უცხოური ენების კათედრა - სამოქმედო გეგმა
სამოქმედო გეგმა
უცხოური ენის კათედრის ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მისი წევრი ხელმძღვანელობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით. 2011 - 2012 სასწავლო წლის დასაწყისში დიდი ყურადღება დაეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების განხილვას და ზოგადად სასწავლო გეგმის უკეთ შესწავლას კათედრის წევრების მიერ. ამ საკითხს დაეთმობა კათედრის წევრთა რამდენიმე შეხვედრა.
- • პირველივე სხდომებზე მოხდება კათედრის გამგის არჩევა და სახელმძღვანელოების არჩევა - დამტკიცება
- • 2011 – 2012 წ.წ. სამოქმედო გეგმის განხილვა - დამტკიცება
- • მოხდება შეფასების კრიტერიუმების შერჩევა და მათი ქულობრივი განაწილება
- • კათედრა შეადგენს სემესტრულ სასკოლო წერების განრიგს და უზრუნველყოფს მათ დროულ მომზადებასა და ჩატარებას
- • მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გარკვევა და მათზე დახმარების გაწევა
- • ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კათედრის მუშაობაში წარმოადგენს გამოცდილების ურთიერთგაზიარება. წლის განმავლობაში მოხდება კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება გაკვეთილების შემდგომი ანალიზით
- • კათედრის წევრები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას სასკოლო, საქალაქო, თუ რესპუბლიკური მასშტაბის კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში
- • დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პროფესიული განვითარების საკითხს. კათედრის წევრები დაესწრებიან ტრეინინგებს, რომელთა შესახებაც გვექნება ინფორმაცია
- • კათედრის გამგე აწარმოებს გეგმიური საკონტროლო წერების მონიტორინგს
- • კათედრის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას კალენდარული გეგმების (სილაბუსების) შედგენაში კლასების მიხედვით
- • სკოლის მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში
- • კათედრის მიერ შემოქმედებითი საღამოს მოწყობა
- • საატესტაციო გამოცდებისათვის მზადება
- • კათედრის ყველა წევრი აწარმოებს დოკუმენტაციას, საკუთარ პორტფოლიოში შეაქვს ინფორმაცია იმ კლასების შესახებ, სადაც ასწავლის (კლასის დონე, პრობლემები, მნიშვნელოვანი მიღწევები)
- • კათედრა შეეცდება დაამყაროს კონტაქტები სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, საერთო ღონისძიებების მოსაწყობად
- • კათედრის სხდომები ჩატარდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – ორჯერ.