მუხლი1. სკოლის მისია
შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.
მუხლი 2. სწავლისა და სწავლების ძირითადი პრინციპები და მეთოდური ორიენტირები
2.1 სწავლება/სწავლის ძირითადი პრინციპები და მიდგომები
- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი
- გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები
- შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არამხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას
- ფუნდამენტალური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.
- მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი უსაფრთხო გარემოს ორგანიზება
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
3.1 სასწავლო კალენდარი, დღის რეჟიმი და მოსწავლეთა რაოდენობა
სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადაგები განისაზღვრება კანონმდებლობით.
4. სასწავლო კვირა I -XII კლასებში ხუთდღიანი.
5. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია.
6. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობ: 5 წუთი. მესამე-მეოთხე გაკვეთილებს შორის 10 წუთი.
დღის რეჟიმი:
II- XII კლასები I კლასები
- 900 –– 945 1) 900 –– 935
- 950 –– 1035 2) 940 –– 1015
- 1040 –– 1125 3) 1020 –– 1055
- 1130 –– 1215 4)1100 –– 1135
- 1220 –– 1305 5) 1140 –– 1215
- 1310 –– 1355
- 1400 –– 1445
მოსწავლეთა რაოდენობა:
- თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 18 მოსწავლით;
- კლასის გაყოფა დასაშვებია უცხოურ ენებში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა რაოდენობა არის 16 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით;
- დაუშვებელია მოსწავლეების გადანაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით;
მუხლი 4. საგნობრივი კათედრები
4.1 სკოლაში საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილია კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული არიან საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. ფუნქციონირებს:
- დაწყებითი სწავლების კათედრა (I-IVკლასი);
- ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა;
- უცხოური ენების კათედრა;
- სპორტის, ხელოვნებისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა.
4.2 კათედრის ფუნქციები
- საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
- რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
- კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
- საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
- სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
- ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
- სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა;
- თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა მიღწევების ანალიზი და ამ დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა.
- საგნობრივი კათედრის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ოქმით.
4.3 კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ნიშნავს სკოლის დირექტორი ერთი წლის ვადით სასწავლო წლის დასაწყისში;
ბ) კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
4.4 კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
- უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროული ჩატარება;
- უზრუნვრელყოს კათედრის სამუშაო გეგმის შესრულება და გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;
- უზრუნველყოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირება და განვითარებისთვის სხვადსახვა ღონისძიების (ინტეგრირებული გაკვეთილები, სამოდელო გაკვეთილები, მრგვალი მაგიდა სხვა) ჩატარება;
- კოორდინირება გაუწიოს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოს ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება კათედრის წევრთა შორის;
- წარუდგინოს წინადადება და რეკომენდაციები (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
- ხელი შეუწყოს კათედრებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;
- აწარმოოს კათედრის დოკუმენტაცია;
მუხლი 6. სასწავლო მასალები და გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით
საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:
ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;
ბ) დამხმარე ლიტერატურა;
გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები (საგნის მასწავლებლების მიერ შექმნისი ელექტრონული თამაშები);
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);
ე) ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ხელოვნების კლას-კაბინეტი, ბუნებრივი გარემო და სხვ.
ვ) საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.
არჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოები
კლასი | საგანი | ავტორი | გამომცემლობა |
I | დედა ენა | იაკობ გოგებაშვილი | შპს “გაზეთი საქართველოს მაცნე“ |
მათემატიკა | თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ბუნება | თამარ კვანტალიანი, მაია ლევიძე, ლეილა მიქიაშვილი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
