შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია


ადგილმდებარეობა(იურიდიული მისამართი): 
ქ. თბილისი,მუხიანის დასახლება IIმ/რაიონი ნ.დუმბაძისა და ნონეშვილის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია.

1. ზოგადი დებულებანი

1.1. ქ. თბილისის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თბილისის ნიჭიერთა კჯერძო სკოლა აკადემია(ტნკსა)ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, შემდგომში მოხსენიებული როგორც ”სკოლა”,შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საიდენტიფიკაციო ნომერი: 209451573

1.2. სკოლა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონით, საქართველოს კანონით მეწარმეთა შესახებ, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, აღნიშნული დებულებით, სკოლის შინაგანაწესით და სკოლის სხვა ლოკალური აქტებით.

1.3. სკოლის სრული სახელწოდებაა:შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია(თნკსა);

1.4. სკოლა შექმნილია სამოქალაქო და მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. ის წარმოადგენს კომერციულ ორგანიზაციას და მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია საგანმანათლებლო მოსახურეობა (დაწყებიTი, საბაზო და საშუალო საფეხურზე).

1.5. სკოლის დამფუძნებლები არიან: 1. რომან ტიკაძე. 2. გიორგი ტიკაძე.3.ლევან ტიკაძე.

1.6. სკოლის დამფუძნებლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია შპს. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის(თნკსა)წესდებით;

1.7.სკოლის ქონება წარმოადგენს შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის საკუთრებას.

1.8. სკოლას გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი და ითვლება დაფუძნებულად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან; 

1.9. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები ბანკში, ორგანიზაციის სახელწოდებით და სიმბოლიკით, ბეჭედი, შტამპი, ტიტულიანი ფურცელი და სხვა ატრიბუტიკა.

1.10. სკოლას უფლება აქვს  დადგენილი წესით, თავისი სახელით გახსნას პირადი ან საკრედიტო ანგარიშები ორგანიზაციებში (საკრედიტო); საკუთარი  სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს  ქონებრივი და  პირადი არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან, მოპასუხედ სასამართლოში.

1.11. სკოლის მფლობელობაში მყოფი ქონების მესაკუთრე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასუხს არ აგებს თავისი ქონებით სკოლის ვალდებულებებზე.

1.12. სკოლა თავისი საქმიანობის შესახებ წარადგენს ინფორმაციას   სტატისტიკის, საგადასახადო და სახელმწიფო სხვა ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1.13. სკოლა უზრუნველყოფს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების საჯაროობას:

– სკოლის დებულება/შინაგანაწესი, მასში შეტანილი ცვლილებები და დამატებები;

– სკოლის სახელმწიფო რეგისტრაციის  მოწმობა;

– დამფუძნებლის გადაწყვეტილება სკოლის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით;

– სკოლის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი  (6 წელი) და მოკლევადიანი (1 წელი) გეგმა;

1.14. სკოლას შეიძლება ჰქონდეს ფილიალები და წარმომადგენლობები;

1.15. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების/მოძრაობების ორგანიზაციული სტრუქტურების  სკოლაში შექმნა.

1.16. სკოლაში ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროცესს აქვს საერო ხასიათი.

1.17. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სკოლაში  უცხო ენად ისწავლება ინგლისური, რუსული და გერმანული ენები.

1.18. საგანმანათლებლო საქმიანობის და შეღავათების უფლება სკოლას ენიჭება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის/აკრედიტაციის მოპოვების მომენტიდან;

1.19. სკოლის სახელმწიფო აკრედიტაცია/ავტორიზაცია ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით.

1.20. სკოლის, ავტორიზაციის/აკრედიტაციის/ლიცენზირების გავლის შედეგად, სახელმწიფო სტატუსად განსაზღვრულია:ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

1.21. სკოლის ადგილმდებარეობა (ფაქტობრივი მისამართი):                                                                                                                      ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება IIმ/რ  ნ დუმბაძისა და ნონეშვილის გადაკვეთაზე მიმდებარე ტერიტორია.

საფოსტო ინდექსი  0172

ელექტრონული ფოსტა: private [email protected]

1.22. ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

1.23. სკოლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია განათლების ხარისხზე და სახელმწიფო სტანდარტებთან მის შესაბამისობაზე. საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული სწავლება-სწავლის  მეთოდების, ფორმების, ინსტრუმენტების ადეკვატურობაზე და მათ შესაბამისობაზე მოსწავლეთა ასაკობრივი ფსიქო-ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, მისწრაფებებთან, ინტერესებთან, შესაძლებლობებთან, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან;

1.24.სკოლას სამედიცინო მომსახურებას უწევს ექიმი-პედიატრი. სამედიცინო სამსახური, რომელსაც ეკისრება  ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან ერთად  პასუხისმგებლობა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, მოსწავლეთა კვების რეჟიმზე და ხარისხზე, სკოლის სამედიცინო სამსახურისა თანამშრომლებისათვის გამოყოფილია შესაბამისად აღჭურვილი ოთახი

1.25. სკოლაში მოსწავლეთა კვება უზრუნველყოფილია კეrძო იურიდიულ პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით. კვების ბლოკი განთავსებულია სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ სკოლის ფართში. სკოლის საგაკვეთილო ცხრილში, გაკვეთილებს შორის გათვალისწინებულია საკმარისი ხანგრძლივობის  შესვენება მოსწავლეთა კვების ორგანიზებისათვის.

1.26. სკოლა, მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის და ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს სასკოლო კვების და სამედიცინო მომსახურების  ორგანიზების კონტროლს;

2. სკოლის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები

2.1. სკოლა თავის საქმიანობას საგანმანათლებლო სფეროში წარმართავს მომსახურების გზით, საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2.2. სკოლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაბამისი საფეხურის სახელმწიფო ავტორიზაციის/აკრედიტაციის გავლის შემდეგ;

2.3. სკოლის მისია

შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი,კრიტიკულად მოაზროვნე,შემოქმედი,კომინიკაბელური,ზნეობრივად,სულიერად და ფოზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე,რაც განაპირობებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი,კულტურული,მეცნიერული,ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას,განვითარებას დამსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.

