სიახლეები

news

2019 წლის ბოლო ზარი თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში

14 ივნისი 2019

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის მოსწავლეებმა ჩვენს კურსდამთავრებულებს ზეიმით მიულოცეს სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ასპარეზე გზა დაულოცეს. XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის სამლოცველოს სამახსოვროდ გადასცეს წმინდა ნიკოლოზის ხატი.

news

სოციალური პროექტი ,,ენტერობიოზი’’

12 ივნისი 2019

IIბ კლასში განხორციელდა სოციალური პროექტი ,,ენტერობიოზი’’ ნინო შარაშენიძის ხელმძღვანელობით. რომლის მიზანი იყო: ქ. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მშობლები გაეცნონ „ენტერობიოზის“ წარმოქმნის წყაროებს, სიმპტომებს, გაიაზრონ მისი თავიდან აცილების გზები და საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს მათ გააცნობიერონ ჯანმრთელობის, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა.

news

ზღაპარი „ჭინჭრაქა“

7 ივნისი 2019

2019 წლის 7 ივნისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის თეატრალურმა სტუდიამ დადგა ზღაპარი „ჭინჭრაქა“.

news

შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

3 ივნისი 2019

2019 წლის 3 ივნისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა საჭადრაკო ჩემპიონატი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.(პედაგოგი გიორგი გოგიჩაიშვილი) ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო II და III კლასის მოსწავლეებმა. ნორჩ მოჭადრაკეებს სტუმრად მოწვეული ჰყავდათ გლდანის რაიონის ჩემპიონი ჭადრაკში 10 წლის ნიკოლოზ გობეჯიშვილი

news

საქველმოქმედო ღონისძიება

31 მაისი 2019

ა/წლის 31 მაისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება: დავეხმაროთ სიმსივნით დაავადებულ ჩვენს თანატოლებს, გავამხნევოთ ისინი!... მოსწავლეებმა სკოლის წმ.ნინოს სამლოცველოში ილოცეს უდროოდ დაღუპული თანატოლების სულების მოსახსენიებლად.

news

პროექტი „ჩემი პირველი წიგნი“

30 მაისი 2019

პროექტის „ჩემი პირველი წიგნის“ ფარგლებში Iა კლასის მოსწავლეები და მშობლები გაეცნენ წიგნის შექმნის სტრატეგიებს. ბავშვებმა მოიფიქრეს ზღაპრები, რომლებიც ჯერ ფურცლებზე დაწერეს, შემდეგ მშობლები დაეხმარნენე ნამუშევრების მხოლოდ კორექტირებასა და სტილის დახვეწაში.

news

მოდელირებული ღონისძიება- განგაში „მიწისძვრაა

30 მაისი 2019

2019 წლის 30 მაისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა - აკადემიაში ჩატარდა სამოქალაქო თავდაცვის მოდელირებული ღონისძიება - განგაში „მიწისძვრაა“. განგაში გამოცხადდა 12 სთ-ზე. 1 წუთსა და 28 წამში დაცლილი იქნა სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია. მაშველებმა განახორციელეს „დაზარალებულთა„ დროული ევაკუაცია დისლოკაციის ადგილას. მეხანძრეებმა მოახდინეს გაჩენილი „ხანძრის კერების“ ლიკვიდაცია. სანიტარულმა რგოლმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია „დაზარალებულებს”.

news

ღონისძიება „ანბანთან დამშვიდობება“

28 მაისი 2019

2019 წლის 28 მაისს I-ბ კლასის პედაგოგმა ლელა ჭამაურმა ჩაატარა ღონისძიება „ანბანთან დამშვიდობება“. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, მუსიკალური ნომრებითა და სცენარებით. 2019 წლის 28 მაისს I-ბ კლასის პედაგოგმა ლელა ჭამაურმა ჩაატარა ღონისძიება „ანბანთან დამშვიდობება“. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, მუსიკალური ნომრებითა და სცენარებით.

news

ღონისძიება „ანბანთან დამშვიდობება“

28 მაისი 2019

2019 წლის 28 მაისს I-ა კლასის პედაგოგმა სალომე ერისთავმა ჩაატარა ღონისძიება „ანბანთან დამშვიდობება“. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, მუსიკალური ნომრებითა და სცენარებით.

