიშნულისა) აქვს   ნარკოტიკული   საშუალება,   მისი    ანალოგი,   პრეკურსორი,   ახალი   ფსიქოაქტიური ნივთიერება,      ფსიქოტროპული      ნივთიერება,      მისი      ანალოგი      ან      ძლიერმოქმედი ნივთიერება უფლებამოსილი პირი/სკოლის  დირექცია ვალდებულია  დაუყოვნებლივ  დაუკავშირდეს „112“-ს.
  4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს სკოლაში აღმოაჩნდება ალკოჰოლიანი ან/და ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი, ახალი ფსიქოაქტრიური ნივთიერება, ფსიქოტროპული ნივთიერება, მისი ანალოგი ან ძლიერმოქმედი ნივთიერება, სკოლამ შესაძლოა ჩართოს ფსიქოლოგი;
  5. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია ვალდებულია მოსწავლისათვის ნარკოტიკული საშუალების,    მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,   მისი   ანალოგის   ან   ძლიერმოქმედი  ნივთიერების  აღმოჩენის  შემთხვევაში  დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს:
    1. „112“-ს;
    1. მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;

მუხლი  21.  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და  დაგვიანება  საპატიო  მიზეზის გარეშე,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  აღნიშნულის  შესახებ  მოსწავლის  კანონიერი  წარმომადგენელი  არ  არის ინფორმირებული

  1. საპატიო  მიზეზით  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების  შესახებ მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენელი   ვალდებულია   შეატყობინოს   მოსწავლის  კლასის  დამრიგებელს;
  2. იმ  შემთხვევაში, თუ  მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ შესაბამისი  საგნის  მასწავლებელი  არ  არის  ინფორმირებული,  შესაბამისი  საგნის  მასწავლებელი მოსწავლის დაგვიანების/საგაკვეთილო    პროცესზე    გამოუცხადებლობის    შესახებ    დაუყოვნებლივ   აცნობებს   კლასის დამრიგებელს, რომელიც ვალდებულია  მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაადგინოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
  3. იმ   შემთხვევაში,  თუ  მოსწავლის  კანონიერი  წარმომადგენელი  არ  არის  ინფორმირებული  მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის         ან/და დაგვიანების შესახებ, კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი    ვალდებულია    აღნიშნული    აცნობოს სკოლის დირექციას.
  4. იმ  შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა საგაკვეთილო პროცესზე და აღნიშნულის შესახებ არ არის ინფორმირებული     მოსწავლის     კანონიერი     წარმომადგენელი,     ამასთან     ვერ     ხერხდება     მოსწავლის ადგილსამყოფლის  დადგენა  ან/და  მოსწავლესთან  დაკავშირება,  უფლებამოსილი  პირი/სკოლის დირექცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს „112“-ს.
  5. თუ     საკითხის     შესწავლის     შედეგად    გაჩნდა    საფუძვლიანი    ეჭვი,    რომ    მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/დაგვიანება გახდა მიზეზი    არასრულწლოვნის    სწავლის    უფლების    შეზღუდვისა, უფლებამოსილი   პირი  ფაქტის  შესახებ  ავსებს  ბავშვთა  დაცვის  მიმართვის  ბარათს  „ბავშვთა დაცვის  მიმართვიანობის  (რეფერირების)  პროცედურების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
  6. მითითებული დარღვევის არსებობისას, საჭიროებისამებრ საქმეში ჩაერთოს სკოლის ფსიქოლოგი.

მუხლი  22.  მოსწავლის  მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე

  1. მოსწავლის  მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვება დაუშვებელია ნებართვის გარეშე.
  2. მოსწავლის   მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   ნებართვის    გარეშე    კლასის    ან/და    სკოლის    დატოვების     შესახებ    ინფორმაციას შესაბამისი საგნის მასწავლებელი/ნებისმიერი  პირი დაუყოვნებლივ  აწვდის  კლასის დამრიგებელს.
  3. მოსწავლის   მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   შესაბამისი   საფუძვლისა   და ნებართვის  გარეშე  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვების  შესახებ კლასის დამრიგებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
  4. მოსწავლის   მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   შესაბამისი   საფუძვლისა   და ნებართვის  გარეშე  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვებისას, უფლებამოსილი პირი აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს    მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით/გასაუბრებით და საჭიროებისამებრ საქმეში რთავს სკოლის ფსიქოლოგს.
  5. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის/უფლებამოსილი   პირის მხრიდან ვერ ხორციელდება მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა,    უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.