2.4.  სკოლის მთავარიამოცანაა:

– შექმნას ისეთი გარემო – პირობები. რომელიც საჭიროა განათლებული და განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, რომელსაც შეეძლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება და გააზრებული არჩევანის გაკეთება და იქნება საზოგადოებაში ცხოვრებისათვის მომზადებული.  

– მოსწავლეთა ინტელექტუალური, კულტურული და მორალური განვითარების მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მათი  შესაძლებლობების, მიდრეკილებების და ინტერესების გათვალისწინებით;

– სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად,  განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

– მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის განმტკიცება;

– შექმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გასავითარებლად. თვითგანათლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის უნარების შესაძენად;

2.5. პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლა ახორციელებს სწავლებას და აღზრდას, უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს  და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას, მათ შორის თვითგანათლებისა და დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობას.

2.6. სკოლის საქმიანობა ეფუძნება დემოკრატიის, ჰუმანიზმის და საჯაროობის პრინციპებს. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, (მოქალაქეობრიობის) პრიორიტეტულობას.

2.7. სკოლა ახორციელებს სასწავლო პროცესს ეროვნული სასაწავლო გეგმის მოთხოვნათა/სტანდარტების შესაბამისად(სახელმწიფო ავტორიზაციის /აკრედიტაციის გავლის  შემთხვევაში). 

I საფეხური – დაწყებითი ზოგადი განათლება;

II საფეხური – საბაზო ზოგადი განათლება;

III საფეხური – საშუალო (სრული) ზოგადი განათლება;

2.8. სკოლის საგანმანათლებლო შინაარსი  განისაზღვრება  სასწავლო პროგრამებით, რომლებსაც დამოუკიდებლად ამტკიცებს და ახორციელებს სკოლა. ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამები სკოლაში შემუშავებული არის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, საგნობრივი სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამების შედეგების მიღწევას მოსწავლეების მიერ.

2.9. ძირითადი სასკოლო-სასწავლო პროგრამების დაუფლება, მოსწავლის პიროვნული შესაძლებლობებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება მოსწავლის უშუალო მონაწილეობით (სწავლების დასწრებული ფორმა). მოსწავლის და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) სურვილის არსებობისას სკოლა ხელს უწყობს თვითგანათლების, ექსტერნატის ან,და საოჯახო განათლების ფორმით საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებას. აღნიშნული ფორმებით სწავლება რეგლამენტირებულია შესაბამისი დებულებით და საკანონმდებლო ბაზით.

2.10. სახლში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით  სწავლება ხორციელდება სამედიცინო–საკვალიფიკაციო კომისიის  ან/და ფსიქოლოგიური–სამედიცინო–პედაგოგიური კომისიის გადაწყვეტილებით. შესაძლებელია ამ ფორმების კომბინაცია სასწავლო პროგრამის ათვისების მიზნით.

2.11. მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) სურვილის/ინტერესის არსებობისას სკოლაში შეიძლება გაიხსნას ექსპერიმენტალური, პროფილური კლასები. განხორციელდეს დამატებითი (სტანდარტს ზემოთ) საგანმანათლებლო პროგრამები.

2.12. კონკრეტული სასკოლო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მიუხედავად განათლების მიღების ფორმისა, მოქმედებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი.

2.13. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის  ამოცანებს წარმოადგენს: მოსწავლეების აღზრდა და განვითარება, მათ მიერ კითხვის, წერის, თვლის დაუფლება. კრიტიკული აზროვნების, თვითკონტროლის, ქცევისა და მეტყველების, პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძვლების და ძირითდი უნარების დაუფლება.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური წარმოადგენს საფუძველს საბაზო (II საფეხური) განათლების მისაღებად. სწავლების პირველ საფეხურზე წარმოდგენილია დამატებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიმართულია მოსწავლეთა განვითარებაზე და შესაძლებლობას იძლევა შემდეგ საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებული ათვისებისათვის.

მშობლებისა და მოსწავლეების არჩევით,  სავალდებულო საგნებთან ერთად  შესაძლებელია შემოტანილ იქნას ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება.

2.14. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ამოცანას წარმოადგენს: მოსწავლის ინტერესების, უნარების და მიდრეკილებების განვითარებისათვის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებისა და  აღზრდისათვის, შესაბამისი პირობების შექმნა.

ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარმოადგენს საფუძველს საშუალო/სრული (III საფეხური) განათლების მისაღებად.

სავალდებულო საგნებთან ერთად, დამატებით  ისწავლება ახალი საგნები, ფაკულტატური კურსები და კლასგარეშე საქმიანობის სხვადასხვა აქტივობები, აგრეთვე არჩევითი საგნები, მიმართულებები მოსწავლეთა უნარების უფრო მეტი განვითარებისათვის, განათლების სისტემის უწყვეტობის/თანმიმდევრულობის გათვალისწინებით. მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან (კანონიერი წარმომადგენლებთან) შეთანხმებით წარმოებს სწავლების ორგანიზება სხვადასხვა (მოსწავლეთა მომზადებისა დაშესაძლებლობების) დონის შესაბამისად (სტანდარტს ზემოთ).

2.15. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ამოცანას წარმოადგენს: მოსწავლეთა მოტივირება შემეცნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის, დამოუკიდებლად სწავლის უნარების ჩამოყალიბება/განვითარება. აუცილებელი საგნებთან ერთად მოსწავლეთა  პიროვნული შესაძლებლობების, უნარების და ინტერესთა გათვალისწინებით  ისწავლება არჩევითი საგნები.