news

პროექტი „ბუნების პატარა ქომაგი“

27 მაისი 2019

პროექტის „ბუნების პატარა ქომაგი“ ფარგლებში პირველი კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს საკუთარი ჰერბარიუმების გამოფენა, რომლის მომზადებაშიც დაეხმარნენ მშობლები, ბუნების გაკვეთილზე დაამზადეს ბარათები, რომელზეც დააწერეს თავიანთი მოფიქრებული ლოზუნგები. შემდეგ კი მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად გავიდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, თემში დაარიგეს აღნიშნული ბარათები, ბარათების დარიგების შემდეგ დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია მშობლებთან ერთად. ბავშვების დანახვაზე თემის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში.

news

შეხვედრა პოეტ საშა გველესიანთან

12 აპრილი 2019

2019 წლის 12 აპრილს , თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა - აკადემიას 21-ე საუკუნის უდიდესი პოეტი- საშა გველესიანი ესტუმრა. მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო წარუდგინეს შემოქმედს , თეატრალური ელემენტებით გაფორმებული. იყო ლექსისა და მუსიკის სინთეზი..ნამდვილი პოეზიის დღესასწაული..

news

პოეზიის საღამო

11 აპრილი 2019

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში 2019 წლის 12 აპრილს, 14:00 სთ-ზე, პოეტ საშა გველესიანის პოეზიის საღამო გაიმართება.

news

მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში.

5 აპრილი 2019

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში რუსულის მასწავლებლის მაია წულაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება რუსულ ენაზე „მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში“.

news

„მკითხველთა წრე“

20 მარტი 2019

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში „მკითხველთა წრის“ ფარგლებში სალომე ერისთავის ხელმძღვანელობით, I-1 კლასში მოსწავლეები გაეცნენ ძმები გრიმების მოთხრობას „რაპუნცელი“. წაკითხულიდან გამომდინარე ბავშვებმა გამართეს დისკუსია და გამოხატეს თავისი მოსაზრებები პერსონაჟების საქციელზე. საუბრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები..

news

საგაზაფხულო ზეიმი

7 მარტი 2019

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის საგაზაფხულო ზეიმი I-1,I-2,II-1, II-2,III-1,III-2,IV-1,IV-2 კლასებში.

news

ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება - „სიყვარულით სათქმელი“

5 მარტი 2019

2019 წლის 5 მარტს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება - „სიყვარულით სათქმელი“ (სცენარის ავტორი და ხელმძღვანელი პედაგოგი - ლორიტა შონია) VII-XII კლასის მოსწავლეებმა სკოლას გაზაფხულის შემობრძანება მოულოცეს და მოხიბლეს მაყურებელი მხატვრული კითხვის, კლასიკოს მწერალთა უკვდავი ნაწარმოებებიდან ეპიზოდების გაცოცხლებით.

news

განცხადება

22 თებერვალი 2019

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ა/წლის 1 მარტიდან იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას I კლასში. ადგილები შეზღუდულია, გთხოვთ მოგვმართოთ დროულად.

news

გამოფენა – გაყიდვა

13 თებერვალი 2019

15 თებერვალს, პარასკევს, 11:00-16:00 მდე თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა აკადემიაში გაიმართება გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა . გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წიგნები 20-70% მდე ფასდაკლებით.

news

შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებთან

29 იანვარი 2019

ა/წლის 29 იანვარს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკდემიაში მოეწყო საზეიმო შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებთან, კერძოდ პედაგოგთა კავშირის თავჯდომარესთან ბატონ გარი ჩაფიძესთან და ამავე კავშირის იურიდიული სამსახურის უფროსთან ბატონ ზ. ქსოვრელთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები. შეხვედრა გაიმართა საზეიმო ვითარებაში. მოსწავლეებმა სტუმრებს ჩაუტარეს კონცერტი.

news

საახალწლო ღონისძიება

28 დეკემბერი 2018

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის საახალწლო ზეიმი V-1,V-2,VI,VII,VIII,IX,X,XI კლასებში.

news

2018-2019 სასწ.წლის საახალწლო ზეიმი

26 დეკემბერი 2018

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის საახალწლო ზეიმი I-1,I-2,II-1, II-2,III-1,III-2,IV-1,IV-2 კლასებში.