მუხლი 23. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა

  1. ნებისმიერი   პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი   სახის   ძალადობის ჩადენის   ფაქტის   ცოდნის   ან   ასეთის   ეჭვის   შემთხვევაში,  აღნიშნულის   შესახებ   ინფორმაცია  მიაწოდოს უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას.
  2. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევებია:
    1. მოსწავლის ძალადობა მოსწავლის მიმართ;
    1. მოსწავლის მიმართ ძალადობა უცხო პირის მხრიდან;
    1. მოსწავლის მიმართ ძალადობა მასწავლებლის მხრიდან;
    1. მოსწავლის მიმართ ძალადობა სკოლის თანამშრომლის მხრიდან;
    1. ოჯახში ძალადობა.
    1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილი  პირი აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს    მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით/გასაუბრებით და საჭიროებისამებრ საქმეში რთავს სკოლის ფსიქოლოგს.
  3.   უზრუნველყოს  ფსიქოლოგის დახმარების ხელმისაწვდომობა. ფსიქოლოგი ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს ადგენს ძალადობის გამომწვევ მიზეზს/ებს, გამოაქვს დასკვნა, რის შედეგადაც ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას;
  4. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ამ   მუხლით   გათვალისწინებული   ძალადობის  განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი  პირი ატყობინებს სკოლის დირექციას, რომელიც იღებს შიდა სასკოლო დოკუმენტაციით დადგენილ ზომებს, აგრეთვე ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
  5. საჭიროების შემთხვევაში „სსიპ 112“-ის ინფორმირება.

მუხლი 24.  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ ჩადენილი  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსითა და   საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული  ნებისმიერი სამართალდარღვევა

  1. ნებისმიერი  პირი ვალდებულია  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა   და   საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული ნებისმიერი    სამართალდარღვევის    ან/და    სავარაუდო    სამართალდარღვევის    ჩადენის    ფაქტის    ცოდნის შემთხვევაში,    აღნიშნულის    შესახებ    ინფორმაცია    მიაწოდოს    უფლებამოსილ    პირს/სკოლის დირექციას.
  2. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  3. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია, შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამართალდარღვევის აღკვეთასა და სამართალდარღვევის ადგილის შემოსაზღვრას.
  4. აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი    პირი/სკოლის    დირექცია     უზრუნველყოფს    სამართალდარღვევის თვითმხილველი  მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
  5. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია უზრუნველყოფს დამრღვევი/დაზარალებული/თვითმხილველი მოსწავლეების კლასის დამრიგებლებისათვის ინფორმაციის შეტყობინებას,    რომელიც    თავის    მხრივ    ვალდებულია    აღნიშნულის    შესახებ    ინფორმაცია    მიაწოდოს დამრღვევი/დაზარალებული/თვითმხილველი მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს.
  6. უფლებამოსილი  პირი/სკოლის  დირექცია,  საჭიროების  შემთხვევაში,  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება  მოსწავლესა  და  მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

მუხლი 25. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა

  1. ნებისმიერი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ   ბულინგის ან  კიბერბულინგის ჩადენის ფაქტის ცოდნის შემთხვევაში,       აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას.
  2. უფლებამოსილი პირი/სკოლის   დირექცია/კლასის   დამრიგებელი   ვალდებული  არიან დაადგინონ ბულინგის/კიბერბულინგის მიზეზები,    გაესაუბროს    ყველა    ჩართულ   მხარეს და შეიმუშავონ პრობლემის მოგვარების გზები.
  3. თუ მოსწავლის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  4. მოსწავლის მიერ/მოსწავლის   მიმართ   ბულინგის   ან  კიბერბულინგის ჩადენის        ფაქტის შემთხვევაში სკოლამ უნდა ჩართოს ფსიქოლოგი;
  5. დაუშვებელია ბულინგის/კიბერბულინგის ფაქტის იგნორირება. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/კლასის   დამრიგებელი   ვალდებულია   უზრუნველყოს   კონფლიქტის   მოგვარების   დროს სიტუაციის   მიუკერძოებლად   შეფასება   და   უზრუნველყონ   მხარეებს   შორის   შემდგომი   კონფრონტაციის არიდება.
  6. უფლებამოსილი პირი/სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დააკვირდეს როგორც   ბულინგის/კიბერბულინგის   გამტარებელს, ასევე   მოსწავლეს, რომლის მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.
  7. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი    ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია  ბულინგის/კიბერბულინგის  გამტარებელი  მოსწავლისა  და იმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.

