ა/წლის 21 ოქტომბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიას ესტუმრა თოჯინების თეატრი და ბავშვებს სპექტაკლი „ ნატვრის მზესუმზირა“ წარუდგინა. სპექტაკლს ესწრებოდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლის გმირები და მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ მათ. კმაყოფილი მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.