2.16. სკოლის დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო სტანდარტს და მოიცავს სასკოლო-სასწავლო გეგმას, საგნობრივ პროგრამებს და სხვა. რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ზნეობრივ და სულიერ განვითარებას, აღზრდას და წიგნიერებას.

2.17. სკოლა ახორციელებს დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებს, შემდეგი მიმართულებებით:

– ინტელექტუალურ-შემეცნებითი;

– მხატვრულ-ესთეტიური;

– ფიზიკური აღზრდა-სპორტი;

2.18. დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავენ სასწავლო კურსების/საგნების/დისციპლინების (მოდულების) სამოქმედო პროგრამებს;

2.19. სკოლას შეუძლია მოსახლეობას, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს შესთავაზოს და განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო სტანდარტით ზოგადი განათლების სფეროში და საგანმანათლებლო პროგრამები;

– განახორციელოს სწავლება დებულების 2.19 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამებით;

– ორგანიზება გაუწიოს, სასკოლო–სასწავლო გეგმით გათვალისწინებული   დისციპლინების/საგნების სწავლებას სტანდარტს ზემოთ მომსახურების ფარგლებში (დამატებითი სააათები, განსხვავებული პროგრამა);

– შექმნას სტუდიები, ჯგუფები, კლუბები და ა.შ. რომლებიც იმუშავებენ და მოემსახურებიან მოსწავლეებს ამ დებულების 2.19 პუნქტში განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამებით;

– შექმნას მოსწავლეთა მოსამზადებელი ჯგუფები, რომ მოხდეს ბავშვების ადაპტაცია სასკოლო ცხოვრების პირობებთან.

– შექმნას სპორტული კლუბები და სექციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის განსამტკიცებლად;

2.20. სკოლას ასევ შეუძლია განახორციელოს შემოსავლის მომტანი სხვა საქმიანობები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ დებულებას და მოქმედ კანონმდებლობას;

2.21. დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელების წესი:

– დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების საჭიროების განსაზღვრა ხდება მოსწავლეთა/მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) გამოკითხვით;

– სკოლა დაიანგარიშებს და ადგენს/ამტკიცებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ხარჯთაღრიცხვას და ტარიფიკაციას;

– სკოლა შეიმუშავებს დამატებით–ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების დებულებას;

– სკოლა დებს ხელშეკრულებებს მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) დამატებით–ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების ფორმა დგინდება სკოლის მიერ;

– სკოლა დებს ხელშეკრულებებს პედაგოგებთან, დამატებით–ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით:

– სკოლის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას  დამატებით-ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების შექმნის შესახებ.

2.22. კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასახული მიზნების და ამოცანების  მისაღწევად სკოლას  უფლება აქვს:

– დამოუკიდებლად, ზოგადი განათლების შესახებ კანონის და კანონქვემდებარე აქტების, საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს   დაგანახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები;

– შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასკოლო–სასწავლო გეგმა, სააღმზრდელო–საგანმანათლებლო  სამუშაოს წლიური გეგმა/პროგრამა და გაკვეთილების განრიგი  (ცხრილი);

– შეიმუშაოს და დაამტკიცოს სკოლის განვითარების პროგრამა/სტრატეგია, თანამშრომელთა სამუშაოს გრაფიკი, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების (გაკვეთილების) განრიგი;

– შეარჩიოს სწავლება–სწავლის/აღზრდის ფორმები, მეთოდები, საშუალებები კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

–  ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დამოუკიდებლად აირჩიოს სასწავლო პროცესის შეფასების სისტემა (ზოგადად შეფასება), ფორმები, მოსწავლეთა შუალედური შეფასების თანმიმდევრობა და პერიოდულობა;

– განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, მათ შორის ფასიანი მომსახურება, ძირითადი საგანმანათლებლო მომსახურებისგან (სტანდარტს ზემოთ) დამოუკიდებლად, რომელიც განსაზღვრავს სკოლის სტატუსს და თავისებურებას;

– განახორციელოს დამატებითი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, სკოლის მიზნებს და ამოცანებს,  რომელიც უშუალოდ კავშირში არ არის საგანმანათლებლო მომსახურებასთან/პროგრამებთან და აღნიშნული საქმიანობა ხელს უწყობს სკოლის ძირითადი ფუნქციის (მიზნების) შესრულებას.

– ჩამოაყალიბოს ან/და მიიღოს მონაწილეობა საგანმანათლებლო ასოციაციების (ორგანიზციების) შექმნასა და საქმიანობაში;

2.23. სკოლა ვალდებულია:

– უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლების ხელფასის სრული და დროული გაცემა, მოქმედი კანონმდებლობის და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების შესაბამისად;

– უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობები;

– წარუდგინოს სახელმწიფო ორგანოებს სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

– უზრუნველყოს სკოლის უძრავი და მოძრავი ქონების სათანადო მდგომარეობაში შენახვა, დროულად შეასრულოს ქონების შეკეთება და რემონტი სკოლის მიზნის და ამოცანების შესაბამისად;

– განახორციელოს  სამოქალაქო თავდაცვის და მობილიზაციის ღონისძიებები, კანონმდებლობის შესაბამისად;

2.24. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა პასუხისმგებელია:

– სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების შეუსრულებლობისათვის;

–   სასკოლო–სასწავლო გეგმის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების არასრულად განხორციელებისათვის.

– სასკოლო–საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე;

– სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებების და თავისუფლებების დარღვევაზე;

– საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. სკოლაში სამუშაოს ორგანიზება

3.1. სკოლაში, დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში, მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ასაკიდან.

3.2. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, როგორც წესი მიიღება სასწავლო წლის დაწყებამდე. სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან მოსწავლის გადმოყვანისას განცხადების მიღება და ჩარიცხვა შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, სახელმწიფო საატესტატო პერიოდის(დამამთავრებელი კლასი) გამოკლებით. სკოლაში ჩარიცხვის განცხადება რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალში;

3.3. სკოლაში, დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში, მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: სამედიცინო ცნობა, მოსწავლის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ. მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი. ზემოთ აღნიშნული ერთ–ერთი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება იყოს საფუძველი სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმის. სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება მათი მომზადების დონე.

