შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის

შინაგანაწესი

თავი I.

ზოგადი დებულებები

1.1  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება  შპს   თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია (თნკსა) თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, შეზღუდული  პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდების, სკოლის დებულებისა  და შინაგანაწესის საფუძველზე.

1.2. შ.პ.ს. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის(თნკსა) მისია:

შპს ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.

1.3 შრომის შინაგანაწესი შედგენილია საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მოთხოვნათაგათვალისწინებით და ეფუძნება საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედ კანონებს და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისსქემა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი _ საქ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010წ. 14.VII. ბრძანება #57/ნ. 
  • მოსწავლის ქცევის კოდექსი _ საქ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010წ. 30.VIII. ბრძანება #79/ნ.

1.4.  შრომის შინაგანაწესი მიზნად ისახავს სკოლაში შრომის დისციპლინის განმტკიცებას, შრომის სწორ ორგანიზებას, სამუშაო დროის სრულ და რაციონალურ გამოყენებას.

1.5. სკოლის ყველა პედაგოგი, თანამშრომელი, მოსწავლე და მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, მოვალეა დაიცვას შრომის შინაგანაწესი.

თავი II.

მუშაკის სამუშაოზე მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი

შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო  სკოლა-აკადემიაში  მუშაკის მიღება ხდება საკონკურსო შერჩევის  საფუძველზე.

2.1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში  ვაკანტური საათების შესავსებად კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური საათების დასაკავებლად დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან.

2.2. კონკურსის მიზანი 

კონკურსის მიზანია ვაკანტური საათების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. კერძოდ, კანდიდატის კვალიფიკაციის, ცოდნის, პროფესიული უნარ-ჩვევების, ­პიროვნული თვისებების შეფასება და ვაკანტური საათების დასაკავებლად დადგენილ სავალდებულო სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა.

2.3. კონკურსის პრინციპები

კონკურსის პრინციპებია:

ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმი­ნაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;

ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისათვის;

გ) კოლეგიურობა – კონკურსი  უნდა ჩატარდეს ვაკანტური საათების დასაკავებლად დადგენილ სავალდებულო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უნდა განხორციელდეს საკონკურსო კომისიის  (შემდგომში კომისია) მიერ;

დ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს აღქმადი და კორექტული. კომისია უნდა იყოს კეთილ­განწყობილი და არ ახორციელებდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

 2.4. კონკურსის ჩატარების წესი

1. სკოლაში საგნის ვაკანტური საათების არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება კონკურსის საფუძველზე. 

2. კონკურსის ჩატარების ეტაპებია:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

3. კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატს შესაძლებელია მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

2.5. კონკურსის გამოცხადების წესი

1. სკოლის დირექტორი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსს და განსაზღვრავს კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადებს.

2. კონკურსის შესახებ განაცხადი  უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულდასაქმების ვებგვერდზე –   www.pedagogi.ge/teacherjobs.ge.

3.  კონკურსის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)  სკოლის დასახელება

ბ)  საგნის დასახელება, რომელშიც კონკურსის წესით გამოცხადებულია ვაკანსია;   

გ)  სავარაუდო კლასები და საათების რაოდენობა;

დ)  კანდიდატის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

ე) ანაზღაურების სავარაუდო ოდენობა;

ვ) განაცხადის შეტანის წესი;

ზ) კომისიის მისამართი (სკოლის მისამართი).

4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს,  რომელიც არ არის ნასამართლევი, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური საათების დასაკავებლად დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს.

5. კომისიის მიერ ხდება წარდგენილი განაცხადების გადარჩევა და შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება.

2.6. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების წარდგენა

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს  სკოლის კომისიის მისამართზე ან/და სკოლის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ( [email protected] ) საშუალებით.

2. ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია/ cv;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3. თითოეული კონკურსის გამოცხადებისას შესაძლებელია ინდივიდუალურად განისაზღვროს სამუშაო გამოცდილების ვადა და სხვა დამატებითი მოთხოვნები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის  შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე. 

2.7. კომისიის შემადგენლობა 

1. კონკურსს ატარებს სკოლის კომისია, რომელიც შედგება მინიმუმ 3 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს სკოლის დირექციის წარმომადგენელი და შესაბამისი საგნობრივი კათედრის წევრი.

2. თითოეულ კომისიას უნდა ჰყავდეს თავმჯდომარე და მდივანი. 

3. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნას გარეშე პირი.  

2.8. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და კონკურსის შედეგები

1. კონკურსის დროს კომისია განიხილავს თითოეულ განაცხადს. კანდიდატს  კომისია შეარჩევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და გასაუბრების გზით. საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში, კანდიდატის საბოლოო შერჩევა ხდება აღნიშნული გაკვეთილის შეფასების გათვალისწინებით. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის ოქმით. 

2. კომისია გასაუბრების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს თითოეული კანდიდატის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს.

3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრ­თა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის 

თავმჯდომარის ხმა. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

5.  კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 

6. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას.

7. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, კომისიამ შესაძლებელია  შეარჩიოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს.

 8. თუ კომისიამ ვერ შეარჩია შესაბამისი კანდიდატი ან ამ ვაკანტურ ადგილზე არ იქნა მიღებული არც ერთი განაცხადი, კონკურსი ითვლება ჩაშლილად.  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის შესახებ ფორმდება შესაბამისი ოქმით.

2.9. საპრეტენზიო კომისია 

1. პირს კომისიის შედეგების გასაჩივრება შეუძლია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 

2. კონკურსის პროცედურებისა და შედეგების გასაჩივრებისათვის პირმა განაცხადი უნდა შეიტანოს სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას.

3.  საპრეტენზიო კომისია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრისაგან. 

4. საპრეტენზიო კომისიას უნდა ჰყავდეს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების  უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვე­ვაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

8. საპრეტენზიო განაცხადი განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიამ საკითხის არსებითად განხილვის შედეგად, შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 2.10. კონკურსის შედეგების გასაჩივრება

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 2. 11. კონკურსის ჩატარების განსხვავებული წესი

საჭიროების შემთხვევაში სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  დაადგინოს ამ წესისგან განსხვავებული კონკურსის ჩატარების წესი.

2.12. თანამშრომელი/მასწავლებელი/ სკოლაში ინიშნება საკონკურსო შერჩევის საფუძველზე.შრომითი ხელშეკრულებისა და სამსახურეობრივი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ .

2.13.  სამუშაოზე მიღებისას წარსადგენი დოკუმენტაცია:

შრომითი ურთიერთობის გაფორმებისას კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფოტოსურათი  ¾ ;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/ CV;

ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

 ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) პირადობის მოწმობის ასლი;

თ) სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;

ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 

2.14. შეთავსებითი სამუშაო: პირები, რომლებიც სამუშაოზე მიიღებიან შეთავსებით, სკოლისმოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ცნობა ძირითადი სამუშაოადგილიდან, დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის გრაფიკის მითითებით;

2.14. შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადისამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.

  • 2.15.     დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებითშეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთანდაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითისამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

2.17.    შრომითი ხელშეკრულებასამუშაოზე მიღება ფორმდება წერილობითი ფორმით, სკოლასა დამუშაკს  შორის ხელშეკრულებაზე  ხელისმოწერით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიარ შეიძლება იყოს ,,შრომის კანონთა კოდექსითა” და ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონითგარანტირებულ უფლებებზე ნაკლები;

2.20.    მუშაკის სამუშაოზე მიღებისას ან დადგენილი წესით მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანისასადმინისტრაცია ვალდებულია გააცნოს მას შემდეგი დოკუმენტები:

  • სკოლის შინაგანაწესი/სამსახურებრივი ინსტრუქციები.

აღნიშნული დოკუმენტების გაცნობას მუშაკი ადასტურებს ხელმოწერით.

2.21. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის შემდეგ, ადმინისტრაცია გამოსცემს ბრძანებას მუშაკისსამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით.