ინგლისური Setting Out 1 | ტატიანა ბუკია, ლია გოქსაძე | შპს “ოცდამეერთე” | |
მუსიკა | მ.ოთიაშვილი | აიპ “წყაროსთვალი” | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცელობა მერიდიანი“ | |
II | ქართული ენა და ლიტერატურა | ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” |
მათემატიკა | თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ბუნება | თამარ კვანტალიანი, მაია ლევიძე, ლეილა მიქიაშვილი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
ინგლისური Setting Out 2 | ტატიანა ბუკია, ლია გოქსაძე | შპს “ოცდამეერთე” | |
მუსიკა | მ.ოთიაშვილი | აიპ “წყაროსთვალი” | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცელობა მერიდიანი“ | |
III | ქართული ენა და ლიტერატურა | ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” |
მათემატიკა | თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ბუნება | თამარ კვანტალიანი, მაია ლევიძე, ლეილა მიქიაშვილი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
მე და საზოგადოება | ნინო ტალახაძე | შპს „გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი“ | |
ინგლისური Setting Out 3 | ტატიანა ბუკია, ლია გოქსაძე | შპს “ოცდამეერთე” | |
რუსული (Vკლ) | მარინე ბარსეგოვა | შპს ”ოცდამეერთე” | |
მუსიკა | მ.ოთიაშვილი | აიპ “წყაროსთვალი” | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცელობა მერიდიანი“ | |
IV | ქართული ენა და ლიტერატურა | ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” |
მათემატიკა | თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ბუნება | თამარ კვანტალიანი, მაია ლევიძე, ლეილა მიქიაშვილი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
მე და საზოგადოება | ნინო ტალახაძე | შპს „გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი“ | |
ინგლისური Setting Out 4 | ტატიანა ბუკია, ლია გოქსაძე | შპს “ოცდამეერთე” | |
რუსული (Vკლ) | ავტორი: მარინე ბარსეგოვა | შპს ”ოცდამეერთე” | |
მუსიკა | მ.ოთიაშვილი | აიპ “წყაროსთვალი” | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცემლობა მერიდიანი“ | |
V | ქართული ენა და ლიტერატურა | ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე, თეა ქიტოშვილი, გვანცა ჩხენკელი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” |
მათემატიკა | თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ბუნება | მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
ინგლისური New Building Bridges 5 | Borka Lekaj Lubina, Jasna Pavuna, Danka Singer | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
რუსული (VIკლ) | ავტორი: მარინე ბარსეგოვა | შპს ”ოცდამეერთე” | |
მუსიკა | მ.ოთიაშვილი | აიპ “წყაროსთვალი” | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცემლობა მერიდიანი“ | |
ჩვენი საქართველო | იორგი ავთანდილაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ანა კუპრავა-გოგოლაძე | შპს “გამომცემლობა კლიო” | |
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები | |||
VI | ქართული ენა და ლიტერატურა | ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე, თეა ქიტოშვილი, გვანცა ჩხენკელი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” |
მათემატიკა | თინა ბექაური, ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ბუნება | მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
ინგლისური New Building Bridges 6 | Borka Lekaj Lubina, Jasna Pavuna, Danka Singer | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
რუსული დ IV | მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თაომარ ჩიმაკაძე | პს „გამომცემლობა არტანუჯი“ | |
მუსიკა | მ.ოთიაშვილი | აიპ “წყაროსთვალი” | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცემლობა მერიდიანი“ | |
ჩვენი საქართველო | გიორგი ავთანდილაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ანა კუპრავა-გოგოლაძე | შპს “გამომცემლობა კლიო” | |
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები | |||
VII | ქართული ენა და ლიტერატურა | თეა ქიტოშვილი, ელისო ნიჟარაძე | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” |
მათემატიკა | ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ინგლისური NEW Building Bridges 7 | Borka Lekaj Lubina, Jasna Pavuna, Danka Singer | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
რუსული (VII)კლ | ავტორი: მარინე ბარსეგოვა | შპს ”ოცდამეერთე” | |
ისტორია | ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე | შპს “გამომცემლობა დიოგენე” | |
მოქალაქეობა | გიორგი ნოზაძე, მაია ბოჭორიშვილი, ეკატერინე ფუტკარაძე, ნინო მიმინოშვილი, მაია მკალავიშვილი, მაია ბაქრაძე, მარიამ მიქაძე, დიანა ლეჟავა | შპს “გამომცემლობა დიოგენე” | |
გეოგრაფია | მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
ბიოლოგია | მარინე სეხნიაშვილი, ნანა კობახიძე | შპს „გამომცემლობა კლიო“ | |
ფიზიკა | მერაბ ტუღუში, თემურ შენგელია, გიორგი ლომიძე, ნანა სვანიძე | შპს „გაზეთი საქართველოს მაცნე“ | |