3.4. მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები რეგისტრირდება პირველ კლასში  მისაღებ მოსწავლეთა განცხადებების ჟურნალში. განცხადების რეგისტრაციის შემდგომ, განმცხადებელს მიეწოდება ინფორმაცია მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის ვადების შესახებ. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა ხდება დირექტორის ბრძანებით.

3.5. იძულებით გადაადგილებულ პირები (დევნილები), უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად  სკოლაში ჩარიცხვისას.

3.6. სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო მომსახურება (I,II,III საფეხურზე) ფასიანია. ფასი განისაზღვრება სკოლის მიერ.

3.7. საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ყველა მოსწავლე, რომელმაც სრულად აითვისა პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა.

3.8. სკოლის მე–10 კლასში მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების)  განცხადების საფუძველზე მიიღებიან IIსაფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 9 კლასი და გაიარეს სკოლის  მიერ ორგანიზებული გასაუბრება და ტესტირება. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოსწავლის პირადი საქმე, დაბადების მოწმობა (ორიგინალი) და დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული (მოსწავლის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში), მშობლების პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი.  საერთო ზოგადი განათლების შესახებ ატესტატი. ზემოთ აღნიშნული ერთ–ერთი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება იყოს საფუძველი სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმის.

3.9. სახელმწიფო ავტორიზირებული/აკრედიტირებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის მიღებისას საჭირო დოკუმენტები:

– განცხადება დირექტორის სახელზე;

– სამედიცინო ცნობა/ბარათი;

– მოსწავლის პირადი საქმე;

– სკოლის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის მიერ  დამოწმებული (სასწავლო წლის პერიოდში გადმოსვლის შემთხვევაში) მიმდინარე შეფასებების ფურცელი საგნების მიხედვით.

3.10. მოსწავლე ან/და მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) სკოლაში მიღებისას   უნდა გაეცნოს სკოლის ავტორიზაციის/აკრედიტაციის მოწმობას, სკოლის წინამდებარე დებულებას,  შინაგანაწესს, საგანმანათლებლო პროგრამებს  და  სკოლის საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა დოკუმენტებს.

3.11. სკოლის, მოსწავლის ან/და მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) ურთიერთობები რეგულირდება წინამდებარე დებულებით და სკოლის ლოკალური აქტებით.

3.12. სკოლაში მიდინარე საგანმანათლებლო პროცესი რეგულირდება (რეგლამენტირებულია) სკოლის მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული და დადგენილი სასკოლო–სასწავლო გეგმით და გაკვეთილების ცხრილით. აგრეთვე მასწავლებლებთან შეთანხმებული წლიური სასწავლო კალენდარული გეგმით.

3.13.სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში (დღის),ექვსდღიანი კვირეული დატვირთვით. გაკვეთილების, შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.14. კლასგარეშე საქმიანობა ხორციელდება შემდეგნაირად:

– მეცადინეობები იწყება გაკვეთილების დამთავრებიდან 30 წუთში:

-კლასგარეშე საქმიანობის ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობაა 60–45 წუთი, დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით;

3.15. მეცადინეობების განრიგი უნდა ითვალისწინებდეს გაკვეთილებს შორის  შესვენებისათვის (დასვენება, კვება) საკმარის დროს.

3.16. სასწავლო წლის დაწყების,  დასრულების თარიღს და არდადეგების ხანგრძლივობას  განსაზღვრავს სკოლის დირექცია;

წლიური კალენდარი და სასწავლო გრაფიკი მტკიცდება დირექტორის ბრძანებით პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.

3.17. სკოლაში კლასების რაოდენობა დამოკიდებულია  მოსწავლეთა (მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებების რაოდენობაზე) რაოდენობაზე და საგანმანათლებლო (სასწავლო–აღმზრდელობითი) პროცესის განხორციელებისათვის საჭირო პირობებზე, ავტორიზაციით/აკრედიტაციით განსაზღვრული მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით.

3.18. სკოლას უფლება აქვს მოსწავლეთა მშობელების (კანონიერი წარმომადგენლების) მოთხოვნების გათვალისწინებით გახსნას გახანგრძლივებული ჯგუფები.

3.19.მოსწავლეთა მომზადების დონის შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით. მასწავლებელი (დამრიგებელი) ამოწმებს და აფასებს მოსწავლის: დავალებებს (მათ შორის საკონტროლოებს, ტესტებს), ზეპირ პასუხებს, პრეზენტაციებს, ჩართულობას. მათ მიერ მიღწეულ უნარების და ცოდნის შესაბამისად ავსებს ჟურნალს: სკოლაშიფუნქციონირებს ელექტრული ჟურნალი,რომელიცმშობლებს აძლევს იმის საშუალებას,რომ ყოველდღიურად საქმის კურსში იყოს საკუთარი შვილის წარუმატებლობისა თუ წარმათებისა.

3.20. წლის განმავლობაში გამოცდების/ტესტირებების მაქსიმალურ რაოდენობას კლასების მიხედვით ადგენს სკოლის დირექცია, კათედრებთან შეთანხმებით.

3.21. კლასიდან კლასში გადაყვანის პრინციპებს ადგენს სკოლის დირექცია, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.