2.22.   ყოველ მუშაკზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება:

კადრების აღრიცხვის ფურცელი/CV ან,და ავტობიოგრაფია, განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიული მომზადების/გადამზადების და ატესტაციის შედეგების დამადასტურებელიდოკუმენტების ასლები, შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამედიცინო დასკვნაჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ, ამონაწერი ბრძანებიდან დანიშვნის, გადაყვანის, წახალისებისა და გათავისუფლების შესახებ. აქვე ინახება შრომითი  ხელშეკრულების (კონტრაქტის) ერთი ეგზემპლარი. პირადი საქმე სკოლაში ინახება მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 წლისგანმავლობაში;

2.23.  მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები:

      ა. საპატიო მიზეზის (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა/, 

      ბ. საპატიო მიზეზის გარეშე, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში  სამუშაო საათების (საგაკვეთილოდა არასაგაკვეთილო საათების) გაცდენა;                                              

      გ. სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებისზემოქმედების ქვეშ გამოცხადება;

      დ. მუშაკის მიერ, რომელიც უშუალოდ ემსახურება და პასუხისმგებელია ფულად ან მატერიალურფასეულობებზე, ბრალეული ქმედების  ჩადენა, ქონების (მათ შორის წვრილმანი) მითვისება, გაფლაგვა, მისი განზრახ განადგურება ან დაზიანება, თუ ეს ქმედება იძლევა ადმინისტრაციისმხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის საფუძველს;

       ე. მუშაკის მიერ, რომელიც ასრულებს აღმზრდელობით ფუნქციას, მოცემული სამუშაოს შეუსაბამოამორალური საქციელის ჩადენა სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს (სასკოლო სასწავლოგეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერიღონისძიების მიმდინარეობის დროს), რის შედეგადაც შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოსგაგრძელება;

   ვ. განმეორებით, წლის განმავლობაში, სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რისთვისაც მუშაკს გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი დისციპლინური სახდელი;

   ზ. მოსწავლეზე არაერთჯერადი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა (მოსწავლის დაშინება,´რაიმე ინფორმაციის გამოძალვა, მისი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით) გასათავისუფლებელიმუშაკის  ბრალეული ქმედების დადასტურების შემთხვევაში;

   თ. კორუფციულ ურთიერთობაში (გარიგებაში) მონაწილეობა, კორუფციის ნებისმიერი  გამოვლინება.

2.24.   ზოგადი განათლების მასწავლებლის სახეები:

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი _ მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაციაიმისათვის, რომ ასწავლოს ესგ_ით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგანი დაწყებითსაფეხურზე;

ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი _ მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭიროკვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ესგ_ით გათვალისწინებული საგანი საბაზო და საშუალოსაფეხურებზე;

გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი _ მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო  

კვალიფაკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ყველა საგანი,  რომელიც ესგ_ით

გათვალისწინებულ ერთ საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული, საბაზო ან/და

საშუალო საფეხურზე. 

დ) სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი _ მასწა სამუშაო კვირითავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს სპეციალურისაჭიროებების მქონე მოსწავლეებს.       

თავი III.

სამუშაო დრო და პირობები

3.1. სამუშაო დრო: პედაგოგიური მუშაკების (სამუშაო) დროის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმიგანისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული განრიგით. როგორც წესი, 55დღიანი სამუშაო კვირითა და ორი დასვენების დღით  ,

სამუშაო დრო (კანონმდებლობით განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც მუშაკივალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო) განისაზღვრება სკოლის წლიური სასწავლოგეგმით, სასწავლო ცხრილითა და თანამდებობრივი მოვალეობებით, რომელიც აკისრიათ მათშრომითი ხელშეკრულებით.

3.2.ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების  ჩატარებისათვის (სრულიკვირეული 36 საათიანი დატვირთვის შემთხვევაში/,  არამედ  განათლების დონის ამაღლებისათვის, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის.                                                                                                                           3.4. პედაგოგიური მუშაკისსაათობრივი დატვირთვა (კლასებისა და საათების რაოდენობა კვირაში) ახალი სასწავლოწლისათვის განისაზღვრება სკოლის ადმინისტრაციის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან,დასასკოლო-სასწავლო გეგმით; იმ შემთხვევაში, როცა პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვა არარის განსაზღვრული კონტრაქტით, პედაგოგიური მუშაკი ითვლება მიღებულად სასწავლოდატვირთვის იმ მოცულობაზე, რომელიც დადგენილია სკოლის დირექტორის ბრძანებით მისისამუშაოზე მიღებისას;

3.5. საათების განაწილება: მასწავლებლებზე საათების განაწილების საკითხის გადაწყვეტისასუმთავრესია მასწავლებლის საგნობრივი და პედაგოგიური კვალიფიკაცია, კერძოდ, როგორია მისისწავლება/სწავლის შედეგები. თუ კლასში მოსწავლეების უმრავლესობა ვერ ძლევს სასწავლოგეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტს, სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგიურიმუშაკის სასწავლო დატვირთვა შეიძლება შემცირდეს ადმინისტრაციის ინიციატივით. პედაგოგის სასწავლო დატვირთვა ასევე შესაძლოა შემცირდეს სასწავლო გეგმითა და პროგრამებითსაათების ან კლასების შემცირების შემთხვევაში; 

3.6. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე. თუ მუშაკი არ არისთანახმა, გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეწყვეტილად ითვლება;

3.7. გამოთავისუფლებული დღე:  პედაგოგიური მუშაკებისათვის, იქ სადაც შესაძლებელია,  დაწესდეს კვირაში ერთი თავისუფალი დღე (საგაკვეთილო საათების გარეშე) მეთოდურისამუშაოებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

3.9. სამსახურში გამოცხადების წესი:  მასწავლებელი სამსახურში გამოცხადებისას ავსებს ტაბელს _ ხელის მოწერით ადასტურებს სკოლაში გამოცხადებასა და სკოლიდან გასვლას შესაბამისი ზუსტიდროის მითითებით. ტაბელის წარმოებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა ევალება სკოლისსასაწავლო პროცესის მენეჯერს ან დირექტორის მიერ უფლებამოსილ პირს.     

3.10. პედაგოგიურ მუშაკებს ეკრძალებათ, თავიანთი შეხედულებისამებრ შეცვალონ სამუშაო გრაფიკიდა საგაკვეთილო ცხრილი;    

სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები

3.11. თუ მუშაკი ვერ ახერხებს სამსახურში გამოცხადებას რაიმე საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობისგაუარესება, ქორწინება, მძიმე ოჯახური გარემოებები და სხვა), იგი ვალდებულია, წინასწარგანცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში ტელეფონით ან სხვა საშუალებით აცნობოს ადმინისტრაციისრომელიმე წევრს, არაუგვიანეს ერთი საათისა სამუშაოს დაწყებამდე .სამუშაო დღის განმავლობაშიშეტყობინების არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოსადმინისტრაციული სახდელი;

3.12. სამსახურში გამოცხადების შემდეგ თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს გაცდენილისამუშაო დრო ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკით (გარდა იმ შემთხვევისა, როცაარსებობს წინასწარი შეთანხმება კონკრეტულ პირთან მისი შეცვლის თაობაზე).

3.13. გაცდენილი საგაკვეთილო საათები არ ანაზღაურდება; გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაშიმასწავლებელს დაექვითება გაცდენილი საათი და ანაზღაურება მიეცემა იმას, ვინც რეალურადჩაატარებს გაკვეთილს.     

სასწავლო პროცესი:                                 

1.  სკოლაში I_დან XII კლასამდე მთელი წლის განმავლობაში დადგენილია ხუთდღიანი სამუშაოკვირა;

2.      სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში;

3.      სასწავლო პროცესი იწყება 9:00;

4.      გაკვეთილების ხანგრძლივობაა – 35-45 წუთი, შესვენება 5-10 წუთი;

5.      სასკოლო დროის ხანგრძლივობა სკოლაში დილის 9.00სთ_დან საღამოს 16.სთ_მდე. 

6.      კაფეტრია (სასადილო) მუშაობს 9:00-დან 16:00-მდე;

7.      კანცელარია მუშაობს 9:00-დან 16.00 სთ-მდე;

თავი IV. 

მასწავლებლის უფლება-მოვალეობები

4.1.1.მასწავლებელს უფლება აქვს: 

4.1.1.  სამუშაო პირობების შექმნამოსთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას მუშაობისათვისაუცილებელი პირობების შექმნა, ასევე მოსთხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეებს მათთვისდაკისრებული მოვალეობების შესრულება; 

4.1.2    რესურსებით სარგებლობის უფლებაისარგებლოს სასწავლებლის უძრავ_მოძრავი ქონებითსაკუთარი პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად. 

4.1.3.   ინფორმაციის მიღების უფლებამიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადისაიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, ადმინისტრაციისაგან სკოლის ფუნქციონირებისნებისმიერ საკითხზე, სკოლის აკრედიტაციისა (ავტორიზაციის) და თანამშრომელთა ატესტაციისპირობებისა და ვადების შესახებ; როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებისპირობების შესახებ; 

4.1.4. გამოხატვის თავისუფლებასასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა. 

4.1.5.   გაერთიანების უფლებაგაერთიანდეს ან თავად შექმნას საზოგადოებრივი

ორგანიზაციები, რომელთა მიზანია მოქალაქეთა პროფესიული, სოციალური, ეკონომიკური  და სხვაინტერესების დაცვა; დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მათ საქმიანობაში, გარდა კანონითგათვალისწინებული შემთხვევებისა. 

