თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია იწყებს მოსწავლეთა საბუთების მიღებას I კლასში. ადგილები შეზღუდულია, გთხოვთ მოგვმართოთ დროულად.
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მოსწავლეთა რეგისტრაცია I კლასში მოხდება სამ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე მოხდება საბუთების მიღება ელექტრონულად.
პირველკლასში ჩასარიცხი მოსწავლეების საბუთების ნუსხა.
- დაბადების მოწმობა (დედანი პირადი ნომრით)
- დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- 2-ფოტოსურათი დაბეჭდილი 3X4 -ზე. ასევე ელექტრონული ვარიანტი დისკით.
- მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) თანდართული აცრების ფურცლით
(გთხოვთ საბუთები გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:private.school.academy@gmail.com)
- მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება(სკოლაში შესასვლელად მოსწავლეთა მზაობის შემოწმება);
- მესამე ეტაპზე, სკოლის მიერ მოთხოვნილი ყველა საბუთის დირექციაში წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლე რეგისტრირდება საინფორმაციო ბაზაში.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 199 200