4. საგანმანათელებლო პროცესის მონაწილეები

 (უფლებები და მოვალეობები)

4.1. საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეები (სუბიექტები) არიან   სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები,მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები);

4.2. სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ:

– მიიღონ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად ხარისხიანი ზოგადი განათლება (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურებზე) ;

– სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად ისწავლონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, დაჩქარებული სასწავლო კურსით (აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დაგენილი წესით);

– უფასოდ ისარგებლონ სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით და საინფორმაციო რესურსებით;

– მიიღონ დამატებითი (ფასიანი) საგანამანათლებლო მომსახურება;

– მიიღონ მონაწილეობა სკოლის მართვაში;

– საკუთარი ღირსების პატივისცემის;

– განვითაროს შემოქმედებითი შესაძლებლობები და ინტერესები;

– სინდისის, ინფორმაციის თავისუფლების. საკუთარი მოსაზრებების და შეფასებების გამოხატვის;

– დაცული იყოს ყველა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, პიროვნული შეურაცხყოფისაგან;

– სკოლის თვითმმართველობაში არჩეული მოსწავლეების საშუალებით, წარადგინოს თავისი ინტერესები და მოსაზრებები სკოლის ადმინისტრაციაში;

– გარანტირებული იყოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი;

– ავადმყოფობის ან სხვა გარემოებების არსებობისას, რომლიც ხელს უშლის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობას, მიიღოს დამატებითი დახმარება;

– შექმნას სხვადასხვა სახის და შინაარსის კლუბები, წრეები, სექციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და სკოლის მისიას/მიზნებს;

– შეთავაზოს სკოლის ადმინისტრაციას წინადადებები, სასკოლო-სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;

– აირჩიოს სწავლება-სწავლის ფორმები;

– თვისუფლად დაესწრონ ღონისძიებებს, რომლებიც არ არის სასკოლო-სასწავლო გეგმით გათვალისწინებული;

– ჰქონდეთ  სწავლისა და შრომისათვის სათანადო სანირტარულ-ჰიგიენური პირობები;

4.3. ეკრძალებათ:

–     სკოლის სხვა მოსწავლეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;

– სკოლის სხვა მოსწავლეების სასკოლო-სასწავლო პროგრამით გაუთვალისწინებელ შრომით პროცესში ჩართვა მათი ან/და მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობის გარეშე.

–   სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა, სპირტიანი სასმელების და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ბილწსიტყვაობა;სკოლის შენობაში მზესუმზირის ჭამა,საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის,ან ყურთსასმენის შეტანა.

–  სკოლის მოსწავლეების იძულება გაერთიანდნენ საზოგადოებრივ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, რელიგიურ ორგანიზაციებში (გაერთიანებებში), მოძრაობებში და პარტიებში. აგრეთვე  მათი იძულებით ჩართვა აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობაში, სააგიტაციო კომპანიებში და პოლიტიკურ აქციებში:

4.4 სკოლის მოსწავლეები ვალდებული არიან:

– დაიცვან სკოლის ლოკალური აქტებით გათვალისწინებული სკოლის დებულება,  შინაგანაწესი, ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური მოთხონები;

– სასკოლო-სასწავლო გეგმის შესაბამისად დაესწრონ გაკვეთილებს და ისწავლონ კეთილსინდისიერად;

– გაუფრთხილდენ სკოლის ქონებას;

– პატივისცემით მოეპყრან საგანმანათლებლო პროცესის სხვა მონაწილეებს (სუბიექტებს), მათ პატივსა და ღირსებას; 

– შეასრულოს სკოლის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნები;

–  ყველა კონფლიქტური სიტუაცია გადწყვიტოს მშვიდობიანათ, მიმართოს დახმარებისათვის/რჩევისათვი სკოლის თანამშრომლებს, მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს);

სკოლის დისციპლინა სკოლაში ეფუძნება მოსწავლეების, პედაგოგიური პერსონალის და სკოლის სხვა თანამშროლების მხრიდან ადამიანური ღირსებების პატივისცემას;

4.5. სკოლის მოსწავლეების მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ:

– დაიცვან ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები, მიიღონ მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში.

– გაეცნოს სკოლის საგანმანათლებლო პროცესების შინაარსს და მიმდინარეობას, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია თავისი ბავშვის (ბავშვების) შეფასებების და მოსწრებების შესახებ;

4.6. მოსწავლეების მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) ვალდებული არიან:

– დაიცვან სკოლის დებულება და სკოლის შინაგანაწესი იმ ნაწილში, რომელიც ეხება მათ უფლებებს და მოვალეობებს;

– უზრუნველყონ მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და პირობები;

მშობლებს (კანონიერი წარმომადგენლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა  მოსწავლეების აღზრდაზე,  მათ მიერ ზოგადი განათლების მიღებაზე;

მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) სხვა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს/დადგინდეს სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და წინამდებარე დებულებას;

4.7. სკოლის თანამშრომლებს მიეკუთვნებიან პედაგოგიური მუშაკები, სასწავლო–სააღმზრდელო პერსონალი და სკოლის სხვა თანამშრომლები. სკოლის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

– წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით, მიიღოს სკოლის საქმიანობაში მონაწილეობა.

– დაიცვან პროფესიული პატივი და ღირსება;

– მიიღონ შრომის წახალისების მორალური და მატერიალური სტიმულები;

– დროულად და სრულად მიიღონ კუთვნილი შრომის ანაზღაურება;

– შეასრულონ სამუშაო რომელიც გათვალისწინებულა შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით);

– უსაფრთხო შრომის პირობების და გარემოს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჰიგიენის, უსაფრთხოების მოთხოვნებს/წესებს და მოქმედ კანონმდებლობას.