4.1.6.   მშობლის დაბარების უფლებასკოლის სასწავლო პროცესის მენეჯერთან ან დირექციასთანშეთანხმებით სკოლაში დაიბაროს მოსწავლის მშობელი;

4.1.7.   მართვაში მონაწილეობის უფლებაპირადად წესდებით განსაზღვრული ფორმით, მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში, აირჩიოს და არჩეულ იქნას სკოლის ექსპერტთა საბჭოში(ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

4.1.8.   განხილვებში მონაწილეობის უფლებამოითხოვოს სკოლის ფუნქციონირებასთანდაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა პედსაბჭოზე ან დირექციასთან. სკოლის მიერმასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მოითხოვოს და მიიღოს მისი აზრის მოსმენისა დაგანხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა;

4.1.9.   გასაჩივრების უფლება: თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროსსკოლის უკანონო ქმედებები სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესით. 

4.1.10. სწავლა_სწავლების აკადემიური თავისუფლებამასწავლებელს აქვს სწავლის, სწავლებისადა კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნულისასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას  და  სკოლის ინტერესებს;

4.1.11. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობამასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. დაუშვებელია მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინასასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

4.1.12. მოსწავლის გაძევების უფლებამასწავლებელს უფლება აქვს გაკვეთილიდან გააძევოსმოსწავლე მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (როცა მოსწავლე არ ემორჩილებამასწავლებლის კანონიერ მოთხოვნებსა და მითითებებს, შეურაცხყოფას აყენებს თანაკლასელს ანმასწავლებელს, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს კლასზე ან მასწავლებელზე და თავისიქმედებით ფაქტობრივად შლის საგაკვეთილო პროცესს). მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლისგაძევება გაკვეთილიდან ზედამხედველის გარეშე.

4.2.მასწავლებელივალდებულია:                                                                                                                                                                                          

4.2.1.   შინაგანაწესის შესრულებაშეასრულოს სკოლის დებულებით,  შინაგანაწესით,წესდებით,შრომითი ხელშეკრულებით ,სამსახურებრივი ინსტრუქციებით,განსაზღვრული მოთხოვნები.

4.2.2.   მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებაკეთილსინდისიერად შეასრულოს მასზედაკისრებული პროფესიული მოვალეობები, იზრუნოს მოსწავლეთა სწავლა_აღზრდის ხარისხისამაღლებაზე, რაციონალურად გამოიყენოს საგაკვეთილო დრო;

4.2.3ეთიკის დაცვამოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას  დაიცვასეთიკის ნორმები. იხელმძღვანელოს მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსით.

4.2.4კვალიფიკაციის ამაღლებასისტემატურად აიმაღლოს თავისი სამეცნიერო_მეთოდური დონედა კვალიფიკაცია;

4.2.5მასწავლებლის პორტფოლიომასწავლებლის პროფესიული განვითარება, პრაქტიკულიგამოცდილება და პროფესიული წარმატებები აღირიცხება მასწავლებლის პროფესიულიგანვითარების პორტფოლიოს მეშვეობით. სკოლა შეიმუშავებს საკუთარი საქაღალდეს/პორტფოლიოს, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.   

4.2.6შემოქმედებითობამუდმივად გამოავლინოს შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობისმაღალი შედეგების მისაღწევად. 

4.2.7.   დოკუმენტაციის შევსებასისტემატურად, დროულად და აკურატულად შეავსოს დადგენილისასკოლო თუ საკლასო დოკუმენტაცია;

4.2.8    პედსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობამონაწილეობა მიიღოს პედაგოგიური საბჭოსსხდომების მუშაობაში; პედსაბჭოს სხდომის შესახე  წინასწარ ეცნობება პედაგოგს, რასაც ისდაადასტურებს ხელმოწერით;

4.2.9.   თანამშრომლობა კათედრასთანითანამშრომლოს საგნობრივ კათედრასთან და შეასრულოსკათედრის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობები; საგაკვეთილო დროის გარდასისტემატური შეხვედრები ჰქონდეს თავის კოლეგებთან, სადაც მოხდება მიმდინარე პრობლემებსადა საჭიროებებზე მსჯელობა, სიახლეების განხილვა, გამოცდილების გაზიარება.

4.2.10მოსწავლის კონსულტაციაჩაუტაროს კონსულტაცია მოსწავლეს (მისი თხოვნისშემთხვევაში), რომელმაც საპატიო მიზეზით გააცდინა გაკვეთილები, განუსაზღვროს მას ვადებიგამოტოვებული მასალის ჩასაბარებლად/აღსადგენად, ასევე, გაუწიოს კონსულტაცია გადასაბარებელდა საშემოდგომო გამოცდების ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით.

4.2.11. კურატორიშეასრულოს კლასის კურატორის თანამდებობრივი მოვალეობები მასწავლებლისყველა უფლება-მოვალეობის შენარჩუნებით. დამრიგებლის საქმიანობები და მოვალეობებიგანსაზღვრულია ესგ_ითა და სასკოლო სასწავლო გეგმით;

4.2.12შეფასების სისტემის გაცნობა მოსწავლეებისათვისგააცნოს მოსწავლეებსა და მშობლებსთითოეულ კლასში (შეფასების კრიტერიუმების საკლასო ოთახში გამოკვრითა და მშობელთაკრებებზე დასწრებით, ინტერნეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), თუ როგორისისტემითა და რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება (შეფასების ფურცლების ეგზემპლარებისქსეროკოპირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.);

4.2.13კომენტარებისა და ჩანაწერების წარმოებამოსწავლეები სემესტრის ან/და სასწავლო წლისბოლოს შეაფასოს კომენტარებით, რომელიც მშობლებისათვის გასაცნობად და გასაანალიზებლადსაბოლოოდ გადაეცემა კლასის დამრიგებელს.

4.2.14სამსახურში დროული გამოცხადებასამსახურში გამოცხადდეს ცხრილით განსაზღვრულიგაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე; სამსახურში გამოცხადდეს სამუშაო დროისდაწყებისთანავე და/ან შვებულების ვადის გასვლისთანავე.  

4.2.15მორიგეობასკოლის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული გრაფიკის შესაბამისად,  სკოლისმუშაკები მორიგეობენ სხვადასხვა სართულის დერეფნებში და პასუხისმგებელნი არიან სასწავლოპროცესის ნორმალურ მსვლელობაზე. მორიგეობის წესებს და განრიგს ადგენს ადმინისტრაცია. კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი ვალდებულია ყოველ დასვენებაზე, საგაკვეთილოცხრილის გათვალისწინებით,  როგორც წესი, იმორიგეოს შესაბამისად სადამრიგებლო ანკონკრეტული საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებულ კლასთან და უზრუნველყოს წესრიგიშესაბამის საკლასო ოთახსა და მიმდებარე დერეფანში.  

4.2.16პუნქტუალობაარ დააგვიანოს კლასში შესვლა და გაკვეთილის დაწყება. რაციონალურადგამოიყენოს საგაკვეთილო დრო.

4.2.17აღრიცხვის წარმოებასპეციალურ ჟურნალში ყოველდღიურად აღრიცხოს თითოეულ კლასშიმოსწავლეთა დასწრება, ასევე გაკვეთილზე მოსწავლეთა დაგვიანებისა და მოსწავლისგაკვეთილიდან გასვლის შემთხვევები; 

4.2.18საგაკვეთილო დისციპლინაუზრუნველყოს წესრიგი და სასწავლო დისციპლინა გაკვეთილისმსვლელობისას.

4.3. მასწავლებლის დამხმარე პერსონალი:

                                                                                                                                                          4.3.1.ფსიქოლოგიურისამსახური

სკოლას ემსახურება ფსიქოლოგი, რომელიც ასაკობრივ თავისებურებათა გათვალისწინებითსისტემატურად ახორციელებს:

  • სასკოლო ფსიქოდიაგნოსტიკას (ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და აანალიზებსშედეგებს, მონაწილეობს ხარისხის მართვის ჯგუფის საქმიანობაში, ადგენს შესაბამისგრაფიკებსა და დიაგრამებს).
  • კორექციულ-განმავითარებელ საქმიანობას (შეიმუშავებს რთული ფსიქიკისა და სოციალურიპირობების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდებსა და მექანიზმებს.)
  • მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა კონსულტირებას;
  • მასწავლებელს უფლება აქვს მიმართოს ფსიქოლოგს, რომელიც  ეხმარება მას პრობლემისდამოუკიდებლად გადაჭრაში, კლასის ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებითსასწავლო მეთოდების შერჩევასა და პიროვნებათა შორის ურთიერთობების სწორადწარმართვაში.

