თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა აკადემიის

მართვის ორგანოები

I. პარტნიორთა კრება

  1. შპს თბილისის ნიჭიერთ კერძო სკოლა-აკადემიის პარტნიორთა კრების კომპეტენციები, პარტნიორთა კრების მოწვევის და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით.
  2. პარტნიორთა კრება წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარის სახით.
  3. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა განისაზღვრება საზედამხედველო ხასიათის მუშაობით და იგი კონროლს უწევს კონსტიტუციის, კანონის ზოგადი განათლების შესახებ, სკოლის წესდების, შინაგანაწესის, ლოკალურის კანონების, მათ შორის აღნიშნული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესრულებას;
  4. საბჭოს თავჯდომარე თავისი საქმიანობით კოორდიანციას უწევს დაწესებულების მართვის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;
  5. საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარე ყოველი წლის ბოლოს ანგარიშს წარუდგენს დამფუძნებელ-პარტნიორთა/კრებას/სკოლაში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

II. დირექტორი

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში სკოლის დირექტორად ინიშნება სათანადო განათლების მქონე პიროვნება პარტნიორთა კრების წარდგენით, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.

სკოლის დირექტორი:

  1. თავის მუშაობას წარმართავს ქვეყნის კონსტიტუციის, განათლების კანონისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე;
  2. აფორმებს შრომით კონტრაქტებს ყველა თანამშრომელსა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან;
  3. ხელმძღვანელობს სასწავლებლის მთლიან საქმიანობას და კონტროლს უწევს სკოლის შინაგანაწესის შესრულებას;
  4. კონკურსის საფუძველზე თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს საკონტრაქტო პირობების შესაბამისად.
  5. უნაწილებს ფინქციებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს, კონტროლს აწესებს მათ მუშაობაზე;
  6. გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სკოლის ყველა თანამშრომლის და მოსწავლისათვის;
  7. ორგანიზაციას უწევს სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობას ყველა სფეროში;
  8. განსაზღვრავს სასწავლებლის ძირითად მიმართულებებს;
  9. წარმოადგენს სკოლის ინტერესებს სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივ  ორგანიზაციებში;
  10. ორგანიზაციას უწევს პედსაბჭოს სხდომების ჩატარებას;
  11. ხელმძღვანელობს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ყველა ეტაპზე;
  12. ახორციელებს კონტროლს სასწავლო პროგრამების შესრულებაზე, მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე, სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შინაარსსა და ეფექტურობაზე.
  13. ქმნის პირობებს დაწესებულების პერსონალის მაღალნაყოფიერი მუშაობის, თანამშრომელთა შემოქმედებითი ზრდის, პედაგოგიური ექსპერიმენტების განხორციელებისათვის.
  14. აკონტროლებს ბავშვთა უფლების დაცვის, მოსწავლეთა და პედაგოგთა შრომის დაცვის მოთხოვნათა შესრულებას;
  15. ადგენს სკოლის ხარჯთაღრიცხვას და უზრუნველყოფს მის რაციონალურად და მიზანმიმართულად გამოყენებას;
  16. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას. უზრუნველყოფს სასწავლო – მატერიალური ბაზის აღრიცხვას, დაცვას და შევსებას, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესრიგის დაცვას;
  17. მონაწილეობს დაწესებულების ხედვის, მისიისა და ღირებულებების შემუშავებაში.
  18. ამტკიცებს დაწესებულების განვითრების ერთწლიან სამოქმედო და ექვსწლიან სტრატეგიულ გეგმებს.
  19. დებს გარიგებებს (ხელშეკრულებები, მემორანდუმები, ურთიერთშეთანხმების აქტები) და იღებს გადაწყვეტილებებს მომქმედი კანონმდებლობით, წესდებითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
  20. თავისი მუშაობის ხარისხით პასუხისმგებელია პარტნიორთა კრების წინაშე.

III. პედაგოგიური საბჭო

პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მართვის უმაღლესი სათათბირო ორგანო.

  1. პედაგოგიური საბჭოს ყველა წევრი თანაბარუფლებიანია. საბჭოს სხდომის ჩატარება შესაძლებელია სხდომაზე საბჭოს წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტის სწრებადობის შემთხვევაში.
  2. საბჭოს წევრთა მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება.
  3. პედაგოგირ საბჭოს ხელმძღნელობს პედსაბჭოს სიითი უმრავლესობით არჩეული თავჯდომარე, პედაგოგიური საბჭოს დანიშვნა და წარმართვა პედსაბჭოს თავჯდომარის პრეროგატივაა.
  4. პედაგოგირ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შეწსავლისა და სხდომაზე განხილვის მიზნით, შესაძლებელია შეიქმნას ცალკეული მუშა ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ პედსაბჭოს დავალებას და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
  5. პედსაბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათ უმრავლესობით( არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა) .

პედაგოგიური საბჭო ესგ შესაბამისად ამტკიცებს:

  1. სკოლის შინაგანაწესს ასევე შენაგანაწესში ცვლილებების შეტანას;
  2. სასკოლო სასწავლო გეგმას;
  3. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანას და ეროვნული სასწავლო გეგმის მიღწევის შედეგებს;
  4. საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების  ცენტრის  მიერ რეკომენდირებულ გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღანელოების ნუსხას;
  5. ისგ; ინკლუზიურ და სადამრიგებლო პროგრამებს;
  6. ხარისხის მართვის განყოფილების დებულებას;
  7. სკოლის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;