4.8. სკოლის თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან: სკოლის დებულება; ეთიკის კოდექსი; შრომის შინაგანაწესი;  შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობები; თანამდებობრივი და სხვა სახის  ინსტრუქციები;  ითანამშრომლონ მოსწავლეთა ოჯახებთან სწავლისა და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით, ხელი შეუწყოს მშობელთა საგანმანათლებლო მომსახურების მოთხოვნების დაკმაყოფილებას; აღმოუჩინონ მოსწავლეს კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრისას დახმარება და მხარდაჭერა;

4.9. სკოლის პედაგოგიურ თანამშრომლებს უფლება აქვთ:

– თავისუფლად შეარჩიონ და გამოიყენონ სწავლება–სწავლისა და აღზრდის მეთოდები, სასწავლო მასალები (მათ შორის დამხმარე) და სახელმძღვანელოები, აგრეთვე მოსწავლეთა შეფასების მეთოდები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;

– აიმაღლონ (პირადი, პროფესიული) კავალიფიკაცია;

– კვალიფიკაციის შესაბამისად, ნებაყოფლობით ჩააბაროს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული/დადგენილი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, დააგროვონ კრედიტ ქულები, გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატები;

4.10. პედაგოგიური თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან:

– სკოლის დებულება;

– სკოლის შრომის შინაგანაწესი;

– შრომითო ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობები;

–  თანამდებობრივი და სხვა ინსტრუქციები;

– ითანამშრომლოს მოსწავლეთა ოჯახებთან სწავლისა და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით, ხელი შეუწყონ მშობელთა საგანმანათლებლო მომსახურების მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

4.11. პედაგოგიური მუშაკების სასწავლო დატვირთვა (პედაგოგიური მოღვაწეობა) განისაზღვრება სასკოლო–სასწავლო გეგმის და სასწავლო პროგრამით განსაზღვრული  საათების რაოდენობის, სასკოლო პროცესის პედაგოგიური კადრებით უზრუნველყოფის შესაძლებლობის, სკოლაში მუშაობის სხვა პირობების შესაბამისად.

4.12. სამსახურეობრივი (დისციპლინარული წარმოება) მოკვლევა სკოლის პედაგოგიური პერსონალის მიერ პროფესიული ქცევის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება დაიწყოს ადმინისტრაციის ინიციატივით ან/და შემოსული საჩივრის/განცხადების (სავალდებულოა წერილობითი ფორმის დაცვა) საფუძველზე. საჩივრის/განცხადების ასლი უნდა გადაეცეს პედაგოგიურ მუშაკს, რომელსაც ეხება აღნიშნული საჩივარი/განცხადება;

სამსახურეობრივი მოკვლევის (დისციპლინარული წარმოების) მომდინარეობა და ფაქტების შეფასების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება საჯაროდ გამოქვეყნდეს, მხოლოდ დაინტერესებული პედაგოგიური მუშაკის თანხმობით გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელიც  ამ წესიდან  გამონაკლისს წარმოადგენს;

4.13. სკოლის საშტატო განაკვეთით გათვალისწინებულ თანამშრომელთა  დაკომპლექტება ხდება შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმების საფუძველზე, შრომითი კანონმდებლობის გათვალისწინებით  ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ვადიანი ასევე განუსაზღვრელი ვადით.

4.14. სკოლის თანამშრომელებზე შრომის ანაზღაურება და თანამდებობრივი სარგო გაიცემა შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული სამუშაოს და ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის.

5. სკოლის მართვა

5.1. სკოლის მართვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის“წესდებით და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

5.2. სკოლის მართვა ეფუძნება კერძო და თვითმმართველობით (მონაწილეობითი) პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის მართვის კერძო–საზოგადოებრივ ბუნებას.

5.3. სკოლის მართვის ორგანოებს წარმოადგენს:  სკოლის დირექტორი, დირექტორთა საბჭო (კომერციული დირექტორი, ხარისხის მართვის მენეჯერი, დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში/ლოჯისტიკა), სკოლის პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა.  უფლებამოსილების ვადები დგინდება შესაბამისი დებულებებით.

5.4. დებულება განსაზღვრავს სკოლის სტრუქტურას, სკოლის მმართველობითი ორგანოების კომპეტენციებს, მათი შექმნის წესს, უფლებამოსილების ვადებს და საქმიანობის წესს.

5.5. სკოლის დამფუძნებლების და შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის დირექტორის კომპეტენციას სკოლის მართვის სფეროში მიეკუთვნება:

– სკოლის დებულების ან,და შინაგანაწესის დამტკიცება, მასში ცვლილებების შეტანა;

– ფინანსური საქმიანობის კონტროლი;

– სკოლის დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება, დირექტორთან  შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება და შეწყვეტა;

– სკოლის დირექტორის წინადადების განხილვა და მოწონება, რომელიც ეხება სკოლის ფილიალის  ან,და წარმომადგენლობის შექმნასა და ლიკვიდაციას;

– სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მისი საქმიანობის/ტიპის მიმართულების შეცვლა, მათ შორის სალიკვიდაციო კომისიის დანიშვნა, შუალედური და შემაჯამებელი სალიკვიდაციო ბალანსის დამტკიცება;

– სკოლის დირექტორის წინადადების განხილვა და მოწონება, რომელიც ეხება სკოლის მფლობელობაში არსებული ქონების განკარგვას, განსაკუთრებით ფასიანი მოძრავი ნივთებთან მიმართებაში;

– სკოლის განსაკუთრებით ფასიანი ნივთების ჩამონათვალის დადგენა და ამ ჩამონათვალიდან ნივთების ამორიცხვა;

– სკოლის მფლობელობაში უძრავი ქონების გადაცემის და გამოთხოვის გადაწყვეტილების მიღება;

– სკოლის მიერ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებების მოწონება (თანხმობის მიცემა) და გადაწყვეტილებების მიღება;

– სკოლის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების საქმიანობის კონტროლი;

5.6. სკოლის უშუალო ხელმძღვანელობას და მართვას ახორციელებს დამფუძნებლების მიერ დანიშნული სკოლის დირექტორი ან/და დამფუძნებელი(–ლები).

5.6.1. სკოლის დირექტორის კომპეტენციებს განეკუთვნება სკოლის მიმდინარე საქმიანობების მართვა, გამონაკლის წარმოადგენს დამფუძნებლის უშუალო უფლებები.