მუხლი  26.  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ  განხორციელებული  დისკრიმინაცია  ნებისმიერი  ნიშნის მიხედვით

  1. ნებისმიერი   პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელების      შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას.
  2. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი      ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ    განხორციელებული    დისკრიმინაციის     მიზეზები, გაესაუბრონ   ყველა   ჩართულ   მხარეს   და   შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
  3. თუ მოსწავლის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  4. დაუშვებელია    მოსწავლის    მიერ/მოსწავლის    მიმართ    განხორციელებული    დისკრიმინაციის    ფაქტის იგნორირება.       უფლებამოსილი       პირი/სკოლის       დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  უზრუნველყოს  სიტუაციის  მიუკერძოებლად  შეფასება  და  უზრუნველყოს  მხარეებს  შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
  5. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   დისკრიმინაციის განხორციელების      შემთხვევაში,  სკოლამ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩართოს ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს ადგენს დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზს/ებს, გამოაქვს დასკვნა და ატყობინებს სკოლის დირექციას.
  6. უფლებამოსილი     პირი/სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დააკვირდეს როგორც დისკრიმინაციის განმახორციელებელ მოსწავლეს, ასევე მოსწავლეს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.
  7. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი  ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია  დისკრიმინაციის  განმახორციელებელი  მოსწავლისა  და  იმ  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.

მუხლი 27. მოსწავლის დესტრუქციული ქცევა

  1. მოსწავლის  დესტრუქციული  ქცევაა  გაკვეთილის  ჩაშლის  მცდელობა,  ასევე  სკოლის დირექცია წარმომადგენლის, მასწავლებლისა და სკოლაში   დასაქმებული   სხვა   პირების   კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა.
  2. თუ მოსწავლე ამა თუ იმ ფორმით ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს, არ ითვალისწინებს მასწავლებლის შენიშვნებს, მასწავლებელი ვალდებულია მაქსიმალურად შეეცადოს მის სასწავლო პროცესში ჩართვას. თუ ვერ მოხერხდა     მოსწავლის  ქცევის დარეგულირება,  მასწავლებელი    იძახებს    უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციის   წარმომადგენელს და მოსწავლეს მათი თანხლებით    ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს.
  3. დაუშვებელია საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება.
  4. უფლებამოსილი    პირი/სკოლის    დირექცია  ფაქტის    შესახებ   ინფორმაციას   აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
  5. გაკვეთილის   დასრულებამდე/მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   მოსვლამდე   მოსწავლე   უნდა იმყოფებოდეს უფლებამოსილი პირის/სკოლის დირექციის მეთვალყურეობის ქვეშ.
  6. სკოლის დირექციის წარმომადგენლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი          მოთხოვნისადმი          მოსწავლის          დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი/სკოლის      დირექცია     ვალდებულია      აღნიშნულის      შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
  7. მოსწავლის   მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან   სკოლის  დირექციის წარმომადგენლის,   მასწავლებლისა და   სკოლაში   დასაქმებული   სხვა   პირების   კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,  უფლებამოსილი პირი აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს    მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით/გასაუბრებით და საჭიროებისამებრ საქმეში რთავს სკოლის ფსიქოლოგს.
  8.  
  9. მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენლის    სკოლაში    გამოცხადებამდე    უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ და შეატყობინოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ან სკოლის წარმომადგენელი უკავშირდება „112-ს“

მუხლი  28.  მოსწავლის  მიერ  ფულის/ნივთის  უნებართვოდ  აღება,  ფულის  შეგროვება,  ფულის/ნივთის  სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერი ფორმით გამორთმევა