news

მხიარული სტარტები - მოსწავლე და მასწავლებელი

21 დეკემბერი 2018

ა/წლის 21 დეკემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის VII კლასში ჩატარდა მხიარული სტარტები-მოსწავლე და მასწავლებელი. სპორტულ აქტივობაში გამარჯვებული მოსწავლეები პასუხს სცემდნენ საგნის მასწავლებელთა მიერ წინასწარ მომზადებულ კითხვებს განვლილი მასალიდან. მხიარულმა სტარტებმა ჩაიარა ხალისიანად. მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო სპორტული მზაობა.

news

სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ინფორმაციის კოდირება და გახსნა“

20 დეკემბერი 2018

2018 წლის 20 დეკემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის X კლასში, მათემატიკის მასწავლებელმა ლია თურქაძემ ჩაატარა პრობლემაზე ორიენტიებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ინფორმაციის კოდირება და გახსნა“. ასეთი ტიპის გაკვეთილით შესაძლებელია პრაქტიკული ხასიათის პრობლემების გადასაჭრელად თეორიული მოდელების გამოყენებით კანონზომიერებების შესწავლა, სიტუაციის გაანალიზება და დასკვნების გამოტანა, რაც თავის მხრივ აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.

news

შეხვედრა თორნიკე ნაროზაულთან

18 დეკემბერი 2018

2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიას, ახალგაზრდა შემოქმედი თორრნიკე ნაროზაული სტუმრობდა. ეს დღე, როგორც თავად პოეტმა აღნიშნა, ნამდვილად ჰგავდა სულის ზეიმს. მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო წარმოადგინეს თეატრალური და მუსიკალური ელემენტებით გაფორმებული. ამ შეხვედრამ ყველა დაგვარწმუნა, რომ გაჰყვება საუკუნეებს თორრნიკეს პოეზია, როგორც ანკარა და გემოწმინდა წყარო.

news

შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

17 დეკემბერი 2018

ა/წლის 17 დეკემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა საჭადრაკო ჩემპიონატი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.(პედაგოგი გიორგი გოგიჩაიშვილი) ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 40 მოსწავლემ. პირველი ადგილები გოგონებს შორის მოიპოვეს ლილლე სტურუამ და ნინო სვინტრაძემ ვაჟებს შორის ლუკა შავლაძემ და ნიკოლოზ ოიკაშვილმა. ნორჩ მოჭადრაკეებს სტუმრად მოწვეული ჰყავდათ ოლიმპიური ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი ,რომელიც ბავშვებს ესაუბრა თავისი ბავშობის შესახებ ჭადრაკზე, მის მიერ განვლილ გზაზე. ბოლოს გაიმართა ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩატარდა საინტერესოდ.

news

ღონისძიება "თვლის სისტემების" შესახებ

10 დეკემბერი 2018

2018 წლის 10 დეკემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის VII კლასში, მათემატიკის მასწავლებელმა ირმა აბრამიშვილმა ჩაატარა ღონისძიება „თვლის სისტემები“. ღონისძიება იყო ინფორმაციული ხასიათის, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოქმნილი თვლის სისტემებსა და ნუმერაციას ეხებოდა. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეებში მათემატიკის საგნის სწავლების მიმართ მოტივაციის ამაღლებას.

news

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის 25 წლის იუბილე

25 ნოემბერი 2018

ა/წლის 22 ნოემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 25 წლის იუბილე. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მოსწავლეები, სკოლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები,სკოლის დირექტორები და იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის თავჯდომარე ბატონი გარი ჩაფიძე. საღამომ ჩაიარა თბილ და საქმიან გარემოში.ღონისძიება გაიხსნა სკოლის ჰიმნით.

news

2018-2019 სასწ.წლის შემოდგომის ზეიმი

23 ნოემბერი 2018

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა 2018-2019 სასწ.წლის შემოდგომის ზეიმი I-1,I-2,II-1, II-2,III-1,III-2,IV-1,IV-2 კლასებში.

news

საქველმოქმედო ღონისძიება

6 ივნისი 2018

2018 წლის 6 ივნისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებლებთან შეხვედრა.ფონდის თავჯდომარე ქალბატონი თინათინ ჩხვიმიანი მოუყვა ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქველმოქმედო საქმიანობის,მათი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.სკოლის დირექტორმა რ.ტიკაძემ ფონდის თავჯდომარეს გადასცა მოსწავლეთა მიერ საქველმოქმედო მიზნით შეგროვებული თანხა 1105 ლარისა და სკოლის მიერ ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული 500 ლარის ქვითრები. სულ სკოლამ ფონდს გადაურიცხა 1605 ლარი.

news

ტურნირი ჭადრაკში

18 მაისი 2018

სასკოლო-საჭადრაკო ტურნირი თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში 18.05.2018წ

news

მოდელირებული ღონისძიება- განგაში „მიწისძვრაა"

16 მაისი 2018

ა/წლის 16 მაისს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ჩატარდა სამოქალაქო თავდაცვის მოდელირებული ღონისძიება- განგაში „მიწისძვრაა“ . განგაში გამოცხადდა 12 სთ-ზე. 1 წუთსა და 30 წამში დაცლილი იქნა სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია. მაშველებმა განახორციელეს „დაზარალებულთა „ დროული ევაკუაცია დისლოკაციის ადგილას. მეხანძრეებმა მოახდინეს გაჩენილი „ხანძრის კერების“ ლიკვიდაცია.სანიტარულმა რგოლმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია „დაზარალებულებს“. ჩატარებული მუშაობა შეაფასა სამოქალაქო თავდაცვის შტაბმა და სამოქალაქო თავდაცვის უფროსმა.

news

განცხადება

8 მაისი 2018

2018-2019 სასწავლო წლისათვის თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში სხვა სკოლიდან გადმომსვლელ მოსწავლეთა (მობილობის) რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას. ადგილები შეზღუდულია. ტელეფონი: 2 63 76 07 მობილური: 599 78 00 39

news

კონკურსი საუკეთესო უნიფორმა

8 მაისი 2018

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ა/წლის 5 მაისს ჩატარდა სკოლის უნიფორმის საკონკურსო შერჩევის კომისიის სხდომა. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ იქნა 12 ერთეული ფორმის მოდელი, კომისიამ თავდაპირველად აღნიშნული მოდელებიდან შეარჩია 3 საუკეთესო. ესენია: 1. ლ.ჭანტურიას სამოდელო განაცხადი -IX კლასი; 2. რ.უბილავას სამოდელო განაცხადი-X კლასი; 3. მ.შაკაიას სამოდელო განაცხადი- VII კლასი; საბოლოო ჯამში გამარჯვება მოიპოვა IX კლასის მოსწავლის ლილე ჭანტურიას მოდელმა. მას სკოლის ბოლო ზარის ზეიმზე გადაეცემა სერთიფიკატი-„საუკეთესო დიზაინერი“ , ასევე უსასყიდლოდ გადაეცემა უნიფორმა.

news

განცხადება

18 აპრილი 2018

21 აპრილს 11 სთ-ზე თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში ტარდება ღია კარის დღე. დაწყებითი კლასების კათედრა სკოლის სააქტო დარბაზში აწყობს პრეზენტაციას მომავალ პირველკლასელებთან და მათ მშობლებთან. მშობელთა შეკითხვებს უპასუხებენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საგნის მასწავლებლები. დასასრულს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაატარებენ კონცერტს. მისამართი: მუხიანის დასახლება II მ/რ -ნი. ტელ 032-2-63-76-07 მობ: 599-78-00-39 ადმინისტრაცია

news

კონკურსი საუკეთესო უნიფორმის შექმნაზე

3 აპრილი 2018

შპს. თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის ადმინისტრაცია (თნკსა) აცხადებს კონკურსს საუკეთესო უნიფორმის შექმნაზე პროექტის მიზანია: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა და მათი ინტერესების გათვალისწინება სასკოლო უნიფორმის მოდელის შემუშავებაში.

news

2018 წლის საგაზაფხულო ზეიმი

7 მარტი 2018

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში დაწყებით კლასებში ჩატარდა ტრადიციული საგაზაფხულო ზეიმი.

news

შემოქმედებითი წრე „ნიჭიერთა კრებული“,

1 თებერვალი 2018

2018 წლის პირველი თებერვლიდან თბილისის ნიჭიეთა კერძო სკოლა-აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საფუძველს ჩაუყრის მოსწავლეთა შემოქმედებით წრეს „ნიჭიერთა კრებული“,

news

მათემატიკური წრე

1 თებერვალი 2018

2018 წლის პირველ თებერვლს თბილისის ნიჭიეთა კერძო სკოლა-აკადემიაში გაიხსნა მათემატიკური წრე „ნიჭიერი“

news

სპორტისა და ტურიზმის სექციის ინიციატივით ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი

23 ივნისი 2017

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიაში სპორტისა და ტურიზმის სექციის ინიციატივით ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი,სადაც მონაწილეობას იღებდნენ VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები.ჩემპიონატი ჩატარდა სპორტის ოთხ სახეობაში: კალათბურთში,ფრენბურთში, მაგიდის ტენისში და ფეხბურთში. (ხელმძღვანელი ზ.ბერიძე)

news

მოსწავლეთა 71-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

22 ივნისი 2017

2017 წლის 29 აპრილს მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 71-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია . მოცემულ კონფერენციაზე თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიიდან, როგორც ყოველთვის, ამ სასწავლო წელსაც წარმატებები მოიპოვეს ჩვენმა მოსწავლეებმა.

news

სკოლის 20 წლის იუბილე

14 დეკემბერი 2013

მოგესალმებით თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა–აკადემიის დირექტორის სახელით.2013 წლის 14 დეკემბერს 13 საათზე ყველა კურსდამთავრებულს გეპატიჟებით სკოლის 20 წლის იუბილეზე.თქვენი მობრძანება ძალიან გაგვახარებს!

news

2012 წლის 7 ნოემბერი

7 ნოემბერი 2012

ა/წლის 7-15 ნოემბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიას საპასუხო ვიზიტით ესტუმრა ლატვიის, ქალაქ იელგავას სპიდოლას გიმნაზიის დელეგაცია 9 მოსწავლისა და 2 მასწავლებლის შემადგენლობით. დელეგაცის ხელმძღვანელობდა სკოლის დირექტორი ილზე ვილკარსე.

news

2012 წლის 27-28 ოქტომბერი

27 ოქტომბერი 2012

თბილისის ნიჭერთა კერძო სკოლა-აკადემიაში სკოლა-ოჯახი- საოზგადოების ტრენერების მეშვეობით ჩატარდა ტრენინგი.

news

2012 წლის 27 ოქტომბერი

27 ოქტომბერი 2012

წიგნის მაღაზია Bookcafe-ში ქართული საბავშო წიგნის დღეზე თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის მოსწავლეები, მასწვლებლები და მოსწავლეთა მშობლები შეხვდნენ საბავშო მწერლებს.

news

2012 წლის 18-19 ოქტომბერი

18 ოქტომბერი 2012

18-19 ოქტომბერს მოეწყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.გამომცემლობის თანამშრომლებმა ჩაატარეს ვიქტორინა „პატარა ინტელექტუალი“. გამარჯვებულმა მოსწავლემ ნიკა ზივზივაძემ დაიმსახურა პრიზი - „ეს საოცარი საქართველო“.

news

2012 წლის 13 ოქტომბერი

13 ოქტომბერი 2012

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის მასწავლებელთა ექსკურსია ახალციხეში „რაბათზე“ და საფარას მონასტერში.

news

2012 წლის 10 ოქტომბერი

10 ოქტომბერი 2012

ა/წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიასა და სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრ „დადას“ შორის.

news

2012 წლის 5 ოქტომბერი

5 ოქტომბერი 2012

ჩატარდა თბილისის ნიჭერთა კერძო სკოლა-აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის ყრილობა. ყრილობამ აირჩია ახალი სასკოლო პარლამენტი.

news

2012 წლის 21 სექტემბერი

4 ოქტომბერი 2012

ჩატარდა საგნობრივი კათედრების არჩევნები.

news

2012 წლის 19-20 სექტემბერი

4 ოქტომბერი 2012

ჩატარდა ორდღიანი სემინარი პედაგოგებისთვის თემაზე: მოსწავლეთა თვითმმართველობის სწორად წარმართვა აღმზრდელობითი მუშაობის სწორად დაყენების საწინდარია.

news

2012 წლის 17 სექტემბერი

17 სექტემბერი 2012

ჩატარდა პირველი ზარის ზეიმი, შეხვედრა არდადეგებზე წასულ მოსწავლეებთან. პირველკლასელების კურთხევა მოსაწვლეებად.

ელექტრონული ჟურნალი


jurnali






გამოკითხვა

gamokitxva

როგორ შეაფასებდით სწავლების ინკლუზიურ განათლების მეთოდებს, რომლებიც ჩვენს სკოლაში არის დანერგილი?











ხმის მიცემა შედეგები