5.6.2. სკოლის დირექტორი მინდობილობის გარეშე მოქმედებს თავის კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის წარმოადგენს სკოლას და მის ინტერესებს,  სკოლის სახელით დებს გარიგებებს, ღებულობს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, წარუდგენს დამფუძნებელს სკოლის საქმიანობის წლიურ ბუღალტრულ და საფინასო შინაარსის ანგარიშებს დასამტკიცებლად. ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს, საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის გეგმას, სკოლის საქმიანობის მარეგლამენტირებელ შიდა/ლოკალურ დოკუმენტებს, გამოსცემს ბრძანებებს და განკარგულებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სკოლის ყველა მუშაკისათვის.

5.6.3. სკოლის დირექტორის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე  ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები რეგლამენტირებულია კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

5.6.4. დირექტორი წარმოადგენს სკოლის ერთპიროვნულ აღმასრულებელ ორგანოს. დირექტორი ექვემდებარება დამფუძნებელებს.

5.6.5. სკოლის დირექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლების წინაშე, დამფუძნებლების მიერ დადგენილ ვადებში და წესით.

5.6.6. გარიგებები, რომლებშიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს სკოლის დირექტორი ან/და მსხვილი გარიგებები, არ შეიძლება განხორციელდეს და ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობის ძალა დამფუძნებელებთან შეთანხმების გარეშე.

5.6.7. სკოლის დირექტორი თავისი უფლებების რეალიზაციისას და მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად და გონივრულად სკოლის ინტერესების გათვალისწინებით.

5.6.8. სკოლის დირექტორს, კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა სკოლისათვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია მისი ბრალეული მოქმედებით (უმოქმედობით), მათ შორის სკოლის ქონების დაკარგვის შემთხვევაში.

5.6.9. სკოლის დირექტორის მოვალეობები არ შეიძლება სრულდებოდეს შეთავსებით. დირექტორის თანამდებობის შეთავსება სხვა ხელმძღვანელი თანამდებობებით (გარდა სამეცნიერო, სამეცნიერო–მეთოდური ხელმძღვანელობა) სკოლის შიგნით ან/და სკოლის გარეთ არ დაიშვება.

5.6.10. დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა:

– სასკოლო–სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროგრამების არასრულად განხორციელებისათვის;

– საგანმანათლებლო (სასკოლო–სასწავლო) პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე;

– მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისათვის;

– კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

5.7. შრომით კოლექტივს წარმოადგენს სკოლის ყველა მუშაკი, რომლებიც თავის შრომით ღებულობენ მონაწილეობას სკოლის მიზნების შესრულებაში. სკოლის შრომითი კოლექტივის უფლებამოსილება ხორციელდება სკოლის თანამშრომელთა საერთო კრების მეშვეობით;

5.7.1. სკოლის თანამშრომელთა საერთო კრება იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საერთო კრების მოწვევა შეუძლია დამფუძნებელს, დირექტორს ან სკოლის მუშაკთა საერთო რაოდენობის  ერთ მესამედს.

5.7.2. სკოლის შრომითი კოლექტივის თანამშრომელთა საერთო კრება გადაწყვეტილებებს ღებულობს შეხვედრაზე(კრებაზე), თუ მასში მონაწილეობს სკოლის მუშაკთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად თუ მას მხარი დაუჭირა/კენჭი უყარა კრებაზე მყოფმა თანამშრომელთა ნახევარზე მეტმა. შრომითი კოლექტივის საერთო კრება იკრიბება დირექტორის ან,და პედაგოგიური კოლექტივის გადაწყვეტილებით.

5.7.3. სკოლის თანამშრომელთა საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

– სკოლის დებულების ან,და შინაგანაწესის ახალი რედაქციის განხილვა, მიღება. მასში ცვლილებებისა და და დამატების შეტანა.

– დამფუძნებლის ან/და დირექტორის მიერ სკოლის დებულებაში ან,და შინაგანაწესში ცვლილება–დამატებების შეტანა ხდება სკოლის თანამშრომელთა საერთო კრებაზე და მტკიცდება დამფუძნებლის მიერ.

5.8. სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის სრულყოფის და განვითარების, პედაგოგიური პერსონალის პროფესიული დახელოვნების და შემოქმედებითი ზრდის  მიზნით  სკოლაში მოქმედებს პედაგოგიური საბჭო – რომელიც არის კოლეგიალური ორგანო და აერთიანებს სკოლის ყველა პედაგოგიურ მუშაკს.

5.8.1. პედაგოგიური საბჭოს სხდომები ტარდება სკოლის დირექტორის მოწვევითსაჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომა იმართება სკოლის დირექტორის ან სკოლის ყველა პედაგოგის არანაკლებ 1/3 (ერთი მესამედის) მოწვევით (ინიციატივით).

5.8.2. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია და მის  გადაწყვეტილებებს ძალა აქვს, თუ სხდომას ესწრება სკოლის ყველა პედაგოგიური მუშაკის არანაკლებ 2/3 და მის გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირა/კენჭი უყარა სხდომაზე მყოფ პედაგოგთა ნახევარზე მეტმა, კენჭისყრის პროცედურები განისაზღვრება პედაგოგიური საბჭოს მიერ. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

5.8.3.პედაგოგიური საბჭო სკოლის დირექტორის თავმჯდომარეობით:

– იხილავს საგანამანათლებლო შინაარსის სხვადასხვა ვარიანტებს   და არჩევს  მათი რეალიზაციის/განხორციელების საშუალებებს, სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის მეთოდებს,  ფორმებს.

– სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

– ორგანიზებას უწევს სამუშაოებს (დაგეგმვა, განხორციელება) პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების, მათი შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება–ხელშეწყობის მიზნით.

– იღებს გადაწყვეტილებებს  მიმდინარე კალენდარულ წელს შუალედური ტესტირების, გამოცდის  ან/და ჩათვლის ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით.

– იღებს გადაწყვეტილებებს მოსწავლის მომდევნო კლასში გადაყვანასთან, მომდევნო კლასში პირობით გადაყვანასთან (საშემოდგომო გამოცდა) დაკავშირებით. აგრეთვე მოსწავლის მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის მომდევნო სასწავლო წლისათვის იგივე კლასში დატოვებასთან  ან/და სწავლის სხვა ფორმით გაგრძელების დაკავშირებით.

– განიხილავს წლიურ კალენდარულ სასწავლო გეგმას; ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

– იღებს გადაწყვეტილებებს წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოვების შესახებ;

5.9. სკოლაში შეიძლება ფუნქციონირებდეს მოსწავლეთა თვითმართველობა. მოსწავლეთა თვითმმართველობას შეუძლია:

– აირჩიოს თავისი მოღვაწობის/საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებები;

– შექმნას თვითმმართველობის ორგანოები, განსაზღვროს მათი რაოდენობა და მიმართულებები;

– შეიმუშავოს რეკომენდაციები სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

– უფლებამოსილია სკოლის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;

– წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით შექმნას სასკოლო კლუბები;

– დაამტკიცოს თვითმმართველობის სამოქმედო გეგმა:

5.9.1. სკოლის თვითმმართველობა შედგება: ”საკანონმდებლო ორგანო” – საერთოსასკოლო მოსწავლეთა კონფერენცია; ”აღმასრულებელი ორგანო” – საპრეზიდენტო საბჭო; მოსწავლეთა თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ”მოსწავლეთა კონფერენცია”;

5.9. 2. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს უფლება აქვთ:

– მიიღოს მონაწილეობა ყველა საკითხის განხილვაში, რომელიც ეხება  სკოლის მოსწავლეებს სკოლის საქმიანობას;

– სკოლის საქმიანობასთან/მოღვაწებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს წინადადები;

– მოითხოვოს კონკრეტული საკითხის განხილვა, თუ აღნიშნულ წინადადებას მხარს უჭერს მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა უმრავლესობა;

5.9. 3. მოსწავლეთა თვითმმართველობის წვრები ვალდებული არიან:

– იყვნენ აქტიურები, მათდამი მინდობილ საქმეს მოეკიდონ შემოქმედებითად და პასუხისმგებლობით;

– რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ მოსწავლეთა სურვილები და მოთხოვნები;

6. თანამშრომელთა სამსახურში მიღების და ანაზღაურების წესი

6.1. სკოლის თანამშრომელთა სამსახურში მიღება რეგულირდება წინამდებარე დებულებით.

6.2. საშტატო განრიგის შესაბამისად, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში თანამშრომელთა სამსახურში მიღება, პედაგოგიური კადრების განაწილება საფეხურების და კლასების მიხედვით პასუხისმგებლობა მათი კვალიფიკაციის დონის შესაბამისობაზე   სკოლის დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება;

6.3.სკოლის თანამშრომლებსა და სკოლას შორის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ფორმით შედგენილი შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით). კონტრაქტის პირობები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს შრომით კანონთა კოდექს.

6.4. მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი,  რომელიც სერტიფიცირებულია ზოგადი განათლების შესახებ კანონით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (დიპლომი, სერტიფიკატი);

ა)  დაწყებითი საფეხურის   მასწავლებელი – მასწავლებელი,  რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის,  რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი ან საგნობრივი ჯგუფი  დაწყებით საფეხურზე; ბ)  საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი,  რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის,  რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგანი საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე; გ)  საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი; – მასწავლებელი,  რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის,  რომ ასწავლოს ყველა საგანი,  რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე; დ)  სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი; ე) სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი – მასწავლებელი,  რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის,  რომ ასწავლოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს.

6.5. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს ნასამართლობის მქონე პირი ან/და პირი რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს.

6.6. შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის სკოლის მუშაკს ეძლევა შრომითი ანაზღაურება (ხელფასი) თვეში ერთხელ. სკოლის მუშაკის მიერ  სხვა სამუშაოს შესრულება, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არ რეგულირდება, ანაზღაურდება დამატებითი შრომითი ურთიერთობის (კონტრაქტის) ფარგლებში, გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევები;

6.7. სკოლის მუშაკების სახელფასო განაკვეთი დგინდება სკოლის დირექციის მიერ; მუშაკებს ასევე უფლება აქვთ მიიღონ ხელფასზე დანამატი, პრემია სხვა სახის წამახალისებელი ხასიათის ფულადი ან/და მატერიალური კომპენსაცია;

7. საქმიანობისმარეგულირებელიდოკუმენტები

7.1. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა გამოსცემ შემდეგი სახის ლოკალურ აქტებს:

– სკოლის შინაგანაწესი;

– დირექტორის ბრძანებები,დადგენილება, მითითება და განკარგულებები;

– ინსტრუქციები;

– ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქცია;

– თანამდებობრივი ინსტრუქციები;

– მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება;

– ხარისხის მართვის დებულება;

– კათედრების დებულება;

– სასკოლო – სასწავლო გეგმა;

– მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადების დებულება;

– სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი და საფინანსო-ეკონომიკური ხასიათის მარეგულირებელი სხვა ლოკალური აქტები;

7.2. სკოლის ლოკალური აქტებისშემუშავება და მიღება ხდებასკოლის მმართველობითი ორგანოების მიერ, ამ დებულებით განსაზღვრული წესით უფლებამოსილების ფარგლებში და კანონიერ იურიდიულ ძალას იძენს დირექტორის ბრძანებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას;

7.3. პირები, რომლებთანც ფორმდება შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი), საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება – I, II, III საფეხურის მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) უნდა გაეცნონ წინამდებარე ხელშეკრულებას.

7.4.წინამდებარე დებულების ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლები) ხელმისაწვდომ ადგილას.