  1. მოსწავლის   მიერ   ფულის/ნივთის   უნებართვოდ   აღების, ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერ ფორმით  გამორთმევის  შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ნებისმიერი     პირი     ვალდებულია     ინფორმაცია     მიაწოდოს    უფლებამოსილ    პირს/სკოლის დირექციის წარმომადგენელს.
  2. იმ  შემთხვევაში,  თუ  ფაქტი  შეიცავს  დანაშაულის  ნიშნებს,  უფლებამოსილი  პირი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
  3. მოსწავლის   მიერ ფულის/ნივთის   უნებართვოდ   აღების, ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერ ფორმით  გამორთმევის შემთხვევაში,  სკოლამ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩართოს ფსიქოლოგი;
  4. უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერი  ფორმით  გამორთმევის  შესახებ  ფაქტთან  დაკავშირებული  ყველა გარემოება, მიზეზები, გაესაუბროს ყველა ჩართულ მხარეს და შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
  5. დაუშვებელია მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის/ნივთის სხვა      მოსწავლისათვის       იძულების       ნებისმიერ      ფორმით      გამორთმევის      ფაქტის      იგნორირება. უფლებამოსილი  პირი/სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  სიტუაცია შეაფასოს მიუკერძოებლად და უზრუნველყოს მხარეებს შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
  6. უფლებამოსილი     პირი/სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი   ვალდებულია დააკვირდეს  მხარეებს  სიტუაციის  მოგვარების  შემდეგაც.  თუ  მოსწავლე  შემთხვევის  შემდეგ  სკოლაში  არ დადის,   სკოლის   დირექცია/კლასის   დამრიგებელი  ადგენს   მიზეზს   და   შეიმუშავებს   გეგმას   მისი სასწავლო პროცესში დაბრუნებისათვის.
  7. უფლებამოსილი   პირი/სკოლის   დირექცია/კლასის   დამრიგებელი    ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სიტუაციაში მონაწილე მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს.
  8. თუ ვერ ხერხდება მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, სკოლის წარმომადგენელი უკავშირდება 112-ს.

მუხლი 29. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა

  1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების     ხელყოფის     შესახებ,     ვალდებულია     დაუყოვნებლივ     აცნობოს     უფლებამოსილ პირს/სკოლის დირექციას.
  2. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის  თანამშრომლის/სკოლის  ქონების  ხელმყოფი  მოსწავლის  დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ     დაუკავშირდნენ     მოსწავლის     კანონიერ     წარმომადგენელს,     რომელიც ვალდებულია შესაბამის პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. სკოლის ქონების ხელყოფისა და ანაზღაურების საკითხი დეტალურად რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.
  3. უფლებამოსილი პირი აუცილებლობის   შემთხვევაში   უზრუნველყოფს    მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასებას ზეპირი ფორმით/გასაუბრებით და საჭიროებისამებრ საქმეში რთავს სკოლის ფსიქოლოგს.

მუხლი 30. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება

  1. მოსწავლის/მოსწავლეების   საუკეთესო   ინტერესების   გათვალისწინებით,   დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, უფლებამოსილი პირის  თანდასწრებით,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  მოსწავლის/მოსწავლეების  ქმედებით  საფრთხე  ემუქრება პირის    სიცოცხლეს    ან/და    ჯანმრთელობას    ან    მოსწავლე    უარს    აცხადებს    უკონტაქტო    ზედაპირულ დათვალიერებაზე  და  წინამდებარე  წესის  შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული  ნივთის აღმოჩენა  სხვაგვარად შეუძლებელია  ან  მოსწავლე  უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი წინამდებარე წესის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ნივთის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემაზე.
  2. უფლებამოსილი  პირი/სკოლის  დირექცია  საჭიროების  შემთხვევაში  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება  მოსწავლესა  და  მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
  3. ამ        მუხლის        პირველი        პუნქტით        გათვალისწინებულ        შემთხვევაში        შესაძლებელია უფლებამოსილი       პირის/სკოლის      დირექციის       წარმომადგენლის/      მასწავლებლის მეთვალყურეობით   განხორციელდეს   მოსწავლის/მოსწავლეების   ჩართვა   შემდეგ   სასკოლო   აქტივობებში: მომდევნო  დღის  გაკვეთილების  მომზადება;  საგანმანათლებლო  პროექტებზე  მუშაობა;  საგანმანათლებლო რესურსების შექმნა/განახლება;  კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობა და, ასევე, სკოლის მიერ განსაზღვრული სხვა აქტივობები.
  4. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან უფლებამოსილი პირის/მასწავლებლის/სკოლის  დირექციის  მიერ,  აგრეთვე  საჭიროების  შემთხვევაში  −  ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი  ღონისძიებები  უნდა  ემსახურებოდეს ისეთ  მიზნებს, როგორიცაა      მოსწავლის/მოსწავლეების      უსაფრთხოების      უზრუნველყოფა,      რისკის      შემცირება      და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა.
  5. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.
  6. მოსწავლის/მოსწავლეების     განცალკევება     უნდა     განხორციელდეს     მოსწავლის      კანონიერი     წარმომადგენლის     სკოლაში გამოცხადებამდე.
  7. მოსწავლის    განცალკევების    უფლება    აქვს    უფლებამოსილ პირს.
  8. მოსწავლის  განცალკევების  განხორციელებისას  უფლებამოსილი  პირი  მოსწავლეს  მისთვის გასაგებ    ენაზე    განუმარტავს    იმ    გარემოებებს,    რომელთა    საფუძველზეც    ხორციელდება    მოსწავლის განცალკევება.
  9. უფლებამოსილი პირი ადგენს მოსწავლის განცალკევების განხორციელების შესახებ ოქმს.