ფსიქოლოგი სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს წლის სამუშაო გეგმას და უთანხმებს დირექციას. ფსიქოლოგი პერიოდულად ხვდება და ესაუბრება  ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონემოსწავლეებს, მათ შორის ასეთი მოსწავლეების გაკვეთილიდან გამოძევების შემთხვევაში;

4.3.2.გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელი პედაგოგი

სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი დამატებითი საგანმანათლებლოდა სააღმზრდელო მომსახურების ფორმით. ჯგუფის აღმზრდელი პედაგოგი ეხმარება მოსწავლესსაგაკვეთილო მასალის მომზადებაში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლის საბაზისო სასწავლოუნარ_ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას G(გახანგრძლივებული ჯგუფი იქმნება საჭიროებისშემთხვევაში, მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) მოთხოვნის შესაბამისად).

4.4.ხარისხის მართვის განყოფილება

4.4.1.სკოლაში მოქმედებს ხარისხის მართვის განყოფილება, რომელიც შედგება ხარისხის მართვისმენეჯერისა  და სასწავლო პროცესის კოორდინატორისაგან. 4.4.2.ხარისხის მართვის განყოფილებისფუნქციებია: 

  • კათედრების ეფექტური ფუნქციონიერების უზრუნველყოფა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მონიტორინგი;
  • ინოვაციური პროგრამების დანერგვა;
  • სკოლისა და მისი წარმომადგენლების საქმიანობის თვითშეფასება და საჭიროებათა კვლევების ჩატარება;
  • მოსწავლეთა მიღწევების კვლევების ჩატარება;
  • მშობელთა პედაგოგიზაციის ხელშეწყობა;
  • დირექციისათვის რეკომენდაციების წარდგენა. 

თავი V.

სკოლის ადმინისტრაცია 

5.1.ადმინისტრაციას უფლება აქვს:

5.1.1.   უფლებების შეზღუდვასასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულსაფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები;

5.1.2.   დამატებითი მომსახურებამოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმითგათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.

5.1.3.   გაკვეთილზე დასწრებაადმინისტრაციას, უფლება აქვთ დაესწრონ გაკვეთილზე პედაგოგსმასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ან შეუთანხმებლად. 

5.1.4.   ექსპერტ_კონსულტანტის მოწვევა:  მოიწვიოს სხვადასხვა საგნის ექსპერტ კონსულტანტები.

5.1.5.   გამოცდების ჩატარებამოსწავლეთა ცოდნის სრულად გამოვლენის მიზნით წლისგანმავლობაში ჩაატაროს ტესტირება ან სარეიტინგო გამოცდები გარკვეულ საგნებში, ასევეკლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები წინასწარ მის მიერ შემუშავებული ტესტირებისჩატარების დებულების საფუძველზე (თუ ამას საჭიროდ ჩათვლის). ამისათვის აუცილებელია, შესაბამისი კლასის მოსწავლეები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, თუ რა ფორმით (ზეპირი, წერილობითი თუ სხვა) იქნება გამოცდა. გამოცდის შედეგები აისახება წლიურ შეფასებაზე/ნიშანზე.

5.1.6.სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები

ა) სემესტრული გამოცდა; 

ბ) სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო წერა;

გ) წლიური გამოცდა; 

დ)  საშემოდგომო გამოცდა;

ე) ექსტერნატის გამოცდა;

ზ) სემესტრული გამოცდა ინიშნება: იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. სემესტრული გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით მოქმედი ესგ-ს და სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით; 

თ) I და II სემესტრის ბოლოს  V-XII  კლასებში (V კლასში მხოლოდ მეორე სემესტრში) სავალდებულოდ ტარდება სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო წერა, ყველა საგანში გარდა მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო თავდაცვა უსაფრთხოებისა. სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო წერა ასევე არ ტარდება საგნებში, რომელშიც იწერება ჩათვლა.

ი) წლიური გამოცდა: დანიშვნა – არდანიშვნის საკითხი წყდება სასკოლო სასწავლო გეგმით. (2021-2022    სასწ.  წლის  ესგ_ის მიხედვით);

კ)  საშემოდგომო გამოცდასკოლა დანიშნავს იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ კონკრეტულ საგანში/საგნებში ვერ გადალახა სკოლის მიერ განსაზღვრული ბარიერი. (კანონმდებლობით მოქმედი ესგ-სმიხედვით).

ლ) ექსტერნატის გამოცდა:

ექსტერნატის ფორმით  გამოცდას აბარებენ ის მოსწავლეები, რომლებიც განსაზღვრულია «ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ «საქ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ასევე ის მოსწავლეები, რომელთაც საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ზღვრულ საათებზე მეტი აქვთ გაცდენილი.

მ/ექსტერნატის ფორმის ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრებაკანონმდებლობით.

5.1.7. მოსწავლეთა გადაჯგუფებასაჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებთან კონსულტაციისშემდეგ, გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები გადაიყვანოს ერთი კლასიდან მეორე (პარალელურ) კლასში, რათა არ წარმოიქმნას ისეთი ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუშლიან სასწავლო პროცესისნორმალურ მიმდინარეობას.

5.1.8. მოსწავლის სკოლიდან დროებითი დათხოვნახუთ დღემდე ვადით დაითხოვოს მოსწავლესკოლიდან.

5.1.9. კვლევის ჩატარებაარსებული პრობლემების შესწავლისა და პრევენციის, ასევემასწავლებელთა ან მოსწავლეთა რეიტინგის დადგენის მიზნით სკოლაში ჩაატაროს კვლევა, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა სოციოლოგიური გამოკითხვები.

5.1.10. მოსწავლის დროებითი გათავისუფლებამშობლის განცხადების საფუძველზე (გარკვეულიოჯახური თუ სხვა გარემოებების გამო) შეუძლია, გარკეული ვადით გაათავისუფლოს მოსწავლესასწავლო პროცესისგან. გაცდენილი საათები მოსწავლეს ჩაეთვლება საპატიოდ (მასწავლებელთაინფორმირებულობას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი).

5.2. ადმინისტრაცია ვალდებულია:

5.2.1.ზოგადი განათლების შესახებ კანონის , სკოლის დებულების, შინაგანაწესის, საფუძველზეშეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მასზე დაკისრებული მოვალეობები;

5.2.2. პედაგოგიურ საბჭოსთან შეთახმებით შექმნას ობიექტური და დემოკრატიული სისტემა:

  • სკოლის თვითშეფასების;
  • მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისა და წახალისების;
  • გაკვეთილის შეფასების;
  • პედაგოგთა შეფასებისა და წახალისების;
  • მოსწავლესა და მასწავლებელზე დაკვირვების;
  • მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების.

5.2.3. აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ზომები დისციპლინის დამრღვევთა მიმართ;

5. 2. 4.შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისთავის ხელშემწყობიგარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა და დანერგვა;

5.2.5. იზრუნოს სკოლის თანამშრომელებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო და საქმიანი გარემოს ჩამოყალიბებაზე;

5.2.6.მხარი დაუჭიროს პედაგოგთა რაციონალურ ინიციატივასა და აქტივობას,  უზრუნველყოს სკოლისმართვაში მათი მონაწილეობა;

5.2.7.ექმნას სწავლა_სწავლების, სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის უსაფრთხო გარემო;

5.2.8. დაიცვას სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი და იხელმძღვანელოს მასწავლებლისა დამოსწავლის ეთიკის კოდექსებით. 

თავი VI.

მუშაკის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

6.1. მუშაკის წახალისება:

სამუშაო მოვალეობების სანიმუშო შესრულებისათვის, კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, ნოვატორობისათვის, აღსაზრდელების (მოსწავლეების)  სწავლებასა და აღზრდაში მიღწეულიწარმატებებისთვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

  • მადლობის გამოცხადება;
  • პრემიის გაცემა;
  • ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

6.1.2.მასწავლებელთა წახალისების საკითხი წყდება სკოლაში მოქმედი რეიტინგულ_დაგროვებითიმოდელის საფუძველზე. გადაწყვეტილებას პედაგოგის წახალისების შესახებ იღებს სკოლისადმინისტრაცია შესაბამის საგნობრივ კათედრასთან კონსულტაციის შემდეგ. კათედრას საკუთარიინიციატივითაც შეუძლია, ადმინისტრაციის წინაშე დააყენოს საკითხი რომელიმე პედაგოგისწახალისების შესახებ გარკვეული არგუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. წახალისება ხდებაზეპირი ან წერილობითი ბრძანების ფორმით და ეცნობება სკოლის მთელ კოლექტივს. წერილობითიბრძანება შევა მუშაკის პირად საქმეში/შრომის წიგნაკში.