მუსიკა | მარიკა ჩიკვაიძე | შპს „გამომცემლობა ინტელექტი“ | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე | შპს “გამომცემლობა მერიდიანი“ | |
VIII | ქართული ენა და ლიტერატურა | ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე,ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე | შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანი” |
მათემატიკა | ავთანდილ საგინაშვილი | ავთანდილ საგინაშვილი | |
ინგლისური NEW Building Bridges 8 | Borka Lekaj Lubina, Jasna Pavuna, Danka Singer | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
Русский язик 8 класс | მარინე ბარსეგოვა | შპს „ოცდამეერთე“ | |
ისტორია | ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე | შპს “გამომცემლობა დიოგენე” | |
მოქალაქეობა | გიორგი ნოზაძე, მაია ბოჭორიშვილი, ეკატერინე ფუტკარაძე, ნინო მიმინოშვილი, მაია მკალავიშვილი, მაია ბაქრაძე, მარიამ მიქაძე, დიანა ლეჟავა | შპს “გამომცემლობა „ეპიგრაფი” | |
გეოგრაფია | მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე | შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” | |
ბიოლოგია | მარინე სეხნიაშვილი, ნანა კობახიძე | შპს „გამომცემლობა კლიო“ | |
ქიმია | თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია | შპს „გაზეთი საქართველოს მაცნე“ | |
ფიზიკა | მერაბ ტუღუში, თემურ შენგელია, გიორგი ლომიძე, ნანა სვანიძე | შპს „გაზეთი საქართველოს მაცნე“ | |
მუსიკა | მარიკა ჩიკვაიძე | შპს „გამომცემლობა ინტელექტი“ | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | .მეხაშიშვილი, ნ. კუნჭულია, ნ მიქაბერიძე | გამომცემლობა „დიოგენე“ | |
IX | ქართული ენა და ლიტერატურა | ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე,ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე | შპს ”გაზეთი საქართველოს მაცნე” და შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანი” |
მათემატიკა | გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ჭელიძე (ქურჩიშვილი) | შპს “გამომცემლობა ინტელექტი” თანაავტორები: | |
ინგლისური English 9 | თამარ ჯაფარიძე | სულაკაურის გამომცემლობა | |
რუსული ს IV | მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე | პს „გამომცემლობა არტანუჯი“ | |
საქართველოს ისტორია | ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე | შპს გამომცემლობა „დიოგენე“ | |
საქართველოს გეოგრაფია | მაია ბლიაძე, გიორგი (გია) ჭანტურია, დავით კერესელიძე, ზურაბ სეფერთელაძე | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ | |
სამოქალაქო განათლება | სოფიო ბაჩილავა | შპს გამომცემლობა „დიოგენე“ | |
ბიოლოგია | მარინა სეხნიაშვილი | შპს გამომცემლობა „კლიო“ | |
ქიმია | ბუთხუზი, ფაცაცია | შპს „საქართველოს მაცნე“ | |
ფიზიკა | რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა, თეიმურაზ ჩიჩუა, რუსუდან მიქაძე, მარინე ინჯგია | პს „გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს „გამომცემლობა კლიო“ | |
მუსიკა | მარიკა ჩიკვაიძე | შპს „გამომცემლობა ინტელექტი“ | |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ანა კლდიაშვილი | გამომცემლობა „კლიო“ | |
X | ქართული ენა და ლიტერატურა | ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე, ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე | შპს ”გაზეთი საქართველოს მაცნე” და შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანი” |
მათემატიკა | გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ჭელიძე(ქურჩიშვილი) | შპს “გამომცემლობა ინტელექტი” თანაავტორები: | |
ინგლისური Activate A2 | Joanne Tayloreknowels, Carolyn Barraclough, Elaine Boyol, Suzzane Gaynor, Clare Walsh, Jill Florent, Megan Roderick | „Pearson“ (წარმომადგენელი შპს „ინგლისური წიგნი საქართველოში“) | |
რუსული სV | მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე | პს „გამომცემლობა არტანუჯი“ | |
ისტორია | ლალი ფირცხალავა, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ნანა ციხისთავი, გიორგი კიკნაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ნოდარ ასათიანი, ცირა ჩიკვაიძე, ფარნაოზ ლომაშვილი, როინ მეტრეველი, ზვიად მიმინოშვილი, გიორგი ოთხმეზური, ნინო კიღურაძე | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ | |
მსოფლიო გეოგრაფია | მაია ბლიაძე, გიორგი (გია) ჭანტურია, დავით კერესელიძე, ზურაბ სეფერთელაძე | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ | |
სამოქალაქო განათლება | ნინო ტალახაძე, თამარ ქალდანი, თამარ ბრეგვაძე, ივანე პეტრიაშვილი | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ და შპს „გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი“ | |
ბიოლოგია | ელნარ (ნანა) ზაალიშვილი, თამარ (ნანა) იოსებაშვილი | შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ | |
ქიმია | მანანა ვარდიაშვილი | შპს „გამომცემლობა ინტელექტი“ | |
ფიზიკა | რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა, თეიმურაზ ჩიჩუა, რუსუდან მიქაძე, მარინე ინჯგია | პს „გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს „გამომცემლობა კლიო“ | |
XI | ქართული ენა და ლიტერატურა | ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე, ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე | შპს ”გაზეთი საქართველოს მაცნე” და შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანი” |
მათემატიკა | გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ჭელიძე(ქურჩიშვილი) | შპს “გამომცემლობა ინტელექტი” თანაავტორები: | |
ინგლისური Activate B1 | Joanne Tayloreknowels, Carolyn Barraclough, Elaine Boyol, Suzzane Gaynor, Clare Walsh, Jill Florent, Megan Roderick | „Pearson“ (წარმომადგენელი შპს „ინგლისური წიგნი საქართველოში“) | |
რუსული ს6 | მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე | პს „გამომცემლობა არტანუჯი“ | |
ისტორია | ლალი ფირცხალავა, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ნანა ციხისთავი, გიორგი კიკნაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ნოდარ ასათიანი, ცირა ჩიკვაიძე, ფარნაოზ ლომაშვილი, როინ მეტრეველი, ზვიად მიმინოშვილი, გიორგი ოთხმეზური, ნინო კიღურაძე | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ | |
გლობალური გეოგრაფია | მაია ბლიაძე, გიორგი (გია) ჭანტურია, დავით კერესელიძე, ზურაბ სეფერთელაძე | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ | |
ბიოლოგია | ელნარ (ნანა) ზაალიშვილი, თამარ (ნანა) იოსებაშვილი | შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ | |
ქიმია | მანანა ვარდიაშვილი | შპს „გამომცემლობა ინტელექტი“ | |
ფიზიკა | რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა, თეიმურაზ ჩიჩუა, რუსუდან მიქაძე, მარინე ინჯია | პს „გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს „გამომცემლობა კლიო“ | |
XII | ქართული ენა და ლიტერატურა | ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ქეთევან თოფაძე,ლალი ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი, ენგურ ქურციკიძე | შპს ”გაზეთი საქართველოს მაცნე” და შპს ”საგამომცემლო სახლი სწავლანი” |
მათემატიკა | გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ჭელიძე (ქურჩიშვილი) | შპს “გამომცემლობა ინტელექტი” თანაავტორები: | |
ინგლისური Activate B1+ | Joanne Tayloreknowels, Carolyn Barraclough, Elaine Boyol, Suzzane Gaynor, Clare Walsh, Jill Florent, Megan Roderick | „Pearson“ (წარმომადგენელი შპს „ინგლისური წიგნი საქართველოში“) | |
ისტორია | ლალი ფირცხალავა, გიორგი სანიკიძე, ლევან გორდეზიანი, ნანა ციხისთავი, გიორგი კიკნაძე, რევაზ გაჩეჩილაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ნოდარ ასათიანი, ცირა ჩიკვაიძე, ფარნაოზ ლომაშვილი, როინ მეტრეველი, ზვიად მიმინოშვილი, გიორგი ოთხმეზური, ნინო კიღურაძე | შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ | |
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება | ნინო ტალახაძე | შპს “გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი” | |
არჩეული არაგრიფირებული დამატებითი სახელმძღვანელოები
კლასი | საგანი | ავტორი | გამომცემლობა |
II | რელიგიის ისტორია და კულტურა | რევაზ თვარაძე | გამომცემლობა – საქართველოს მაცნე |
III | რელიგიის ისტორია და კულტურა | რევაზ თვარაძე | გამომცემლობა – საქართველოს მაცნე |
ინგლისური | New Round up- starter (Virginia Evans; Jenny Dooley) | ||
IV | ინგლისური | New Round up 1 (Virginia Evans; Jenny Dooley) | |
V | გრამატიკა | ა.შანიძე, ლ. კვაჭაძე | გამომცემლობა – საქართველოს მაცნე |
ინგლისური | New Round up 2 (Virginia Evans; Jenny Dooley) | ||
VI | გრამატიკა | ა.შანიძე, ლ. კვაჭაძე | გამომცემლობა – საქართველოს მაცნე |
ინგლისური | New Round up 3 (Virginia Evans; Jenny Dooley | ||
VII | ინგლისური | Destination A1+ (Virginia Evans; Jenny Dooley) | – |
VIII | ინგლისური | What a world 1 | |
IX | ინგლისური | Destination A2/thoughts and Notions | – |
X | სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა (არჩევითი საგანი) | გელა რამიშვილი „დაწყებითი სამხედრო მომზადება „ | გამომცემლობა „მერიდიანი“ |
გელა რამიშვილი „სამხედრო პატრიოტული აღზრდა“ | გამომცემლობა „ცოდნა“ | ||
ინგლისური | What a world 2/ Destination A2 | ||
XI | საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება | ეროვნ. სასწ. გეგმების ცენტრი; შემდგ. ნოდარ სააკაშვილი; | გამომცემლობა – შპს “მვპ” |
ინგლისური | Enjoy reading – ლექსიკური ნაწილი აიმცე – გრამატიკული ნაწილი | ||
XII | მათემატიკა | ს. თოფურია, ვ. ხოჭოლავა, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი (თეორია და ამოცანათა კრებული I,II ნაწილი) | საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ |
ინგლისური | Destination B1 /Enjoy reading / A complete course of Topic vocabulary |
მუხლი. 7 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები
ეროვნული სასწავლო გეგმით, სახელმწიფო პროგრამითა და სკოლის მიერ ინიცირებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, რომელიც უფასოდ ხორციელდება სკოლის მოსწავლეებისათვის:
ა) ზღაპრის გაკვეთილი I კლ.
ბ) ჭადრაკი II –III კლ.
ა) ზღაპრის გაკვეთლი
ზღაპრის გაკვეთლი დამატებით (სავალდებულო) ისწავლება I კლასში, კვირაში 1საათი
ზღაპრის გაკვეთილების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს შემდეგი უნარები და დამოკიდებულებები:
მოსწავლემ შეძლოს:
- სხვადასხვა ჟანრის ზღაპრის მოსმენა, საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
- მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
- ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
- ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივის (რატომ მოიქცა ასე) დასახელება მათი საქციელის შეფასება;
- საყვარელ პერსონაჟის დასახელება და საკუთარი არჩევანის ახსნა;
- მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
- წაკითხულის შინაარსის წარმოსახვაში გაცოცხლება;
- ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნა.
- საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
- ზეპირსიტყვიერებისა და ფლკლორის , მითისა და ზღაპარის გარჩევა.
დამოკიდებულებები:
- ტრადიციებისადმი ერთგულება.
- პასუხისმგებლობა
- წიგნის სიყვარული.
- მეგობრობა
- ერთგულება.
- თანადგომა.
- პატივისცემა.
- ტოლერანტობა.
- საზოგადოებაში მიღებული წესების დაცვა.
- ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა.
ამ მიზნების მისაღწევად ხორციელდება შემდეგი აქტივობები: მოსწავლეები კითხულობენ, ისმენენ, უყურებენ (კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით) სხვადასხვა ზღაპრებს განიხილავენ, გამოთქვამენ საკუთარ დამოკიდებულებებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებს, ხატავენ ზღაპარში განვითარებული ამბების შესაბამის ილუსტრაციებს, აკეთებებ გმირის რუკას, გაკვეთილები ტარდება როგორც საკლასო ოთახში, ასევე ბიბლიოთეკაში.
რესურსი:
ზღაპრის წიგნები
http://adjaranet.com/CollectionPage/main?id=36
ბ) ჭადრაკი
ჭადრაკი დამატებით (სავალდებულო)ისწავლება II, III კლასებში, კვირაში 2 საათი.
ჭადრაკის სწავლების მიზანია, მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, მეხსიერების, დასწავლილი და გააზრებული რეგულაციების მიხედვით ქმედებების განხორციელების, დამოუკიდებელი განსჯის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, თანმიმდევრულობისა და თვითკონტროლის ჩვევების გამომუშავება და მათი განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის გავლის შემდეგ მოსწავლე სწავლობს თამაშს, ეცნობა ჭადრაკის ისტორიასა და თეორიას, ორთაგრძოლას, სტრატეგიებს.
ამ მიზნების მისაღწევად ხორციელდება შემდეგი აქტივობები: გაკვეთილზე ელექტორნული წიგნის გამოყენებით, გაკვეთილი დაყოფილია სამ ნაწილად: პირველ – თეორიის მიწოდება (ელექტრონული წიგნი), მეორე – განხილვა და მესამე- ნასწავლის პრაქტიკაში გადატანა (წყვილებში თამაში);
რესურსები:
ელექტონული წიგნი;
ჭადრაკის დაფა.
მუხლი 8. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები
8.1 მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
შეფასების მიზანი
სკოლაში დანერგილი მოსწავლის შეფასების სისტემის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კონტროლი.
შეფასების პრინციპები და მიდგომები
სკოლის შეფასების სისტემის ძირითადი პრინციპებია:
- ყველა მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესება, შესაძლებლობის მრავალმხრივი განვითარება და გამოვლენა;
- სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნა;
- მოსწავლეების პასუხისმგებლობისა და მოტივაცის ამაღლება სწავლის მიმართ;
- შეაფასონ საკუთარი განვითარების პროცესი და განვითარებისათვის აუცილებელი საქმიანობები დამოუკიდებლად დაგეგმონ.
ამისათვის, სკოლაში უწყვეტად მიმდინარეობს რეფლექსია, გამოხმაურება სწავლის პროცესსა და მიმდინარე შედეგებზე. მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ეძლევა თანმიმდევრულად გააუმჯობესონ სწავლება/სწავლა უკეთესი შედეგების მისაღწევად;
მოსწავლე ფასდება სხვადასხვა ფორმებით – ესსე, პროექტის მომზადება, პრეზენტაცია, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, დამოუკიდებელი წერა, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა, ტექსტის ანალიზი და სხვ.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები ფასდება შესაბამისი რუბრიკებით, რომელიც წარმოადგენს იმ სასწავლო მიზნების ნუსხას, რომლის შესრულებასაც გეგმავს მასწავლებელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. იგი აკვირდება მოსწავლის განვითარების პროცესს და რუბრიკის მიხედვით აკეთებს ჩანიშვნებს. ამის საფუძველზე წერს შესაბამის კომენტარს და გეგმავს მოსწავლის განვითარების პროცესს.
შეფასების ტიპები – სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება – აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
განმსაზღვრელი შეფასება სასწავლო პროცესში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მას დასახული მიზნების მიხედვით სხვადასხვა ფუნქცია გააჩნია:
მიმდინარე: საგნის მიმდინარე საკლასო, საშინაო დავალებების შეფასებები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
დიაგნოსტიკური: ამ ტიპის შეფასება ყოველი სასწავლო ციკლის (თემეტური ერთეულების) დასაწყისში/ან დასრულებისას ტარდება. მისი მიზანია დაადგინოს თემის დასრულების შემდეგ რა იციან/არ იციან მოსწავლეებმა, რა სახის ხარვეზების შევსება და ქმედებების განხორციელება ესაჭიროებათ მასწავლებელებს; რამდენად არიან მზად მოსწავლეები გადავიდნენ ახალ საპროგრამო მასალაზე;
შემაჯამებელი: შეფასება გარკვეული პროგრამის ან სასწავლო ციკლის დასრულებისას (თემეტური ერთეულების, სემესტრის და წლის ბოლოს) ტარდება. მისი მიზანია მოსწავლეთა მიღწევების რაოდენობრივი შეფასება, საჭიროების შემთხვევაში (სერტიფიკატის, სიგელის გაცემა და სხვა) მათი წახალისებისა და დაჯილდოების მიზნით.
განმსაზღვრელი შეფასებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფორმის კომპლექსური დავალებები (ესსე, პროექტის მომზადება, პრეზენტაცია, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, დამოუკიდებელი წერა, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა, ტექსტის ანალიზი და სხვ.), სასკოლო შემაჯამებელი წერები, რუბრიკები*.
განმავითარებელი შეფასება – აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების საშუალებით მასწავლებელი სწავლის პროცესში აკვირდება ცალკეულ მოსწავლეს და მოსწავლეთა ჯგუფებს, რათა განსაზღვროს მათი საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის წინსვლას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი/წერილობითი კომენტარი, რეკომენდაცია, განმავითარებელი რუბრიკები.
რუბრიკების კრიტეტიუმები იქმნება სკოლის საფეხურის მიზნებისა და ეროვნული საგნობრივი სტანდარტის საფუძველზე. მოსწავლეები ჩართულნი არიან კრიტერიუმების შემუშავებასა და განხილვებში.
წლის დასაწყისში მასწავლებლები მშობლებს აცნობენ შეფასების კრიტერიუმებსა და საქაღალდის წარმოების მექანიზმებს. ამით ხელს უწყობენ მშობელთა ჩართვას საკუთარი შვილის განვითარების პროცესში.
* შენიშვნა – იმ შემთხვევაში თუ რუბრიკების ან შეფასების სხვა საშუალებები დ სქემების ჯამური ქულა აღემატება 10-ს, მაშინ ქულების გადაყვანა 10 ბალიან (სახელმწიფო) სისტემაზე შესაძლებელია შემდეგი პროცედურებითა და ფორმულით:
- განსაზღვროს მოსწავლის მიერ დაგროვილი ქულების მაქსიმალური რაოდენობა კომპონენტების მიხედვით (მაგალითად: დისკუსია/მსჯელობა კომპონენტი შედგება 8 კრიტერიუმისაგან, ხოლო მაქსიმალური ხარისხობრივი მაჩვენებელი არის 3. ამ შემთხვევაში კომპონენტის მაქსიმალური ქულა გამოდის 24);
- შეფასების პერიოდისათვის მასწავლებლები ადგენენ მოსწავლეთა დაგროვილი ქულების რაოდებობას კონკრეტული დავალებისათვის(ავსებენ რუბრიკის კრიტერიუმებს და აჯამებენ);
- ნიშნის გადაყვანა მიმდინარეობს შემდეგი ფორმულით:
N= q/Q*10
სადაც,
N – არის მიღებული ნიშანი
q – რუბრიკის მიხედვით დაგროვებული ქულა
10 – არის 10 ქულიანი სისტემის მაქსიმალური ქულა
Q – დავალების რუბრიკის მაქსიმალური ქულა (მაგალითად, ზემოთ მოცემული გამოთვლის შედეგად მიღებული 24 ქულა)
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა
განმავითარებელი | განმსაზღვრელი | |
მიზანი | სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა | სწავლის ხარისხის გაკონტროლება; მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში; აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა |
შეფასების საგანი | სწავლის პროცესი | სწავლის შედეგი |
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება | წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და სხვ. | მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება |
წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა | კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით – რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს) | იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებაში) |
შეფასების საშუალებები | შეფასების რუბრიკა; კითხვარი; სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; უნარის განვითარების დონის აღწერა. | ქულა |
აკადემიური მიღწევის დონეები და მათი შეფასება
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:
ქულა | 10-9 | 8-7 | 6-5 | 4-3 | 2-1 |
შეფასების დონე | მაღალი | საშუალოზე მაღალი | საშუალო | საშუალოზე დაბალი | დაბალი |
- I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის კურატორმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
- V კლასის პირველ სემესტრში (ყველა კომპონენტში), V კლასის მეორე სემესტრში (მიმდინარე საშინაო დავალებაში) და VI კლასში (მიმდინარე საშინაო დავალებაში) მოსწავლე არ ფასდება ქულით, მათ ეწერებათ განმავითარებელი კომენტარი საგნების მიხედვით.
- V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასში მიმდინარე საკლასო და შემაჯამებელ დავალებები ფასდება ქულებითაც (10 ბალიანი სისტემით) და განმავითარებელი კომენტარებითაც.
- VII-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.
- სკოლაში სპორტის, „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების“ და არჩევითი საგნების გარდა, შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით. ამ საგნებში იწერება ჩათვლა/არჩათვლა.
შეფასების კომპონენტები
- სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით(აღწერილია საგნობრივ პროგრამებში):
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
- შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
- მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ნებისმიერ კომპონენტში.
- სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:
ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),
ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),
გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).
- I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
- I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
- V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
- სასკოლო სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემეჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას.
- შემაჯამებელი დავალებების სახეობები
I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი | V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი | საბაზო-საშუალო საფეხურები | |
მიმდინარე საშინაო დავალება | განმავითარებელი შეფასება | განმავითარებელი შეფასება | განმსაზღვრელი შეფასება |
მიმდინარე საკლასო დავალება | განმავითარებელი შეფასება | განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება | განმსაზღვრელი შეფასება |
შემაჯამებელი დავალება | განმავითარებელი შეფასება | განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება | განმსაზღვრელი შეფასება |
8.4 კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და შესაბამისად დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგავლების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლებას.
8.5 გამოცდის ტიპები;
ა) სემესტრული გამოცდა ინიშნება:
- იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის, მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. ასეთი მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;
- პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში
ბ) სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო წერა
სკოლაში ტარდება შემდეგი სახის სასკოლო შემაჯამებლები:
- I და II სემესტრის ბოლოს V-XII კლასებში (V კლასში მხოლოდ მეორე სემესტრში) სავალდებულოდ ტარდება სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო წერა, ყველა საგანში გარდა მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო თავდაცვა უსაფრთხოებისა. სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო წერა ასევე არ ტარდება საგნებში, რომელშიც იწერება ჩათვლა.
- შემაჯამებელი სასკოლო წერა I სემესტრში ტარდება დეკემბრის პირველ ნახევრშია, II სემესტრის კი მაისის პირველ ნახევარში.
- შემაჯამებელი სასკოლო წერა წარმოადგენს ერთ-ერთ მიმდინარე შემაჯამებელ დავალებას.
გ) წლიური გამოცდა
- წლიური გამოცდები ინიშნება მხოლოდ საბაზო/საშუალო საფეხურზე;
- წლიური გამოცდა ტარდება სასწავლო წლის ბოლოს.
- წლიური გამოცდები ინიშნება მხოლოდ ორ საგანში:
VII კლასი – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა;
VIII კლასი ისტორია, ინგლისური;
IX კლასი – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა;
X კლასი -ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა;
XI კლასი – ქიმია, ინგლისური;
- წლიური გამოცდის ქულა გავლენას ახდენს საგნის წლიურ შეფასებაზე. კერძოდ, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება სემესტრულ ნიშნებს და ჯამი იყოფა სამზე.
დ) საშემოდგომო გამოცდა:
1) საშემოდგომო გამოცდამდე პედაგოგები მოსწავლეებს უწევენ კონსულტაციებს იმ საგნებში, რომლებშიც დაენიშნათ მათ აღნიშნული ტიპის გამოცდა.
2) იმ საგნებში, რომლებშიც მოსწავლეებს აქვთ საშემოდგომო გამოცდა, იქმნება საგამოცდო კომისიები სამი წევრის შემადგენლობით.
3) საშემოდგომო გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით;
4) საშემოდგომო გამოცდა ყველა საგანში ტარდება ტესტირებით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად.
5) საგნის საშემოდგომო გამოცდის ნიშანი არის მოსწავლის წლიური ნიშანი.
ე) ექსტერნატის გამოცდა:
ექსტერნატის ფორმის ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
ვ) სკოლის გამოსაშვები გამოცდა:
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მიღების საფუძველი არის სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ბ) სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების ვადები, წესები და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
გ) სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.
8.6 მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება
შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.
X-XII კლასის მოსწავლეებს, რომელთა წლიური შეფასება ყველა საგნის მიხედვით შეადგენს 10 ქულას(დაუმრგვალებელი), ენიშნებათ ყოველთვიური სტეპენდია 50ლარის ოდენობით;
X-XII კლასის მოსწავლეებს, რომელთა წლიური შეფასება ყველა საგნის მიხედვით შეადგენს 10 ქულას(დამრგვალებული), ურიგდებათ პლანშეტები.
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.
8.7. გაცდენები
1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში.
2. თუ მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
3. სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
4. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე;
8.8 შეფასების გამჭვირვალობა
სკოლაში მოსწავლეების აკადემიური მოსწრების აღრიცხვისა და მშობლების ინფორმირებისათვის მოქმედებს ელექტრონული ჟურნალი, რომელიც შეიცავს ცალკეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას, მასში ჩაწერილია ყოველდღიური შეფასებები (ქულები და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარები) და საშინაო დავალებები. აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს იმ სამ (მოსწავლე, მშობელი, მასწავებელი) რგოლს, რომელთა თანამშრომლობაც აუცილებელია მოსწავლეთა წარმატებული სწავლისათვის.
წლის დასაწყისში მასწავლებლები მშობლებს აცნობენ შეფასების პრინციპებს კრიტერიუმებს, რუბრიკებს. ყოველი სემესტრის ბოლოს მშობლებს მიეწოდებათ მოსწავლის „შეფასების/დახასიათების ფურცელი“, რომლის საშუალებითაც ისინი საგნების მიხედვით იღებენ საკუთარი შვილის მიღწევების, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას. შეფასების რუბრიკები და ელექტრონული ჟურნალი მშობელს ეხმარება: რათა უკეთ დააკვირდეს საკუთარი შვილის განვითარებას და დაეხმაროს სწავლება/სწავლის პროცესში წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრაში; მოსწავლისა და მშობლისათვის ნათელს ხდის, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ამა თუ იმ საგანში;
9 დისტანციური სწავლება
9.1 დისტანციური სწავლების ორგანიზება
შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ითვალისწინებს და იცავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნას აცხადებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გადავიდეს დისტანციური სწავლების ან ჰიბრიდულ მოდელზე.
დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა იქნება შემდეგი:
ონლაინ გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა იქნება შემდეგი:
ა) I – IV კლასებში – 35 წუთი;
ბ) V-XII კლასებში – 40 წუთი;
დისტანციური სწავლების განრიგი და სასწავლო ცხრილი დგება 2021-2022 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.
9.2 დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება
დისტანციური სწავლების დროს დაწყებით საფეხურზე I-IV და V კლასის მხოლოდ პირველ სემესტრში მოქმედებს განმავითარებელი და მიმდინარე დიაგნოსტირებადი შეფასება, V კლასის მეორე სემესტრში, VI – XII კლასებში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება განმავითარებელ შეფასებას. საგნებში მიმდინარე შემაჯამებელი დავალებები განისაზღვრება 2021-2022 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი განრიგის შესაბამისად.
9.3 საგნის სემესტრული, წლიური და ნიშნის გამოყვანა
1. დისტანციური სწავლების დროს, მოსწავლეები, რომლებიც ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს სემესტრული და წლიური ნიშნის გამოყვანა წარმოებს 2021-2022 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის მუხლი 8, პუნქტი 8.3 -ით დადგენილი წესის მიხედვით;
- დისტანციური სწავლების დროს, ის მოსწავლეები (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით დისტანციური სწავლების პირობებში, სკოლის მიერ დაზუსტებული ობიექტური მიზეზებით, ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში (ფიზიკურად და/ან დისტანციურად) პირველი სემესტრის განმავლობაში, ფასდებიან ეროვნული სასწავლო გეგმის მუხლი 32, პუნქტი 31 -ით განსაზღვრული წესის მიხედვით..