მუხლი 31. მდგომარეობის მართვა

  1. მოსწავლეების,      მათი      კანონიერი      წარმომადგენლების,      აგრეთვე      სკოლის დირექციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების მდგომარეობის პირველადი შეფასება ხორციელდება სკოლის დირექტორის ან საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ფსიქოლოგის  ან მოწვეული ფსიქოლოგიმიერ.
  2. მოსწავლეების,      მათი      კანონიერი      წარმომადგენლების,      აგრეთვე      სკოლის      დირექციის წარმომადგენლების  ან/და  მასწავლებლების  მდგომარეობის  შემდგომი  მართვის  მიზნით,  ფსიქოლოგიური მომსახურების  გაწევას  უზრუნველყოფს  სკოლის ფსიქოლოგი.

მუხლი 32. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა

  1. მოსწავლეებისათვის,   მათი   კანონიერი   წარმომადგენლებისათვის,   აგრეთვე   სკოლის დირექციის წარმომადგენლებისათვის ან/და      მასწავლებლებისათვის      ფსიქოლოგიური      მომსახურების      გაწევას უზრუნველყოფს სკოლის ან/და მოწვეული ფსიქოლოგი.
  2. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის საფუძველია სკოლის დირექციის მიმართვა.

მუხლი 33. მედიაცია

  1. სკოლა  ვალდებულია  მოსწავლეებს  შორის  კონფლიქტის  შემთხვევაში  უზრუნველყოს  დაპირისპირებულ მოსწავლეებს  შორის  მედიაცია,  მათი  კანონიერი  წარმომადგენლების,  უფლებამოსილი  პირისა და ფსიქოლოგის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ჩართულობით.
  2. სკოლა ვალდებულია კონფლიქტური სიტუაციის  ხასიათის  გათვალისწინებით,  გაატაროს  მედიაციის ისეთი  ღონისძიებები, რომელიც  მოსწავლეების  საუკეთესო  ინტერესების  გათვალისწინებით მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.

თავი IV. დარღვევის აღრიცხვის წესი

მუხლი 34. დარღვევის აღრიცხვის წესი

  1. უფლებამოსილი   პირი  ვალდებულია  სკოლის  ტერიტორიაზე  გამოვლენილი  დარღვევაზე მიიღოს სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ზომები.
  2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პირობების შესრულების შემოწმება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორის მიერ შექმნილი კომისიის მიერ. კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს სკოლაში ძალადობის რისკის შეფასება და მისი არსებობის შემთხვევაში, აუცილებელი დაიგეგმოს განსახირციელებელი ღონისძიებები.

თავი V.  სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის, ადმინისტრირების, პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი

მუხლი 35. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი

  1. სკოლა  უზრუნველყოფს შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს ვიდეოსათვალთვალო კამერებით.
    1. სკოლაში ცენტრალური შემოსასვლელის გასაკონტროლებლად დამონტაჟებულია 2 (ორი) ცალი სამ მეგა–პიქსელიანი ვიდეო კამერა, რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს და სტანდარტებს. სკოლის ეზოში გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად დამონტაჟებულია 4 ვიდეო–კამერა. ასევე, სკოლის დერეფნებში და ბიბლიოთეკაში განაწილებულია უსაფრთხოების კამერები (სულ 7 კამერა), რომლებიც უზრუნველყოფს შენობის შიდა  პერიმეტრის სრულ კონტროლს. სკოლი შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხორციელდება 13 ვიდეო- კამერით.
  2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფს სკოლის ყველა  დერეფნის და შესასვლელისა  (ფოიე)  ვიდეოდაკვირვებისა  და  იქ  მყოფი  პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
  3. დაუშვებელია  ვიდეოთვალთვალის  განხორციელება ან/და აუდიო ჩაწერა სკოლის  საპირფარეშოში, ექიმი/ექთანისა კაბინეტსა და თანამშრომელთათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეებში.
  4. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფს სკოლის გარე პერიმეტრის სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
  5. სკოლა ზრუნავს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის     გადაწყვეტა,     რომელიც     შეიძლება     წარმოიშვას     უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.

მუხლი 36. მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ვიდეო თვალთვალთვალის განხორციელების  წესი

  1. ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზანი:
    1. განახორციელოს მუდმივი ზედამხედველობა და სასწავლო პროცესის ნორმალურ პირობებში წარმართვის პროცესის კონტროლი.
    1. მასწავლებლების/მოსწავლეთა მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის ფაქტების დროულად და სრულყოფილად გამოვლენა და დაუყოვნებლივი, ეფექტური რეგირება.
    1.  მოსწავლეთა და  სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვა;
    1. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.
  2. ვიდეოსათვალთვალო სისტემის   ყოველდღიურ   გამოყენებას   და   ადმინისტრირებას უზრუნველყოფს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში, IT მენეჯერი და დარაჯები.
  3. ვიდეოჩანაწერი ინახება  სკოლაში არსებულ მყარ დისკზე. გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს სხვა რაიმე სახის არქივი, აღნიშნული მოცულობის შევსების პარალელურად ხდება ახალი ინფორმაციის/მასალის გადაწერა ძველ/წინა ჩანაწერზე. აქედან გამომდინარე, ჩანაწერის შენახვა  30 დღის ვადით, ჩანაწერი არსებობს მყარ დისკზე იმ დრომდე, ვიდრე, არ მოხდება მასზე ახალი ინფორმაციის გადაწერა;
  4. ვიდეოჩანაწერზე წვდომა გააჩნია სკოლის დირექტორ(ებ)ს, დირექტორის მოადგილეს სამეურნეო დარგში, IT მენეჯერს და დარაჯებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.  აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება ხდება მხოლოდ სკოლაში უსაფრთხო გარემოს დაცვისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით და მკაცრად კონტროლდება მისი კონფიდენციალობა.
  5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სკოლაში მიმდინარე ვიდეო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით, სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნების მეშვეობით ინფორმირებულია ყველა სუბიექტი.

მუხლი 37. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი

  1. მშობლისა და მოსწავლის პერსონალური მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც სკოლისთვის ცნობილი გახდა საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საგანმანათლებლო/სასწავლო პროცესში, სკოლის მიერ მუშავდება და გამოიყენება საჭიროებისამებრ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
    1. სასკოლო ან/და არასასკოლო აქტივობების მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული ფოტო, ვიდეო გადაღების გზით მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციას სკოლა ამუშავებს, ინახავს ან/და იყენებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა

მუხლი 38. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებში ცვლილებების შეტანის წესი

  1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, წინამდებარე წესსა და მასში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

მუხლი 39. წესის დარღვევა

  1. ამ წესის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას სკოლის შინაგანწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესში ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებების განსაზღვრას, დარღვევის შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით.

ვამტკიცებ:   შ.პ.ს   თბილისის    ნიჭიერთა   კერძო   სკოლა-აკადემიის   დირექტორი

                                                                                                           /ლ.ტიკაძე/     20.01.2020

Share on facebook
Facebook
Share on email
Email
Share on whatsapp
WhatsApp