6.1.3. მასწავლებელთა პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის:

მუშაკის მიერ შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერიმოვალეობის  შეუსრულებლობა, მათ შორის: დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენაან თვითნებური მიტოვება, სასკოლო დოკუმენტაციის არწარმოება ან უხარისხოდ,არადროულადწარმოება, გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევება ზედამხედველის გარეშე, მოსწავლის, მშობლის ანთანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობისეთიკის ნორმების დარღვევა, სამსახურებრივი გულგრილობა და დაუდევრობა ითვლებადისციპლინარულ გადაცდომად და ითვალისწინებს შემდეგ ადმინისტრაციულ სახდელებს: 6.1.4.მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს:

) გაფრთხილება

გაფრთხილება შეიძლება იყოს სიტყვიერი ან წერილობითირომელიც ფიქსირდება  დირექტორის ბრძანებით

  • სასკოლო/საკლასო დოკუმენტაციის არწარმოებისა ან უხარისხოდ და არადროულადწარმოებისათვის;
  • სამსახურში ორზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაცდენის;
  • ზარის დარეკვის შემდეგ გაკვეთილზე  ორჯერ დაგვიანებისათვის;
  • პედსაბჭოს ერთი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
  • დირექციის მიერ მიცემულ დავალების  უხარისხოდ ან დაგვიანებით შესრულებისათვის ;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.

) საყვედური

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევისათვის შეიძლება  გამოყენებულ იქნას 10იანიჯარიმა.

  • სასკოლო/საკლასო დოკუმენტაციის არწარმოებისა ან უხარისხოდ და არადროულადწარმოებისათვის;
  • სამსახურში ხშირი დაგვიანებისა ან არასაპატიო  მიზეზით გაცდენისათვის;
  • გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისათვის;(პირველსავე შემთხვევაში)
  • პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;                            მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევისათვის;  
  • სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის, (მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთანერთად)
  • უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის; 
  • მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობისათვის, თუ მისი დასწრება აუცილებელ საჭიროებადმიაჩნდათ კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს და დირექციას; 
  • დირექციის მიერ მიცემული დავალების არაკეთილსინდისიერი ან არადროული შესრულების ანსაერთოდ შეუსრულებლობისათვის; 
  • თუ რომელიმე კლასის მოსწავლეთა ან მშობელთა მხრიდან დირექციაში შევიდაარგუმენტირებული საჩივარი  მასწავლებელზე და საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა(ადმინისტრაციის წევრი ან ხარისხის მართვის ჯგუფი) დაადასტურეს საჩივრის ობიექტურობა დასაფუძვლიანობა;

სასტიკი საყვედური

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევისათვის შეიძლება  გამოყენებულ იქნას 10იანიჯარიმა.

  • ერთ სასწავლო წელს ორი საყვედურის ან სემესტრში გაფრთხილებისა და საყვედურის მიღებისშემდეგ დაკისრებული ნებისმიერი სახდელისათვის;
  • სამსახურში  სისტემატური დაგვიანებისათვის ან გაკვეთილების სისტემატიური გაცდენისათვის, რისთვისაც მას ადრე დაკისრებული ჰქონდა სხვა მსუბუქი დისციპლინური სახდელები;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
  • სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • მასწავლებლის მიზეზით გაკვეთილის ჩაშლისათვის;
  • კორუფციულ ურთიერთობებში მონაწილეობისათვის;
  • დამრიგებლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა არაერთგზის შეუსრულებლობისათვის, რაცმიიჩნევა სამსახურებრივ გულგრილობად ან დაუდევრობად;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების განმეორებით დარღვევისათვის; 

მასწავლებელი სამუშაოდან შეიძლება განთავისუფლდეს:

  • ერთი წლის განმავლობაში სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც იმსახურებს ადმინისტრაციულ სასჯელს;
  • პედაგოგიური ეთიკის ნორმების არაერთგზის უხეში დარღვევისათვის, თუ ადრე დაკისრებულიჰქონდა სხვა სახდელები;
  • მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;(პირვესავე შემთხვევაში)
  • სამსახურში გამოცხადებისას ან გაკვეთილებზე შესვლისას სისტემატიური დაგვიანებისა დაგაცდენისათვის, თუ ადრე დაკისრებული ჰქონდა სხვა სახდელები;
  • სკოლისათვის  მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანებისმიზეზი გახდა;
  • გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისათვის /მეორე შემთხვევაში, თუ პირველ შემთხვევაშიმიღებული აქვს სხვა სახის სასჯელი./
  • კორუფციულ ურთიერთობებში მონაწილეობისათვის(პირველივე შემთხვევაში)
  • თუ სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვევა, რომ მისი კვალიფიკაცია და მიღწეულიშედეგები არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს; 
  • მეცადინეობების ჩაშლისათვის; (მეორე შემთხვევაში)
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.(პირვესავე შემთხვევაში);
  • სკოლაში მთვრალ მდგომარეობაში გამოცხადებისა და დებოშის ატეხისათვის (პირველსავე შემთხვევაში);
  • სკოლაში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის (პირვესავე შემთხვევაში);
  • სკოლაში ცივი, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღის შემოტანისათვის თუ ამით შესაძლებელია საშიშროება შეექმნათ მოსწავლეებს და თანამშრობლებს;

თავი VII.

სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა და კლასიდან კლასში გადაყვანა

7.1.1.   I კლასში ჩასარიცხად სკოლის დირექცია აკეთებს განცხადებას საინფორმაციო დაფაზე, სკოლის ვებგვერდზე  და სკოლის ფეისბუკზე.

7.1.2. შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა – აკადემიის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.

7.1.3..  ჩარიცხვა ხდება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

  • მშობლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი პირადი ნომრით და მისი

ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

  • სამედიცინო ბარათი (ფორმა #100);
  • 2 ფოტოსურათი 3X4 (ფერადი);   
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები (ასეთისარსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების მიღების ვადას ადგენს სკოლისადმინისტრაცია;                                                                                                                                                                            

7.1.4.   ადმინისტრაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისას მშობელთან ,ან მის მეურვესთან დებსხელშეკრულებას, აგრეთვე მოსწავლესა და მის მშობელს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, რაცდასტურდება მშობლის ხელმოწერით ხელშეკრულებაზე ან სპეციალურ ფორმაში.  

7.1.5.   მოსწავლის კლასიდან მომდევნო კლასში გადასაყვანად სკოლა აწესებს განსაზღვრულმინიმალურ ბარიერს ყველა საგანში, რომლის დაძლევაც აუცილებელი პირობაა მომდევნო კლასშიგადასასვლელად. 

(მინიმალური ბარიერი გულისხმობს მინიმალურ საგნობრივ სტანდარტს შესაბამისი ქულით, ესგ-სშესაბამისად.).          

7.1.6.   ხარისხის მართვის ჯგუფი სემესტრში ერთხელ ატარებს სასკოლო კვლევებს კითხვისუნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხო ენებში, ისტორიაში დაბუნებისმეტყველებაში.  ტესტირების შედეგად მიღებული ქულა საგანში და მასწავლებლის მიერგამოყვანილი სემესტრული ქულა, როგორც წესი, შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან და მათშორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ერთეულზე მეტი.

7.1.7. კლასიდან კლასში გადასაყვანი წლიური ქულებია:

კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმის მე-17 მუხლის მე-4 და მე-51 პუნქტებისთ განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

7.1.8.პედაგოგიური საბჭო: მოსწავლის გადაყვანა კლასიდან კლასში, რომელსაც ეროვნულისასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში გადალახული აქვს სკოლის მიერ დადგენილიმინიმალური ბარიერი (აქვს დადებითი შეფასება), ხდება პედსაბჭოს გადაწყვეტილებით.      

7.1.9. საგნის გადასაბარებელი გამოცდები:

  • გადასაბარებელი გამოცდები მოსწავლეებს ენიშნებათ იმ შემთხვევაში თუ მათ საგანში მიიღესშეფასება 5,0 (დამრგვალების შემთხვევაში)  ან ვერ მოხვდა მისთვის სასურველ რეიტინგში დააქვს სურვილი გაიუმჯობესოს საკუთარი შედეგები კონკრეტულ საგანში.
  • თუ მოსწავლემ გადაბარების შემდეგ გააუმჯობესა შედეგები, საშემოდგომო გამოცდა არ ენიშნება. 
  • ორზე მეტი საგნის გადაბარება დაუშვებელია;

7.1.10.  საშემოდგომო გამოცდა

  • თუ მოსწავლემ რომელიმე საგანში გადაბარების შემდეგ მიიღო შეფასება 5,0 (დამრგვალებისშემთხვევაში) ან მასზე დაბალი მას ენიშნება საშემოდგომო გამოცდა;
  • საშემოდგომო გამოცდა ინიშნება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ მცირე ორი კვირითადრე.
  • საგნის მასწავლებელი ვალდებულია, ჩაუტაროს კონსულტაცია მოსწავლეს.
  • მოსწავლეებს კონსულტაციები ენიშნებათ სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით.
  • საშემოდგომო გამოცდის ფორმატი განისაზღვრება პედსაბჭოს მიერ დირექციასთან ერთადსასწავლო წლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე და დამრიგებლის საშუალებით ეცნობებამოსწავლესა და მის მშობელს წლის ბოლოს, რაც დადასტურებული უნდა იყოს მშობლისხელმოწერით.

