2019-2020 სასწავლო წლის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

ა/წლის 13 დეკემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა საჭადრაკო ჩემპიონატი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.(პედაგოგი გიორგი გოგიჩაიშვილი) ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო II და III კლასის მოსწავლეებმა. პირველი ადგილები გოგონებს შორის მოიპოვეს მარიამ მწარიაშვილმა და ალექსანდრა ღონღაძემ, ვაჟებს შორის ლუკა შავლაძემ და დაჩი ჩიტალაძემ. ჩემპიონატი ჩატარდა საინტერესოდ. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და მედლები. ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა ლუკა შავლაძე.