7.1.11. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა:

  • საფეხურის წარმატებით დასრულება აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლეს შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება ჰქონდეს. 
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0   ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დაძლეული აქვს საფეხურის შესაბამისი კლასები, რაც აძლევს მას შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

თავი VIII. 

8.1. მშობლის უფლება-მოვალეობები

8.1.1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება. მასში ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმები;

8.1.2. ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ან თუ ერთ-ერთიმხარე არღვევს ხელშეკრულებას ან ერთ-ერთი მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებითგათვალისწინებულ პირობებს. 

8.1.3.მშობელს უფლება აქვს:

8.1.4. მოითხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობებისშესრულება; 

8.1.5.მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციისაგან სკოლისფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;

8.1.6. მიიღოს მონაწილეობა სკოლის საქმიანობაში (ინიციატივებები, პროექტები და ა.შ.);

8.1.7. ტელეფონით დაუკავშირდეს კლასის კურატორს შვილის აკადემიური მოსწრებისა დაყოფაქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ასევე შეუთანხმდეს მას შეხვედრაზე.

8.1.8. მშობლებისათვის შვილის შესახებ ინფორმაციის კოორდინირებული მიღების მიზნით სკოლაშისაგანგებოდ დაწესებულია მშობლის დღე. პირველი_მეოთხე კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვისყოველი თვის პირველი პარასკევი. ხოლო მეხუთე_მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვისყოველი თვის მეოთხე პარასკევი. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შესაბამისიგანცხადება გაკრული უნდა იყოს სკოლის შესასვლელში, ინტერნეტ რესურსების გამოყენების გზით(ვებ გვერდი, მასწავლებლის პერსონალური ვებ-გვერდი). მშობელს შეუძლია სკოლაში შემოსვლასასწავლო პროცესის  დროს  (მაგ. ადმინისტრაციასთან განცხადების შემოტანის მიზნით). 

8.6. მშობელს უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, გარკვეული ფულადი შემოწირულობა შეიტანოსსკოლის ანგარიშზე ან სკოლას შესთავაზოს გარკვეული სახის მომსახურება.

8. 2.    მშობელი ვალდებულია:

8.2.1. შეასრულოს სასწავლებლის შინაგანაწესითა და ადმინისტრაციასთან დადებულიხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები;

8.2.2. უზრუნველყოს შვილისთვის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნა;

8.2.3. მოსწავლე სკოლაში გამოუშვას სასკოლო ფორმით, ყვლა სასწავლო ნივთით აღჭურვილი, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ მოსწავლემ სკოლაში არ წამოიღოს არასაჭირო ნივთები. 

მოსწავლეებისთვის იკრძალება ყველა სახის სამოსი და აქსესუარი, რომელიც ხელს შეუშლის საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას:

  • სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი/კარიკატურა;
  • სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს არაკანონიერი ნივთიერებების გამოყენებას (იგულისხმება: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა; სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული მათი ლოგოები და საფირმო მარკები).

8.2.4. პირადად წარმოადგინოს განცხადება მოსწავლის სკოლიდან გათავისუფლების თხოვნით ანსკოლაში მოსწავლის დაბრუნებიდან 2 დღის განმავლობაში წარმოადგინოს განცხადება, რომელიცგანმარტავს მოსწავლის გაცდენის მიზეზს. უკიდურესი აუცილებლობის დროს, თუ მშობელსესაჭიროება შვილის განთავისუფლება დღის განმავლობაში რომელიმე გაკვეთილიდან/გაკვეთილებიდან, ტელეფონით დაუკავშირდეს კლასის დამრიგებელს და სთხოვოს მას მოსწავლისგანთავისუფლება. ყველა სხვა შემთხვევაში გაცდენა ჩაითვლება არასაპატიოდ.

8.2.5. საგნის მასწავლებლის, დამრიგებლის ან ადმინისტრაციის პირველივე მოთხოვნისთანავეგამოცხადდეს სკოლაში;

8.2.6. აანაზღაუროს სკოლისათვის მისი შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი;

8.2.7. სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები;

8.2.8.დაესწროს მშობელთა კრებას, რომელიც, როგორც წესი, გაიმართება ყოველი 2 თვეში ერთხელმაინც. პერიოდულად გაეცნოს შვილის შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ჯურნალში ,მასწავლებლის/კურატორის ვებ-გვერდზე.

8.2.9. იცნობდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს და ზრუნავდეს მოსწავლის მიერ მისდაცვა_შესრულებაზე.  

  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარებაშეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით. 

თავი IX. 

სკოლის მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი

9.1  მოსწავლეს უფლება აქვს

9.1.1. განათლების მიღებამიიღოს განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვისმისაღები და სკოლის წესდებით, შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;

9.1.2. ღირსეული მოპყრობამოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვისდაკისრებული მოვალეობის შესრულება; დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისადა შეურაცხყოფისაგან;

9.1.3. საკუთარი უფლებების ცოდნაფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებების, აგრეთვე მათიშეზღუდვის საფუძვლების შესახებ;

9.1.4. შეფასების კრიტერიუმების ცოდნაგაეცნოს კონკრეტულ კლასში მოქმედ შეფასების სისტემასდა მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;

9.1.5. ინფორმაციის მიღებამიიღოს სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორისინფორმაცია მისი შეფასების, ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუშემოქმედებითი კონკურსის პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით;

9.1.6. რესურსებით სარგებლობასასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოსსაგანამანათლებლო დაწესებულების უძრავ-მოძრავი ქონებით განათლების მიღების მიზნით; ისარგებლოს სასწავლებლის სამედიცინო სამსახურისა და სასადილოს ან კაფეტერიისმომსახურეობით, სარეაბილიტაციო და სპორტულ_გამაჯანსაღებელი საშუალებებით.

9.1.7. განხილვაში მონაწილეობამოითხოვოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისგანხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, პედსაბჭოსა და ადმინისტრაციის (დირექციის) სხდომაზე. თუმოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას.

9.1.8. აზრის თავისუფლებაგამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა, დაცულიიქნას ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისაგან;

9.1.9. დახმარების თხოვნამიმართოს ფსიქოლოგს და დირექტორს ან ადმინისტრაციისწარმომადგენელს კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად (მასწავლებელთან, მოსწავლესთან);

9.1.10. კონსულტაციის მოთხოვნასაპატიო გაცდენის შემთხვევაში მოითხოვოს მასწავლებლისკონსულტაცია.

9.1.11. ნიშნის გამოსწორებამოსწავლეს შეუძლია, გამოასწოროს არასასურველი ქულობრივიშეფასება, თუ ამის სურვილი გაუჩნდება (სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი პროცედურებისდაცვით).

9.1.12. ადგილის შერჩევათავად აირჩიოს კლასში სასურველი ადგილი (მერხი) გარდა იმშემთხვევისა, როცა მოსწავლე ხშირად საუბრობს მეწყვილესთან, რითაც ხელს უშლის საგაკვეთილოპროცესს. ამ შემთხვევაში მასწავლებელს უფლება აქვს, ბავშვი გადასვას სხვა ადგილზე თავისიშეხედულებისამებრ;

9.1.13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობამოსწავლის პირადი ცხოვრება

ხელშეუხებელია. არ შეიძლება, მოსწავლეს მოეთხოვოს, გაამჟღავნოს ინფორმაცია მის პირადცხოვრებაზე, ოჯახზე, პრობლემებზე მისი ნების საწინააღმდეგოდ (აღნიშნული ქმედებისგანხორციელება შეიძლება მხოლოდ პედაგოგიური და აღმზრდელობითი მიზნებისათვის, მიღებულიინფორმაციის გამოყენება მოსწავლის ინტერესების საზიანოდ დაუშვებელია).

9.1.14. სკოლას არა აქვს უფლება შეაგროვოს მოსწავლეზე ინფორმაცია, რომელიც  დაკავშირებულიამის რელიგიურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივშეხედულებასთან;

9.1.15. რწმენის თავისუფლებამოსწავლეებს აქვთ რწმენისა და სინდისის თავისუფლება, ასევეუფლება აქვთ, სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია.მშობელთა წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესზეფაკულტატური წესით,სწავლობენ რელიგიის ისტორიას და კულტურას.

9.1.16. დუმილის უფლებამოსწავლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის წარმოებისასისარგებლოს დუმილის უფლებით, ასევე   მშობელთან ერთად წარდგეს დისციპლინარული საბჭოს წინაშე (საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვთა უფლებების დეკლარაციის, საერთაშორისოშეთანხმებებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.)

9.2.   მოსწავლე ვალდებულია:

9.2.1პატივისცემით მოპყრობაპატივისცემით მოექცეს თანაკლასელებს და მასწავლებლებს;

9.2.2ქონების გაფრთხილებაგაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და პირად თუ სხვის სასწავლონივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

9.2.3. ზიანის ანაზღაურებაგამოასწოროს სკოლისათვის მიყენებული ზიანი და აანაზღაუროსმატერიალური ზარალი (მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ);

9.2.4. თანამშრომლებისადმი დამორჩილება:  შეასრულოს მასწავლებლებისა

(სკოლის მორიგის) და ადმინისტრაციის წევრების მოთხოვნები, თუ ეს

მოთხოვნები შეთავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან, წესებთან, შინაგანაწესსა, მშობელსა (ანკანონიერ წარმომადგენელს) და ადმინისტრაციას შორის დადებულ ხელშეკრულებასთან.

9.2.5გაკვეთილებზე დასწრებადაესწროს ყველა გაკვეთილს, საგაკვეთილო ცხრილისშესაბამისად. 

9.2.6.  ახსნა_განმარტების დაწერაწარუდგინოს კლასის დამრიგებელს ოფიციალურიახსნა-განმარტება გაცდენაზე, ერთი გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაშიც; 

9.2.7.   გაცდენილი მასალის ანაზღაურებაკონკრეტულ საგანში სასწავლო წლის განმავლობაშიგათვალისწინებული საათების 30%–მდე საპატიო გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია, საგნის მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ, ჩააბაროს მას განვლილი მასალა, რაცდადასტურებული უნდა იყოს საგნის მასწავლებლის სპეციალური ჩანაწერით/აქტით.

9.2.8გაკვეთილების მომზადებამოსწავლე ვალდებულია, მოამზადოს გაკვეთილი თითოეულსაგანში წინა გაკვეთილის გაცდენის შეთხვევაში.

9.2.9სასკოლო ფორმასკოლას დაწესებული აქვს სპეციალური სასკოლო ფორმა როგორცგოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან წინაწარშეთანხმებულიდიზაინის მიხედვით;

9.210. ფორმის გარეშე მოსწავლე არ დაიშვება გაკვეთილზე.   

9.2.11პუნქტუალობაიმყოფებოდეს  საკლასო ოთახში ზარის დარეკვისას და კლასში დაელოდოსმასწავლებლის მოსვლას;

9.2.12წესრიგის დაცვაპატივისცემით მოეპყრას ტექნიკური პერსონალის შრომას, გაითვალისწინოსმათი კანონიერი შენიშვნები, დაიცვას წესრიგი/სისუფთავე; 

9.2.13სასწავლო ნივთების ტარებაიქონიოს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისი სასწავლონივთები (იმის გათვალისწინებით, რომ კლასში თითოეულ მერხზე იყოს  ერთი წიგნი);

9.2.14ნებართვის აღებასაკლასო ოთახიდან გასვლის შეთხვევაში ითხოვოს

მასწავლებლის ნებართვა.

9.2.15. მოსწავლის ქცევის კოდექსიმოსწავლემ სასწავლო პროცესის დროს უნდა იხელმძღვანელოსმოსწავლის ქცევის კოდექსით.  

თავი X.

სკოლაში აკრძალული წესები და მოსწავლეთა პირადი გასინჯვა

10.1.მოსწავლეს ეკრძალება:

10.1.1. სკოლაში მოსვლა მოუწესრიგებელი და არააკურატული ვარცხნილობით არასასკოლო ფორმით;

10.1.2. გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად (ე. წ. `შატალო~);

10.1.3. გაკვეთილის გაცდენა დოკუმენტურად გაფორმებული საპატიო მიზეზის გარეშე; ასევეგაკვეთილზე დაგვიანება არასაპატიო მიზეზით;

10.1.4. სხვისი საკლასო ოთახის კარის შეღება და რომელიმე მოსწავლის გამოძახება გაკვეთილიდანგაკვეთილების მიმდინარეობის დროს.                                                  10.1.5.           სკოლის აღჭურვილობის(ხელსაწყოები, დაზგები, მუსიკალური ინსტრუმენტი, კომპიუტერი და ა.შ.) გამოყენებაუფლებამოსილი პირის  ნებართვის გარეშე;

10.1.7. ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთების (ცივი იარაღი_ნებისმიერი სახის და ზომის დანა ანსაჩხვლეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი)  ფლობა, ხმარება, შენახვა, სხვისთვისგადაცემა;

10.1.8. შესვენების დროს ,ან თავისუფალი გაკვეთილიდან სკოლის შენობიდან გასვლა დირექტორისან სასწავლო პროცესის მენეჯერის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისგანთავისუფლებულია რომელიმე გაკვეთილიდან 8.10. წესით.

10.1.9. სკოლის ქონების გაფუჭება/დაზიანება, საკლასო ოთახებისა და კორიდორების დანაგვიანება, კიბეებსა და ფანჯრებზე ნაგვის დატოვება, წარწერების გაკეთება, ამოკაწვრა, კედლებზეფეხსაცმლის მიდება, 10.1.10.   სკოლაში საღეჭი რეზინის ღეჭვა;

10.1.10.           სიგარეტის მოწევა, უცენზურო გამონათქვამები, აზარტული თამაშები, კარტის და სხვანივთების შემოტანა შენობაში, რომლებსაც არა აქვთ კავშირი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესთანდა არ არის მოწონებული სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და დირექციის მიერ;

10.1.11.           გაკვეთილზე მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო საშუალებებით სარგებლობა(გარდა საგანმანათლებლო მიზნებისათვის).

10.2.მოსწავლეთა პირადი გასინჯვა:

10.2.1. დირექტორს ან დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს (სასაწავლო პროცესისმენეჯერს, ადმინისტრაციის წევრს)  აქვს სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროსჩაატაროს მოსწავლის პირადი გასინჯვა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლეფლობს სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთს. 

  • პირადი გასინჯვის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაცდისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთისდა ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინურიგადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში უფლებამოსილი პირისმიერ. 
  • დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებებიმიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვისშედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. 
  • მოსწავლის პირადი გასინჯვის ნებართვის გაცემა შეუძლია მხოლოდ სკოლის  დირექტორის ანდირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,მისი  ზედამხედველობითა და პირადიპასუხისმგებლობით.

10.2.2. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე (გარდაკანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას) პოლიციისთანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, სკოლას შეატყობინოს კონტაქტისმიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოსმოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.

10.2.3სკოლის შინაგანაწესით აკრძალული Nნივთებია:  

  • მობილური ტელეფონი (გაკვეთილის მსვლელობისას) 
  • ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს (მაგ. “ფლეერი”), 
  • ნარკოტიკული ნივთიერებები, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლი, 
  • მომწავლელი აირები, იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულიქნას იარაღად;
  • სანთებელი ან ასანთი, ასაფეთქებელი,მომწამვლელი ნივთიერება და მოწყობილობა, 
  • აზარტული თამაშის საშუალებები (მაგ. კარტი).
  • უხამსობის ამსახველი ნივთები.
  • ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
  • ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

(იარაღი არის ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სხეულის დაზიანება ანსხვა პირის დაშინება, ასევე ნებისმიერი საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამმიზნით). ალკოჰოლი ან მისი შემცველი სასმელები, ნებისმიერი ფორმით.

10.2.4..  დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შენახვა, ფლობა ან გადაცემა. ასეთშემთხვევაში მოსწავლეს ჩამოერთმევა მოცემული ნივთი და გადაეცემა მშობელს.

10.2.5.  იარაღის შენახვის, ფლობის ან გადაცემისას მოხდება მისი ჩამორთმევა და გადაცემასამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასევე მოსწავლე ჩამოშორდება სასწავლო პროცესსგანსაზღვრული პერიოდით.

10.2.6. აკრძალულია მოსწავლის მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ფლობა, გამოყენება ანგავრცელება. თამბაქოს ნაწარმად ჩაითვლება სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხი, საღეჭი ან სასუნთქითამბაქო. ეს აკრძალვა ვრცელდება სკოლის ტერიტორიაზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულღონისძიებებზე.

თავი XI. 

  1. დისციპლინური დევნადისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ  შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც პირმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ.
  1. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის სახეებიმოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება;

ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; 

ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;

ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; 

თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები;

ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები;

ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;

ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ 

იქნეს იარაღად;

ი.ზ) სანთებელა ან ასანთი;

ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები;

ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;

ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კ) მოსწავლის დისკრიმინაცია;

ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;

მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;

ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება;

ო)  სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;

პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება;

ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;

რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; 

ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;

ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება;

ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა.

  1. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები

ა) შენიშვნა; 

ბ) გაფრთხილება;

გ) მკაცრი გაფრთხილება;

დ) საყვედური;

ე) სასტიკი საყვედური;

ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; 

ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).

  1. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების გამოყენების წესიდისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება; 

ბ) საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში  მონაწილეობისას.

დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება;

ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ე.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

ე.ბ) სანთებელა ან ასანთი;

ე.გ) აზარტული თამაშის საშუალებები;

  1. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; 

ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;

ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; 

ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები;

ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები.

თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; 

ბ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;

გ) მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;

დ) მოსწავლის დისკრიმინაცია;

ე) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;

ვ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

ზ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის დაკარგვა ან/და დაზიანება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (მკაცრი გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;

გ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

დ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება;

ე) სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ფსიქოტროპული საშუალებებით მოსწავლის გამოცხადება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; 

ბ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; 

გ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

გ.ა) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ 

იქნეს იარაღად;

გ.ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

გ.გ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

  1. დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 5 სასწავლო დღემდე სკოლის დირექტორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება; 

დ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

დ.ა) ნარკოტიკული საშუალებები;

დ.ბ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.

  1. დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 5-დან 10 სასწავლო დღემდე   დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა – 5 სასწავლო დღემდე) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე შემდეგი ნივთების გამოყენება:

გ.ა) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ 

იქნეს იარაღად;

გ.ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

გ.გ) ნარკოტიკული საშუალებები;

გ.დ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

  1. მოსწავლის სკოლიდანდროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. 

სკოლა ვალდებულია მოსწავლე  სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.

  1. მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენის ან მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური სახდელი დაეკისრება კონკრეტული შემთხვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
    1. წინამდებარე შინაგანაწესით განსაზღვრული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სკოლა მიიჩნევს, რომ სასარგებლო საქმიანობის დაკისრებით მეტად არის შესაძლებელი მოსწავლის დისციპლინის გაუმჯობესება და განმეორებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პრევენცია. 
    1. დისციპლინური სახდელის სახით, საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
      მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა 5-დან 10 სასწავლო დღემდე) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება  განზრახ არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს, თუ საფრთხე ექმნება სხვა მოსწავლის ან სკოლაში დასაქმებული პირის ჯანმრთელობას ან/და უსაფრთხოებას.
  1. სახდელის დაკისრება ერთზე მეტი გადაცდომის ჩადენის დროსგადაცდომათა ერთობლიობის დროს მოსწავლეს დაეკისრება უფრო მძიმე გადაცდომისთვის გათვალისწინებული სახდელი. გადაცდომათა ერთობლიობა გულისხმობს რამდენიმე გადაცდომის ჩადენას, რომლებიც გამოვლენილია, მაგრამ ჯერ არ მომხდარა მასზე დისციპლინური სახდელის დაკისრება.
  1. მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების წესიმოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, აგრეთვე იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

  1. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან  სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
    1. წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური სახდელის 5-დან 10 დღემდე დათხოვნის დაკისრების გამო, კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა განსახილველად უნდა გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს.
    1. წინამდებარე შინაგანაწესის 11.3 პუნქტის „ვ“ (5-დან 10 დღემდე ვადით) და ,,თ“ (გარიცხვა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით. შინაგანაწესის 11.2.1 პუნქტის ,,ი.გ”, ,,ი.ვ“, ,,ი.კ“ და ,,ი.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის მიერ გამოყენებისა ან/და ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებს განიხილავს დისციპლინური კომიტეტი.
    1. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
    1. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ან/და კანონიერ წარმომადგენელთან ერთად წარდგეს.
    1. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. თუ მხარე უარს ამბობს ახსნა-განმარტების მიცემაზე ან შეუძლებელია მისი ჩამორთმევა, შედგება აქტი, რომელსაც ხელს მოაწერენ დამსწრე პირები.
    1. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ფორმით გაცხადებული უარი მოსწავლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე, არ საჭიროებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აქტის შედგენას. 
    1. საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი იძახებს სკოლის უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და მოსწავლეს მათი თანხლებით ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს. 
    1. უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და უზრუნველყოფს მის აღრიცხვას.
    1. გაკვეთილის დასრულებამდე/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე მოსწავლე უნდა იმყოფებოდეს უფლებამოსილი  პირის/სკოლის  ადმინისტრაციის  მეთვალყურეობის ქვეშ.
    1. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
    1. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ.
    1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლის შენობას დატოვებს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე, უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს;
    1. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. 
    1. სკოლა ვალდებულია, მოსწავლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას გაითვალისწინოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასარგებლო საქმიანობის რისკები და სასარგებლო საქმიანობის მიზნები.
    1. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
    1. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
    1. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ 1 თვის ვადაში:

ა) მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა; 

ბ) გამოირჩევა სანიმუშო ქცევით; 

გ) აქვს გარკვეული მიღწევები. 

  1. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
    1. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ შეიძლება გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 (სამი) თვის გასვლის შემდეგ.
    1. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 3 თვე. თუ მოსწავლემ სახდელის დაკისრებიდან 3 თვის ვადაში არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც არ დაკისრებია ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური სახდელის არ მქონედ.
    1. დისციპლინური სახდელის დაკისრების ან არდაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გადაცდომის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.
    1. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების გაზრდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წარმოების დაწყებიდან 3 თვეს“

თავი XII.  

მოსწავლის შეფასება და წახალისება

  1.  სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გავლისას მოსწავლის სასწავლოსამუშაოები/წერითი ნამუშევრები ფასდება პედაგოგის მიერ, სკოლაში არსებული შეფასებისსისტემების მიხედვით.
  2. შეფასების კონკრეტულ სისტემას შეიმუშავებს ხარისხის მართვის განყოფილება თითოეულსაგნობრივ კათედრასთან შეთანხმებით, რათა მოსწავლეთა შეფასება სხვადასხვა საგნობრივჯგუფში შესაძლებლობის ფარგლებში მეტნაკლებად დაახლოებული იყოს ერთმანეთთან დამოსწავლეს (მის მშობელს) არ გაუჭირდეს შეფასების გაგება.
  3. დაუშვებელია მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.
  4. მიმდინარე შეფასების გამოსწორება შესაძლებელია საგნის მასწავლებელთან შეთანხმებით.
  5. საბოლოო (სემესტრული) შეფასების გამოსწორება შესაძლებელია მოსწავლის ან მშობლის ანკანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე სემესტრული შეფასებისმიღებიდან არაუმეტეს ორი სამუშაო დღის ვადაში. (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ან მისიკანონიერი წარმომადგენელი წინასწარ სემესტრის მიმდინარეობის დროს კლასის კურატორთან ანადმინისტრაციასთან შეიტანს  წერილობით განაცხადს იმის შესახებ, რომ საგნის მასწავლებლისმიმდინარე შეფასებები მას არაობიექტურად მიაჩნია). შეფასების გადასახედად დირექტორისბრძანებით იქმნება კომისია.
  6. თუ მოსწავლე ატყუებს მასწავლებელს და სხვისგან იწერს ნებისმიერი სახის დავალებას, ანუსარგებლობს ე.წ. „შპარგალკით“, ეს უღირსი საქციელია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებულიმოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან და მოცემულ სიტუაციაში მასწავლებლის მიერ არ შეფასდება.
  7. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სასკოლო ცხოვრებაშიმოპოვებული წარმატებებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება:
  8. სიგელით;
  9. დიპლომით;
  10. სტიპენდიით _ გარკვეული ვადით;
  11. სხვა სახის ჯილდოებით (ექსკურსიით, თეატრში ან მუზეუმში

წაყვანით . . . და ა.შ.)

  • პედაგოგიური საბჭო: მოსწავლის გადაყვანა კლასიდან კლასში, რომელსაც ეროვნული სასწავლოგეგმით გათვალისწინებულ  ყველა საგანში გადალახული აქვს სკოლის მიერ დადგენილიმინიმალური ბარიერი (აქვს დადებითი შეფასება), ხდება პედსაბჭოს გადაწყვეტილებით.     

თავი XIII.

დასკვნითი დებულებები

  1. სკოლის შინაგანაწესი ძალაში შედის დირექტორის მიერ დამტკიცებისთანავე.
  2. სკოლის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებისმიღების უფლება აქვს დირექციას.
  3. შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინიციატივის უფლება აქვს პედსაბჭოსწევრთა 1/3, ადმინისტრაციას.
  4. სკოლის შინაგანაწესს უნდა გაეცნოს ყველა მუშაკი, მოსწავლე და მშობელი, კანონმდებლობითდადგენილი წესით.
  5. სკოლის შინაგანაწესი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს.
  6. სკოლის შინაგანაწესის საჯაროობას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორი.